სუს-მა თბილისში ორი კილოგრამი ბირთვული მასალის, ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა
თბილისში ორი კილოგრამი ბირთვული მასალის, ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ტერიტორიის გავლით.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, ორი კილოგრამი ბირთვული მასალის, ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.
დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.
გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადეს სუს-ში.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბრალად საკუთარ ბინაში 6.5 მილიონი დოლარის შენახვა ედება -BBC
სუს-მა თბილისში ორი კილოგრამი ბირთვული მასალის, ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა
"რესპუბლიკურ" პარტიასთან დაახლოებული დონორი საქართველოს მიმართ ზეწოლის კანონპროექტს ეწინააღმდეგება-Reuters
"ხედვა "შუა დერეფნის" ფარგლებს მიღმა:საქართველო,სომხეთი და აზერბაიჯანი რეგიონის დაკავშირებადობას აფართოებენ"-Kuwait Times
"ევროპა და უკრაინა, რუსეთთან ომის შეწყვეტის მიზნით, 12-პუნქტიან წინადადებას ამზადებენ" - Bloomberg
"ღაზადან უკრაინამდე: დონალდ ტრამპი, შესაძლოა, მშვიდობის ყველაზე ერთგული დამცველია,რისთვისაც იგი მხარდაჭერას ნამდვილად იმსახურებს"-The Guardian
"ტრამპმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ პუტინი უკრაინას "გაანადგურებს", თუ ზავზე "ახლავე"არ დათანხმდება"-The Sun
"მოსკოვიდან ბუდაპეშტში: რამდენად შესაძლებელია პუტინის თვითმფრინავის ჩამოგდება ან მისი დაპატიმრება. სამი ვარიანტი"-The Daily Telegraph
"ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღიად უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტებს"-The European Conservative
"იმ ჯარიმის გადახდა, რომელიც ელინა ვალტონენს საქართველოს ხელისუფლებამ დააკისრა, შეუძლებელია იძულების წესით აღსრულდეს"-უცხოური პრესა
"საქართველო - არაბთა გაერთიანებული საემიროების სტრატეგიული პარტნიორი განვითარებაში"- Gulf Times
"ომი ლიანდაგებს: რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინის რკინიგზას"-უცხოური პრესა
"სეულში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა"-The Korea Herald
"დადგა დრო რუსეთ-უკრაინის ომიც დავასრულოთ"-The Daily Telegraph
"ფრონტისპირა ეკონომიკა: რუსეთთან მეზობლობის გაკვეთილები-როგორ გადარჩე, როცა მეომარ ქვეყანას ესაზღვრები"-The Economist
"ზამთრის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის დრონებისა და რაკეტების სამიზნე უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურა გახდა"
"დონალდ ტრამპის წარმატება ღაზაში აჩვენებს იმას, თუ რამდენად სცდებოდნენ ევროპელი ლიდერები მშვიდობის მიღწევაში"-The Daily Telegraph
"გეგმავს თუ არა ქართული ოპოზიცია "ფერად რევოლუციას" სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის უკანასკნელი ბასტიონის დასამხობად? -Al Jazeera
"რა არის "ანტიფა", რომლის წინააღმდეგ დონალდ ტრამპი გამოდის?" -Financial Times
"უკრაინა ამერიკული „ტომაჰავკების“ მისაღებად ემზადება, მაგრამ კიევი მათ გაშვებას ვერ შეძლებს - რაკეტები, ალბათ, მხოლოდ კრემლზე ზეწოლის მიზნით იქნება გამოყენებული"-The Daily Telegraph