საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბრალად საკუთარ ბინაში 6.5 მილიონი დოლარის შენახვა ედება -BBC

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბრალად საკუთარ ბინაში 6.5 მილიონი დოლარის შენახვა ედება, - ასეთი სათაურით აქვეყნებს BBC-ი ღარიბაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტატიას.

"საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით სასამართლოში წარდგა. ეს ვითარების შოკისმომგვრელი ცვლილებაა საქართველოს დე-ფაქტო ლიდერის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირისთვის. მან კორუფციის ბრალდებებში დანაშაული აღიარა, რაც 12 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. მას 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს", - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის თანახმად, „ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ყოფილი მთავრობის წარმომადგენლების დაკავებების სერიაში უახლეს შემთხვევას წარმოადგენს".

"თუმცა, ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე საქართველოს მმართველი ელიტის მაღალი რანგის წევრის წინააღმდეგ აღძრული პირველი პროცესია და ეს მმართველი პარტიის მიერ დასავლეთისგან დაშორებით, ავტორიტარული კურსის აღების ფონზე ხდება", - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ "აღნიშნული კორუფციის საქმე დრამატულ დაცემას წარმოადგენს პოლიტიკოსისთვის, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე, 2011 წლამდე ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდა".

 

"2014 წელს მან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. თუმცა, ის ბოლო წლებში საქართველოს ევროკავშირიდან დაშორებას ხელმძღვანელობდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ახლო კავშირები დაამყარა და აცხადებდა, რომ უკრაინაში ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნატო-ს გაფართოება იყო", - წერია სტატიაში.





მსგავსი სიახლეები
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბრალად საკუთარ ბინაში 6.5 მილიონი დოლარის შენახვა ედება -BBC
სუს-მა თბილისში ორი კილოგრამი ბირთვული მასალის, ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა
"რესპუბლიკურ" პარტიასთან დაახლოებული დონორი საქართველოს მიმართ ზეწოლის კანონპროექტს ეწინააღმდეგება-Reuters
"ხედვა "შუა დერეფნის" ფარგლებს მიღმა:საქართველო,სომხეთი და აზერბაიჯანი რეგიონის დაკავშირებადობას აფართოებენ"-Kuwait Times
"ევროპა და უკრაინა, რუსეთთან ომის შეწყვეტის მიზნით, 12-პუნქტიან წინადადებას ამზადებენ" - Bloomberg
"ღაზადან უკრაინამდე: დონალდ ტრამპი, შესაძლოა, მშვიდობის ყველაზე ერთგული დამცველია,რისთვისაც იგი მხარდაჭერას ნამდვილად იმსახურებს"-The Guardian
"ტრამპმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ პუტინი უკრაინას "გაანადგურებს", თუ ზავზე "ახლავე"არ დათანხმდება"-The Sun
"მოსკოვიდან ბუდაპეშტში: რამდენად შესაძლებელია პუტინის თვითმფრინავის ჩამოგდება ან მისი დაპატიმრება. სამი ვარიანტი"-The Daily Telegraph
"ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღიად უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტებს"-The European Conservative
"იმ ჯარიმის გადახდა, რომელიც ელინა ვალტონენს საქართველოს ხელისუფლებამ დააკისრა, შეუძლებელია იძულების წესით აღსრულდეს"-უცხოური პრესა
"საქართველო - არაბთა გაერთიანებული საემიროების სტრატეგიული პარტნიორი განვითარებაში"- Gulf Times
"ომი ლიანდაგებს: რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინის რკინიგზას"-უცხოური პრესა
"სეულში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა"-The Korea Herald
"დადგა დრო რუსეთ-უკრაინის ომიც დავასრულოთ"-The Daily Telegraph
"ფრონტისპირა ეკონომიკა: რუსეთთან მეზობლობის გაკვეთილები-როგორ გადარჩე, როცა მეომარ ქვეყანას ესაზღვრები"-The Economist
"ზამთრის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის დრონებისა და რაკეტების სამიზნე უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურა გახდა"
"დონალდ ტრამპის წარმატება ღაზაში აჩვენებს იმას, თუ რამდენად სცდებოდნენ ევროპელი ლიდერები მშვიდობის მიღწევაში"-The Daily Telegraph
"გეგმავს თუ არა ქართული ოპოზიცია "ფერად რევოლუციას" სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის უკანასკნელი ბასტიონის დასამხობად? -Al Jazeera
"რა არის "ანტიფა", რომლის წინააღმდეგ დონალდ ტრამპი გამოდის?" -Financial Times
"უკრაინა ამერიკული „ტომაჰავკების“ მისაღებად ემზადება, მაგრამ კიევი მათ გაშვებას ვერ შეძლებს - რაკეტები, ალბათ, მხოლოდ კრემლზე ზეწოლის მიზნით იქნება გამოყენებული"-The Daily Telegraph