,,ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში, ჩვენ დავიცავთ ნამდვილ საქართველოს მთელი შეძლებით''- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 2025 წლის საპარლამენტო არჩევნების წლის თავს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან, რომელიც რეფერენდუმად გამოგვიცხადეს, ერთი წელი გავიდა. მისი თქმით, მათ მიიღეს რეფერენდუმის გამოწვევა და ქართველ ხალხს შესთავაზეს მიმდინარე გეოპოლიტიკური რეალობის ყველაზე მკაფიო სურათი, მარტივ და გასაგებ ენაზე - არა ომს, კი მშვიდობას.
,,დღეს 26 ოქტომბერია. ერთი წელი გავიდა საპარლამენტო არჩევნებიდან, რომელიც რეფერენდუმად გამოგვიცხადეს, ჩვენი მრავალწლიანი შრომით მოპოვებული მშვიდობისა და განვითარების დასასრულად დაგვიანონსეს და სამეზობლო ომში ჩართვას დაგვპირდნენ. ჩვენ რეფერენდუმის გამოწვევა მივიღეთ და ქართველ ხალხს შევთავაზეთ მიმდინარე გეოპოლიტიკური რეალობისა ყველაზე მკაფიო სურათი, მარტივ და გასაგებ ენაზე - არა ომს, კი მშვიდობას.
2,1 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო ყუთებთან და მათი 54%-ის არჩევანი იყო ცალსახა და ხმამაღალი - ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, უარს ვეუბნებით ომს. თუმცა, ეს ცალსახა და მარტივი პასუხი გულისხმობდა მრავალ არჩევანზე პასუხს, რომელიც მიმდინარე პოლიტიკური პროცესის განმსაზღვრელად იქცა. ეს არჩევანი მშვიდობასთან ერთად იყო ტრადიციული ფასეულობების, ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ეკონომიკური განვითარების, ოჯახის, კულტურის, რწმენისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ მიცემული ხმა.
ეს იყო ის შინაარსი, რის დასაცავადაც იბრძოდა „ქართული ოცნება“. იბრძოდა ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, იცავდა სახელმწიფოს თვითმყოფადობას და მის უფლებას თავად ემართა საკუთარი თავი. ამ ბრძოლას შეუერთდა საქართველოს 1 120 053 პატრიოტი, რომელთაც უმტკიცესი ნება გამოხატეს და საქართველოს მომავალი განვითარების ვექტორი განსაზღვრეს.
26 ოქტომბრის არჩევნები იყო ნამდვილი, ხელშესახები საქართველოს განმსაზღვრელი მომენტი. ჩვენ, ჩვენს ნამდვილ ამომრჩევლებთან ერთად დავუპირისპირდით არა მხოლოდ შიდა, რევანშისტულ და დესტრუქციულ ძალებს, ნაცმოძრაობის იდეოლოგიით გაჟღენთილ მრუდე ოპოზიციას, არამედ მათ წარმმართველ, საგარეო გლობალისტურ ძალებს, რომელთაც საქართველოსთვის, გეოპოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე, შესაწირი პაიკის როლი დიდი ხნის დაწერილი აქვთ.
ამ ძალებმა, ადგილობრივ მოკავშირეებთან ერთად განგვიცხადეს, რომ უკეთ იციან, რა სჯობს საქართველოსთვის, მისი მომავლისთვის, რა გვაქვს სამეცადინო და ჩასაბარებელი, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი და სად არის ჩვენი ადგილი. სამიათასწლოვან სახელმწიფოს სიბრძნე და გონიერება დაგვიწუნეს და უფსკრულის პირისკენ გვიბიძგეს. სწორედ ესაა ის გამრუდებული რეალობა, რომელსაც ჯიუტად და უხეშად გვახვევენ თავს.
როდესაც საშიშროებასა და რისკებზე ვლაპარაკობდით, ზოგს არ სჯეროდა, რომ ამგვარი ძალები მართლაც არსებობდნენ. უმცირესობაში მყოფმა სკეპტიკოსებმა დაქსაქსულ ოპოზიციას მხარი დაუჭირა. მყარად მდგომმა უმრავლესობამ კი „ქართული ოცნება“ და სამშობლოს ეროვნული ინტერესები აირჩია.
26 ოქტომბრის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა, სამართლიანი არჩევნების სრულიად უსაფუძვლოდ გაყალბებულად გამოცხადებამ, საპროტესტო ტალღის მორიგ ჯერზე ხელოვნურად აგორებამ, მარიონეტი ოპოზიციონერების მიერ ბოიკოტის გამოცხადებამ და პოლიტიკური პროცესის საბოტაჟმა ოპოზიციის ამომრჩეველთა უმრავლესობა თავის შეცდომაში დაარწმუნა. ოპოზიციის რჩეულმა პარტიებმა ელექტორატი გააბრიყვეს, მოატყუეს, გამოცხადებული ნდობა და მიღებული მანდატები წყალს გაატანეს. როგორც შემდგომმა პროცესმა გვაჩვენა, ხელისუფლებამ გამოიჩინა სიმტკიცე და გონიერება, სამშობლოს მტრები და დამაქცევრები კი საკუთარ მანდატებს იმავე წყალთან ერთად გაჰყვნენ.
ამავე დროს, განვლილ წელიწადში, სიახლე და უპრეცედენტო მოვლენა გახლდათ გარკვეული დასავლური ქვეყნებისა და მათი დიპლომატიური მისიების სრულიად უხეში, მზაკვრული და დესტრუქციული ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში.
ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გაიხსნა ყველაფერი, რაც იყო დაფარული და როგორ გაცხადდა ის გეგმა, რაც საქართველოსთან მიმართებით არსებობდა. ეს გეგმა არ ეხებოდა არც საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას, არც ხალხის ნების გამოვლენას, მის გაძლიერებას თუ შემდგომ ინტეგრაციას. ეს გეგმა შეიცავდა ნებისმიერ ფასად ეროვნული ხელისუფლების შეცვლის სურვილს, რომლის ჩავარდნის შემთხვევაში ერთდროულად უნდა ამოქმედებულიყო ყველა ძალა, გავლენის ყველა აგენტი, ღია თუ ფარული, ყველა მედია თუ ენჯეო, უსარგებლო აკაცუკი თუ სასარგებლო იდიოტი. გამრუდებულ რეალობას საბურველი შემოეძარცვა და ჩვენს წინაშე მხილებული, შიშველი ბუნებით წარმოსდგა.
ნამდვილი საქართველო დაუპირისპირდა ქვეყნის გარეთ ჩაბუდებულ მრუდე ძალებს, რომელთათვისაც ჩვენი ქვეყანა მათი კონკრეტული ინტერესების სათამაშოა. ამ ბრძოლაში ფრონტის ხაზი ჩვენს მოქალაქეებზე გადის. ხალხების გონებისთვის მიმდინარე ომში სწორედ ისინი არიან მთავარი სამიზნე - მათი აზრები, ფიქრები, რწმენა და ქცევა. ზუსტად გათვლილი ფსიქოლოგიური იერიშით, როგორც ბოროტ ძალას სჩვევია, მოწყვლადი პირები დაარწმუნეს, რომ ეროვნული ხელისუფლება თითქოს რუსულია, რომ ომი არ არსებობს, რომ დამარცხებული გამარჯვებულია, ქველმოქმედება ქვეყნის ნგრევაა, ეკონომიკური აღმავლობა კი სიღარიბე.
2025 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელმაც ყოველგვარ სპეკულაციას, სიცრუეს და სიმრუდეს წერტილი დაუსვა.
თავისუფალ გარემოში, საქართველოს ერთგული ამომრჩევლები, იგივე სიმრავლითა და სულისკვეთებით საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და საკუთარი, უკვე არაერთხელ გამოხატული ნება დაამოწმეს. ლეგიტიმაცია, რომელიც გასული 13 წლის განმავლობაში ცხრაჯერ მივიღეთ, ქართველმა ხალხმა მეათეჯერ გადმოგვცა.
სწორედ ამიტომ, დღევანდელ დღეს, მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, ნამდვილ პატრიოტებს. მადლობა ეკუთვნის ასევე ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში განვითარებას უჭერს მხარს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, რომელიც აფასებს მშვიდობას, ახსოვს ისტორიის მწარე გაკვეთილები და უკეთესი ხვალინდელი დღე ეიმედება.
ჩვენ კი, ჩვენს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ქვეყნის წინაშე არ გავაცრუებთ, არ ვუღალატებთ, ზურგს არ შევაქცევთ.
ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში, ჩვენ დავიცავთ ნამდვილ საქართველოს მთელი შეძლებით, ცოდნით და მონდომებით, ყველა ხილული თუ უხილავი მტრისაგან და გავასწორებთ ყოველგვარ სიმრუდეს, უსამართლობას და ძალდატანებას“, - წერს პაპუაშვილი.
მსგავსი სიახლეები
,,ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში, ჩვენ დავიცავთ ნამდვილ საქართველოს მთელი შეძლებით''- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს სჭირდება ახალი სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, ეს ერთადერთია, რაც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს-"ლელო - ძლიერი საქართველო"
ევროკავშირის საელჩოს როცა მიმოწერა აქვს ტერორისტთან, ხვდები, რომ ეს ერთი ხელით ორკესტრირებული პროპაგანდისტული ხაზია, რომლის მიზანი ძალადობის ნორმალიზებაა-შალვა პაპუაშვილი
მამუკა მდინარაძე აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ალი ნაგიევს შეხვდა
ხედავთ, რომ თავად აშშ-ში აპირებენ "ფარას" კანონის გამკაცრებას და სწორედ სენატორი რიში გახლავთ ამ კანონის ინიციატორი -გიორგი გაბუნია
"ნაცებმა" თავიანთი თავი თვითონ გააქრეს, "ლელო" თვითონ მიდის პოლიტიკიდან, ახლა ვართ მარტო "ქოცები" და "გირჩები"-იაგო ხვიჩია
"არ მინდა ჩემს მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, ვინც ციხეში ადამიანებს აწამებდა''- ლევან იოსელიანი
,,საქართველო არ იქნება პირველი სადაც პარტიებს აკრძალავენ''- ლევან იოსელიანი
"ნაცებმა" თავისი თავი თვითონ გააქრეს, "ლელო" მე მგონი, თვითონ მიდის პოლიტიკიდან, საბოლოო ჯამში დავრჩით ჩვენ''- იაგო ხვიჩია
,,რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არაფერს კარგს არ იძლევა''- ლევან იოსელიანი
,,ევროკავშირის პოზიციაა ნებისმიერი ძალადობის დაგმობა''- პაველ ჰერჩინსკი
,,ორ კვირაში ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშს გამოაქვეყნებს''- პაველ ჰერჩინსკი
სტანდარტული პრაქტიკაა, რომ მოქალაქეები გვწერენ წერილებს და ჩვენ ვპასუხობთ - პაველ ჰერჩინსკი
,,დისკუსიები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება''- ჰერჩინსკი უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობაზე
საქართველომ მიიღო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს-პაველ ჰერჩინსკი
,,თუ დასანქცირება უნდათ, ჩვენ დაგვასანქცირონ''- ირაკლი ჭეიშვილი
ცდილობენ ევროკავშირის მტრად წარმოჩენას, ეს უსამართლოა, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ პრინციპების პატივისცემას, რომელზეც ევროკავშირი დგას-პაველ ჰერჩინსკი
ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება და თავდასხმამ იმატა კიდეც, ჩვენ არსად მივდივართ, ვრჩებით აქ -პაველ ჰერჩინსკი
უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტი მძიმეა, ყოფილი პრემიერი რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს, წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა პროცესი გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად წარიმართოს-მაია ბითაძე
ელჩი როდესაც ხარ და პირდაპირ ახალისებ ძალადობრივ ჯგუფებს, ექსტრემიზმს, პოლარიზაციის გაღრმავებას, ძალიან მძიმეა-კახა კალაძე