პიტ ჰეგსეტმა ავიამზიდ „ჯერალდ ფორდის“ ევროპიდან კარიბის ზღვაში გადაყვანის განკარგულება გასცა
აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა, ავიამზიდ „ჯერალდ ფორდის“ ევროპიდან კარიბის ზღვაში გადაყვანის განკარგულება გასცა.
ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. როგორც ტელეკომპანია იუწყება, პენტაგონის ხელმძღვანელმა გასცა განკარგულება, ავიამზიდ „ჯერალდ ფორდის“ დამრტყმელი ჯგუფი და მასთან დაკავშირებული საავიაციო ფრთა „კარიბის ზღვის რეგიონში ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციების ლიკვიდაციისა და ნარკოტერორიზმთან საბრძოლველად გადავიდეს“.
„სიენენის“ ინფორმაციით, ავიამზიდ „ჯერალდ ფორდის“ დამრტყმელ ჯგუფში შემავალი ხომალდები 21 ოქტომბერს ხორვატიის ქალაქ სპლიტის ნავსადგურში იმყოფებოდნენ. კარიბის ზღვაში მათ გადაყვანას რამდენიმე დღე დასჭირდება.
ავიამზიდ „ჯერალდ ფორდს“ საზღვაო ძალები მსოფლიოს ყველაზე დიდ საბრძოლო ხომალდად მიიჩნევენ. მანამდე აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ-მა განახორციელა დარტყმა ნავზე, რომელიც, მისი თქმით, ნარკოკარტელს ეკუთვნოდა. შედეგად, პენტაგონის ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის სამხედროებმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკების გადაზიდვაში ჩართული გემების წინააღმდეგ დარტყმების განხორციელება სექტემბრიდან წამოიწყეს. ამ პერიოდში აშშ-ის სამიზნე ათი ხომალდი გახდა. დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდეა.
მსგავსი სიახლეები
,,მხოლოდ სანქციები პუტინს მშვიდობის დამყარებას ვერ აიძულებს''- Sky News
გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის რაოდენობა გაიზარდა
კამალა ჰარისი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად კვლავ იყაროს კენჭი
რუსეთი და უკრაინა ახლოს არიან კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტასთან-კირილ დმიტრიევი
პიტ ჰეგსეტმა ავიამზიდ „ჯერალდ ფორდის“ ევროპიდან კარიბის ზღვაში გადაყვანის განკარგულება გასცა
,,დღეს ყველა პარტნიორმა დაადასტურა, რომ მომავალ წელს განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას მათ შორის ფინანსურსაც''- ვოლოდიმირ ზელენსკი
„პუტინი ერთადერთი ადამიანია, ვისაც არ სურს ამ ომის შეჩერება“- კირ სტარმერი
„ჰამასი“ პროცესში ვერ ჩაერთვება''- მარკო რუბიო
,,ევროპამ და საერთაშორისო სისტემამ შესაძლოა, ანტიკური ათენის ბედი გაიზიარონ''- საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
აშშ-ის კონგრესში FARA-ს გამკაცრების კანონპროექტი წარადგინეს
კრემლის სპეციალური წარმომადგენელი აშშ-ში ჩავიდა - „სიენენი“
,,რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები გარდამტეხი მომენტია''- მაკრონი
,, ევროკავშირისთვის უკრაინაში ომი შესაძლებლობაა, რომ ქვეყანა დაყონ და შემდეგ, იყიდონ''- ვიქტორ ორბანი
გერმანიიდან ზელიმხან ხანგოშვილის ძმის და ოჯახის სავარაუდო დეპორტაცია განხორციელდა
აშშ კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებებს წყვეტს -ტრამპი
რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვიეს
ევროკავშირში საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერაზე, თუმცა ქვეყნის დაყოფა უკვე დღის წესრიგში დგას, მათთვის ომი არის შესაძლებლობა, შეიძინონ, დაყონ ქვეყანა-ვიქტორ ორბანი
ისრაელი დაკარგავს ჩვენს მხარდაჭერას, თუ შეეცდება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსიას -დონალდ ტრამპი
ტრამპი ზრდის ეკონომიკურ და სამხედრო ზეწოლას რუსეთზე -ავთანდილ წულაძე
"არავითარი სამშვიდობო გეგმა არ არის მაგიდაზე"- მარკ რუტე