„პუტინი ერთადერთი ადამიანია, ვისაც არ სურს ამ ომის შეჩერება“- კირ სტარმერი
ლონდონში „მსურველთა კოალიციის“ სამიტის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ კოალიცია უკრაინას უჭერს მხარს უფრო ძლიერად, ვიდრე ოდესმე.
„ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის, რომელსაც აფასებენ ბრიტანელი და ევროპელი ხალხები. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“, – აღნიშნა სტარმერმა პრესკონფერენციაზე.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კოალიცია მხარს უჭერს როგორც უკრაინას, ისე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მის იდეას მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ფრონტის ამჟამინდელი ხაზიდან.
„პუტინი ერთადერთი ადამიანია, ვისაც არ სურს ამ ომის შეჩერება“, – განაცხადა სტარმერმა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე „მსურველთა კოალიციამ“ მიმდინარე წლის გეგმა შეიმუშავა.
„შეხვედრაზე „მსურველთა კოალიციამ“ მიმდინარე წლის დანარჩენი პერიოდისთვის მკაფიო გეგმა შეიმუშავა: პირველ რიგში, ჩვენ მივიღებთ ზომებს რუსული ნავთობისა და გაზის გლობალური ბაზრიდან ამოსაღებად. ასევე, ჩვენ გადავწყვიტეთ, განვაგრძოთ მუშაობა რუსეთის გაყინულ სუვერენულ აქტივებზე და განვბლოკოთ მილიარდები უკრაინის თავდაცვის დასაფინანსებლად. უკრაინაში განხორციელებული ნგრევის საფასური რუსეთმა უნდა გადაიხადოს, ამიტომ ჩვენ გვსურს, სწრაფად წავიდეთ წინ რეპარაციული სესხების მიწოდების პროცესში. ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რათა დავიცვათ მისი მოსახლეობა და ენერგოინფრასტრუქტურა. ვაჩქარებთ ბრიტანულ პროგრამას, რათა უკრაინას მივაწოდოთ 5 000-ზე მეტი მსუბუქი მრავალფუნქციური რაკეტა. ჩვენ შევინარჩუნებთ სამხედრო ზეწოლას პუტინზე შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების მუდმივი მიწოდებით. ასევე განვაგრძობთ მუშაობას უსაფრთხოების გარანტიებზე. გადავწყვიტეთ, გავაძლიეროთ ზეწოლა პუტინზე და საბოლოოდ მოვიყვანოთ იგი მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – აღნიშნა სტარმერმა.
მსგავსი სიახლეები
,,მხოლოდ სანქციები პუტინს მშვიდობის დამყარებას ვერ აიძულებს''- Sky News
გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის რაოდენობა გაიზარდა
კამალა ჰარისი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად კვლავ იყაროს კენჭი
რუსეთი და უკრაინა ახლოს არიან კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტასთან-კირილ დმიტრიევი
პიტ ჰეგსეტმა ავიამზიდ „ჯერალდ ფორდის“ ევროპიდან კარიბის ზღვაში გადაყვანის განკარგულება გასცა
,,დღეს ყველა პარტნიორმა დაადასტურა, რომ მომავალ წელს განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას მათ შორის ფინანსურსაც''- ვოლოდიმირ ზელენსკი
„პუტინი ერთადერთი ადამიანია, ვისაც არ სურს ამ ომის შეჩერება“- კირ სტარმერი
„ჰამასი“ პროცესში ვერ ჩაერთვება''- მარკო რუბიო
,,ევროპამ და საერთაშორისო სისტემამ შესაძლოა, ანტიკური ათენის ბედი გაიზიარონ''- საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
აშშ-ის კონგრესში FARA-ს გამკაცრების კანონპროექტი წარადგინეს
კრემლის სპეციალური წარმომადგენელი აშშ-ში ჩავიდა - „სიენენი“
,,რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები გარდამტეხი მომენტია''- მაკრონი
,, ევროკავშირისთვის უკრაინაში ომი შესაძლებლობაა, რომ ქვეყანა დაყონ და შემდეგ, იყიდონ''- ვიქტორ ორბანი
გერმანიიდან ზელიმხან ხანგოშვილის ძმის და ოჯახის სავარაუდო დეპორტაცია განხორციელდა
აშშ კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებებს წყვეტს -ტრამპი
რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვიეს
ევროკავშირში საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერაზე, თუმცა ქვეყნის დაყოფა უკვე დღის წესრიგში დგას, მათთვის ომი არის შესაძლებლობა, შეიძინონ, დაყონ ქვეყანა-ვიქტორ ორბანი
ისრაელი დაკარგავს ჩვენს მხარდაჭერას, თუ შეეცდება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსიას -დონალდ ტრამპი
ტრამპი ზრდის ეკონომიკურ და სამხედრო ზეწოლას რუსეთზე -ავთანდილ წულაძე
"არავითარი სამშვიდობო გეგმა არ არის მაგიდაზე"- მარკ რუტე