"ნაცებმა" თავისი თავი თვითონ გააქრეს, "ლელო" მე მგონი, თვითონ მიდის პოლიტიკიდან, საბოლოო ჯამში დავრჩით ჩვენ''- იაგო ხვიჩია
არ ვიცი, ეს უნდა მიხაროდეს, თუ უნდა მწყინდეს, მაგრამ ადრე ხომ იყო „ქოცები“, „ნაცები“ და "გირჩები", ახლა კი ვართ „ქოცები“ და „გირჩები“ მარტო, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სტუმრობისას განაცხადა.
"ნაცებიც" ხომ აღარ არიან და აღარ არიან, თავისი თავი თვითონ გააქრეს, "ლელო" მე მგონი, თვითონ მიდის პოლიტიკიდან, ალბათ, რამდენიმე ხანში გააკეთებს განცხადებას ხაზარაძე, წავედი, კარგად იყავითო. გიჟი უნდა იყოს, რომ არ წავიდეს. ასეთი გიჟიც არ მგონია და ამიტომ, ველოდები, რომ ხაზარაძე წავა. შესაბამისად, "ლელოსგან" არაფერი არ დარჩება, "ნაცებისგან" არაფერი არ არის დარჩენილი, საბოლოო ჯამში და დავრჩით ჩვენ. მე ეს კი არ მიხარია? იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან სუსტები ვართ იმისთვის, რომ ოპონირება გავწიოთ ყველაფერზე და გავუწიოთ თან, ამხელა რესურსების მქონე ხელისუფლებას, მაგრამ სად არიან პოლიტიკოსები, მართლა სად არიან? თქვენი კოლეგები ნახეთ ოპოზიციურ არხებზე, პოლიტიკოსების მაგივრად ჰყავთ ვიღაც ახალგაზრდა აქტივისტები, ვიღაც დაკავებულის ოჯახის წევრები, ვიღაც ახალგამოჩეკილი პოლიტიკოსები, თუ მოპოლიტიკოსო ელემენტები. არ არსებობენ პოლიტიკოსები, გაქრნენ, წავიდნენ, ზოგი ციხეში ზის და რომ გამოვლენ, მერე რა კონფიგურაციით გადალაგდებიან, ვერ გეტყვით ამწუთას და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ; „ენჯეოს“ დიდი ნაწილი მე მგონი, წავიდა, ან, რა ვიცი, სამსახური დაკარგეს და შესაბამისად, ეძებენ ახალ სამსახურებს და ძალიან ცოტა ნაწილი ჩანს მათი ფრონტზე. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი უბრალოდ, ვინაიდან დაიმალა და ციხეში არ სხედან მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერი თვითონ დააანონსეს, ხალხი თვითონ დააჭერინეს, თვითონ წააქეზეს და მერე ვერ გაბედეს, წინ დამდგარიყვნენ, მათ ავტომატურად მოუწევთ პოლიტიკიდან გასვლა," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მსგავსი სიახლეები
,,ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში, ჩვენ დავიცავთ ნამდვილ საქართველოს მთელი შეძლებით''- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს სჭირდება ახალი სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, ეს ერთადერთია, რაც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს-"ლელო - ძლიერი საქართველო"
ევროკავშირის საელჩოს როცა მიმოწერა აქვს ტერორისტთან, ხვდები, რომ ეს ერთი ხელით ორკესტრირებული პროპაგანდისტული ხაზია, რომლის მიზანი ძალადობის ნორმალიზებაა-შალვა პაპუაშვილი
მამუკა მდინარაძე აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ალი ნაგიევს შეხვდა
ხედავთ, რომ თავად აშშ-ში აპირებენ "ფარას" კანონის გამკაცრებას და სწორედ სენატორი რიში გახლავთ ამ კანონის ინიციატორი -გიორგი გაბუნია
"ნაცებმა" თავიანთი თავი თვითონ გააქრეს, "ლელო" თვითონ მიდის პოლიტიკიდან, ახლა ვართ მარტო "ქოცები" და "გირჩები"-იაგო ხვიჩია
"არ მინდა ჩემს მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, ვინც ციხეში ადამიანებს აწამებდა''- ლევან იოსელიანი
,,საქართველო არ იქნება პირველი სადაც პარტიებს აკრძალავენ''- ლევან იოსელიანი
"ნაცებმა" თავისი თავი თვითონ გააქრეს, "ლელო" მე მგონი, თვითონ მიდის პოლიტიკიდან, საბოლოო ჯამში დავრჩით ჩვენ''- იაგო ხვიჩია
,,რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არაფერს კარგს არ იძლევა''- ლევან იოსელიანი
,,ევროკავშირის პოზიციაა ნებისმიერი ძალადობის დაგმობა''- პაველ ჰერჩინსკი
,,ორ კვირაში ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშს გამოაქვეყნებს''- პაველ ჰერჩინსკი
სტანდარტული პრაქტიკაა, რომ მოქალაქეები გვწერენ წერილებს და ჩვენ ვპასუხობთ - პაველ ჰერჩინსკი
,,დისკუსიები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება''- ჰერჩინსკი უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობაზე
საქართველომ მიიღო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს-პაველ ჰერჩინსკი
,,თუ დასანქცირება უნდათ, ჩვენ დაგვასანქცირონ''- ირაკლი ჭეიშვილი
ცდილობენ ევროკავშირის მტრად წარმოჩენას, ეს უსამართლოა, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ პრინციპების პატივისცემას, რომელზეც ევროკავშირი დგას-პაველ ჰერჩინსკი
ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება და თავდასხმამ იმატა კიდეც, ჩვენ არსად მივდივართ, ვრჩებით აქ -პაველ ჰერჩინსკი
უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტი მძიმეა, ყოფილი პრემიერი რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს, წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა პროცესი გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად წარიმართოს-მაია ბითაძე
ელჩი როდესაც ხარ და პირდაპირ ახალისებ ძალადობრივ ჯგუფებს, ექსტრემიზმს, პოლარიზაციის გაღრმავებას, ძალიან მძიმეა-კახა კალაძე