26 ოქტომბერს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღინიშნება

26 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს.

 

ივერიისად წოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, თავად ლუკა მახარებლის მიერაა შესრულებული...

სანამ ხატი თავის ადგილს დაიმკვიდრებს თითქმის ორასი წელი უნდა გავიდეს...

არავინ იცის სად იმყოფებოდა ღვთისმშობლის ხატი მას შემდეგ, რაც, მცირე აზიაში მცხოვრებმა კეთილმორწმუნე, ქვრივმა დედაკაცმა, ხატმებრძოლებისაგან დასაცავად ქღვის ტალღებს მისცა.

იმპერატორ თეოფილაქტეს სასტიკმა მეომარმა ხატს შუბი აძგერა, უმალ სისხლი გადმოსდინდა ღვთისმშობელს ღაწვიდან.

თაობიდან თაობას გადაეცემოდა ეს ამბავი. ხატის ადგილსამყოფელი კი არავინ იცოდა, სანამ თავად არ ინება გამოჩინება სწორედ იმ ადგილზე, რომელიც საუკუნეების წინ თავად ღვთისმშობელმა აკურთხა.

999 წლის 31 მარტს ღვთისმშობლის ხატი სასწაულებრივად მიადგა ათონის ნაპირს.

ათონელმა მამებმა ზღვაზე ნათლის სვეტი შენიშნეს, რომელიც ცამდე აღწევდა. ეს სასწაული რამდენიმე დღე-ღამე მეორდებოდა. ნახეს, რომ ზეციური ნათელი ღვთისმშობლის ხატს ადგა. ხატი ღვთისმშობლისა ტალღებზე აღმართულიყო. ბერებმა ხატის გამობრძანება სცადეს, მაგრამ რაც უფრო ღრმად შედიოდნენ ზღვაში, მით უფრო შორდებოდა იგი ივერონის ნაპირებს და „შორს ივლტოდის ბრწყინვალება იგი მათგან".

ლოცვად დადგა ივერონის საძმო და ევედრებოდნენ უფალს ებოძებინა მათთვის ეს სიწმინდე.

ღვთისმშობელმა „სათნომყოფელ და ღვთისმშობლის ფრიად მოყვარე" - ქართველი ბერის - გაბრიელის ხელით ისურვა გამობრძანება. გამოეცხადა მამებს და აუწყა ეს სურვილი. გაბრიელს კი უთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმიო." ბერი გაბრიელი შევიდა ზღვაში, მიირქვა ხატი გულზე, ფეხით გაიარა ტალღებზე და გამოაბრძანა. იმ ადგილზე, სადაც ხატი დააბრძანეს მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა.

მონასტრის საკურთხეველში დიდი პატივით დაბრძანებული ღვთისმშიბლის ხატი დილით კარიბჭესთან იხილეს. ხატის სასწაულებრივი გადაადგილება რამდენჯერმე განმეორდა. ყოვლადწმინდა ქალწულმა გამოუცხადა ბერებს: „არა მოვედ, რათა დაცული ვიქმნე თქვენ მიერ, არამედ რათა თქვენ მცველ გექმნეთ. ... ვიდრემე იხილვებოდესსავანესა ამას შინა ხატი ჩემი, არა მოგაკლდეს თქუენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა".

ბერებმა კარიბჭის თავზე აგებულ ტაძარში დააბრძანეს და უწოდეს „პორტაიტისა" ანუ „კარიბჭის ღვთისმშობლის" ხატი.

დღეს ათონის ივერთა მონასტერში აღარ არიან ქართველი ბერები, მონასტრის ქართული წარწერებიც ბერძნულადაა გადაკეთებული, მაგრამ იქ ბრძანდება ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ივერიისად წოდებული, რომელიც მთელი ათონის გულად ითვლება.

დედა-ღვთისმშობელმა თავის წილხვედრად გამოცხადებულ ათონის მიწაზე, ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს შვილების მიერ დაარსებულ ქართველთა უძლიერეს სავანეში, ისევ ქართველი ბერის მიერ ინება ზღვიდან ამოყვანება და სახელიც ქართული ივერიისა - შემოიტოვა დღემდე.

1989 წლის 9 ოქტომბერს (26 სექტემბერს) ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოაბრძანეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც წმინდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატავად.

მთელი საქართველო ზეიმობდა ამ დღეს. ერის იმდროინდელ გაჭირვებაში ივერიის მფარველი ხატის ჩამობრძანება ყველამ ზეციურ კურთხევად აღიქვა და ეს დღე საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც დღესასწაული.

ხატი დაბრძანებულია თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში.

 





მსგავსი სიახლეები
26 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
,,შვედეთის სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულ მიგრანტს ქვეყანაში დარჩენის ნება მისცა''- Economictimes
26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
26 ოქტომბერს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღინიშნება
25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,ნიურნბერგს ნაცისტური პარტია რომ არ აეკრძალა, გერმანია ვერ განვითარდებოდა!''- გურამ მაჭარაშვილი
აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის წესით წარუდგინა
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა -დონალდ ტრამპი
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორება საქართველოსთან''- სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრის პირველი მოადგილე
პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს-ირაკლი კობახიძე
,,2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაშთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა''- ნიკა ობოლაძე
21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
"ცალკეულმა მედიასაშუალებებმა და ინტერნეტგვერდებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ღვარცოფმა ენგურჰესი დააზიანა, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება"-"ენგურჰესი"
ელინა ვალტონენი ევროპელ ჯო უილსონად ყალიბდება, ადამიანად, რომელიც პირადი ინტერესების საფუძველზე მზად არის, ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკურ მანიპულაციებად აქციოს -ლევან მახაშვილი
საქართველოს არჩეული აქვს ევროპული მომავალი, ახლა არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა, თუ ეს ასე არ არის, ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ-ქსავიე ბატელი
საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს, ეს არ არის ევროპული გზა, მაგრამ არც ის გზაა, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია-ელინა ვალტონენი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის დედის საგამოძიებო უწყებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს