,, ევროკავშირისთვის უკრაინაში ომი შესაძლებლობაა, რომ ქვეყანა დაყონ და შემდეგ, იყიდონ''- ვიქტორ ორბანი

„ეს ჩვენი ომი არ არის, თუმცა ის ჩვენ სიცოცხლეს გვიმწარებს, ვიდრე ომი გრძელდება, ევროპაში ეკონომიკური ზრდა არ იქნება“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში გამართულ მხარდამჭერ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს ჩვენი ომი არ არის, თუმცა ის ჩვენ სიცოცხლეს გვიმწარებს. ომი ბლოკავს ევროპისა და უნგრეთის ეკონომიკის ზრდას. მათ დაახარჯეს 185 მილიარდი ევრო ამ უაზრო ომს და ახლა სურთ, ევროპელების, მათ შორის ჩვენი ჯიბეებიდან კიდევ 10 მილიარდი აიღონ. ევროპელი ხალხის ფული უკრაინაში თვლის გარეშე მიედინება და სანაცვლოდ, ჩვენ ვიღებთ ენერგორესურსებზე გაზრდილ ფასებს, ინფლაციას, ჩამოშლის პირას მყოფ ეროვნული ეკონომიკებს, დახურულ ევროპულ ქარხნებს. ვიდრე ეს ომი გრძელდება, ევროპაში ეკონომიკური ზრდა არ იქნება“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრელები არ დაიხოცებიან უკრაინისთვის, თუმცა იცოცხლებენ უნგრეთისთვის.

მისივე განცხადებით, ომის მხარდამჭერმა ქვეყნებმა ალიანსი შექმნეს, რომელსაც „მსურველთა კოალიციას“ უწოდებენ.

„ისინი საკუთარ თავს მსურველთა კოალიციას უწოდებენ. მზად არიან, ვინმე სიკვდილზე გაგზავნონ“, – განაცხადა მან.

ამასთან, ორბანის თქმით, ევროკავშირში საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერაზე, თუმცა ქვეყნის დაყოფა უკვე დღის წესრიგში დგას.

„ევროპაში ომის გაჩაღება, უკრაინაში ფულის გაგზავნა – ეს არის კოლონიალური სახელმწიფოების დიდი ხნის ლოგიკა: დაყავი ქვეყნების შესასუსტებლად. ისინი საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერაზე, თუმცა დღის წესრიგში უკრაინის დანაწევრება დგას. ეს გრძელდება საუკუნეების განმავლობაში. უკრაინისთვის მიცემული მილიარდები მათთვის გაფლანგული ფული კი არა, არამედ ინვესტიციაა. მათთვის ომი საშინელება კი არა, არამედ შესაძლებლობაა, შეიძინონ ქვეყანა, დაყონ ქვეყანა. ომი ეს ყველაზე იაფი ხერხია. უკრაინა დიდი ხანია, აღარ არის სუვერენული, დამოუკიდებელი და ავტონომიური“, – განაცხადა ორბანმა.

ორბანის თქმით, ის მხარს უჭერს უკრაინასთან პარტნიორობას, თუმცა არა უკრაინის წევრობას ევროკავშირსა ან ნატოში.

„ჩვენ გვსურს, უკრაინა დაკავშირებული იყოს ევროკავშირთან და ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, თუმცა არ გვინდა, ვიყოთ უკრაინასთან ალიანსის ნაწილი. ისინი ვერ იქნებიან ჩვენი სამხედრო ან ეკონომიკური ალიანსის წევრები. ისინი მოიტანენ ომს, წაიღებენ ფულს და დაანგრევენ ჩვენს ეკონომიკას. კი – პარტნიორობას, არა – წევრობას. ეს არის ის, რაც უნგრელ ერს სურს. დღეს ევროპაში ერთადერთი უნგრეთი უჭერს მხარს მშვიდობას“, – თქვა ორბანმა.

როგორც უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, ომის მხარდამჭერ ქვეყნებს დონალდ ტრამპისთვის ხელი რომ არ შეეშალათ, მშვიდობა იქნებოდა დამყარებული.





მსგავსი სიახლეები
,,მხოლოდ სანქციები პუტინს მშვიდობის დამყარებას ვერ აიძულებს''- Sky News
გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის რაოდენობა გაიზარდა
კამალა ჰარისი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად კვლავ იყაროს კენჭი
რუსეთი და უკრაინა ახლოს არიან კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტასთან-კირილ დმიტრიევი
პიტ ჰეგსეტმა ავიამზიდ „ჯერალდ ფორდის“ ევროპიდან კარიბის ზღვაში გადაყვანის განკარგულება გასცა
,,დღეს ყველა პარტნიორმა დაადასტურა, რომ მომავალ წელს განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას მათ შორის ფინანსურსაც''- ვოლოდიმირ ზელენსკი
„პუტინი ერთადერთი ადამიანია, ვისაც არ სურს ამ ომის შეჩერება“- კირ სტარმერი
„ჰამასი“ პროცესში ვერ ჩაერთვება''- მარკო რუბიო
,,ევროპამ და საერთაშორისო სისტემამ შესაძლოა, ანტიკური ათენის ბედი გაიზიარონ''- საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
აშშ-ის კონგრესში FARA-ს გამკაცრების კანონპროექტი წარადგინეს
კრემლის სპეციალური წარმომადგენელი აშშ-ში ჩავიდა - „სიენენი“
,,რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები გარდამტეხი მომენტია''- მაკრონი
,, ევროკავშირისთვის უკრაინაში ომი შესაძლებლობაა, რომ ქვეყანა დაყონ და შემდეგ, იყიდონ''- ვიქტორ ორბანი
გერმანიიდან ზელიმხან ხანგოშვილის ძმის და ოჯახის სავარაუდო დეპორტაცია განხორციელდა
აშშ კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებებს წყვეტს -ტრამპი
რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვიეს
ევროკავშირში საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერაზე, თუმცა ქვეყნის დაყოფა უკვე დღის წესრიგში დგას, მათთვის ომი არის შესაძლებლობა, შეიძინონ, დაყონ ქვეყანა-ვიქტორ ორბანი
ისრაელი დაკარგავს ჩვენს მხარდაჭერას, თუ შეეცდება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსიას -დონალდ ტრამპი
ტრამპი ზრდის ეკონომიკურ და სამხედრო ზეწოლას რუსეთზე -ავთანდილ წულაძე
"არავითარი სამშვიდობო გეგმა არ არის მაგიდაზე"- მარკ რუტე