სახალხო პროცესს ვერ ეყოლება სათავეში ვერცერთი კაცი და ქალი, ეს პროცესი გამარჯვებით დასრულდება მხოლოდ მაშინ, თუ მოხდება ჯანსაღი ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია-ლევან სანიკიძე

გუშინდელ აქციაზე იყო ძალიან ბევრი ჩვენი თანამებრძოლი. დაფიქსირდა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბება ქართველ ხალხს არ უპატიებია ივანიშვილისთვის. ასეთი აქციები პერიოდულად, თვეში ერთხელ თუ რამდენჯერმე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ საქართველოში ის საპროტესტო ტალღა არსად გამქრალა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

სანიკიძის თქმით, აქციაზე ბევრი ხალხი მივიდა, გაკეთდა ივანიშვილის წინააღმდეგ განცხადებები და დასავლელმა პარტნიორებმა ნახეს, რომ პროტესტი საქართველოში არ ჩამქრალა.

 

კითხვაზე, რომ „მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, გუშინდელი აქცია ჩავარდა“, სანიკიძემ განაცხადა: „არავითარ შემთხვევაში“.

 

„ჩავარდნას მე არ ვიცი, ისინი რას ეძახიან. თავისუფალი მოქალაქეები შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე, დააფიქსირეს პოზიცია, რომ ქვეყანაში არალეგიტიმური პარლამენტია. 26 ოქტომბერს, როდესაც ივანიშვილმა მიიტაცა ამ ქვეყანაში ხელისუფლება, სწორედ მაშინ დაიწყო ის ერთწლიანი ციკლი, რომელიც ადამიანებს ლამის სიცოცხლის ხელყოფის ფასად დაუჯდათ რუსთაველის გამზირზე ე.წ. სამართალდამცველების მიერ აღვირახსნილი ადამიანის უფლებათა ხელყოფის შედეგად“, – განაცხადა სანიკიძემ.

 

ამასთან, ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გიგა ბოკერიას გუშინდელ განცხადებაზე, რომლის მიხედვით, აქცია იყო მათი ორგანიზებული და სააკაშვილის ბანერი არ უნდა ყოფილიყო. სანიკიძის თქმით, აქციის მისაკუთრებას არავინ უნდა ცდილობდეს.

 

„ეს არის ძალიან უმადური საქმე. მე არ მგონია, რომ იქ ადამიანები ვინმე კონკრეტული ერთი პიროვნების მოწოდების შედეგად იყვნენ აღმოჩენილი. ეს არის საერთო სახალხო პროცესი, მით უმეტეს, 26 ოქტომბერზე როდესაც ვსაუბრობთ, გიგა ბოკერიას პარტია საერთოდ არჩევნებში არ მონაწილეობდა. ამიტომ მისი აქცია ეს ვერ იქნებოდა. სახალხო პროცესია, რომელსაც ვერ ეყოლება სათავეში ვერცერთი კაცი, ვერცერთი ქალი. ეს არის პროცესი, რომელიც გამარჯვებით დასრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება ჯანსაღი ოპოზიციური ძალების სრული და აბსოლუტური კონსოლიდაცია.

 

მრავალათასიანი აქცია იყო. არსებობს აქციები, რომელიც შეიძლება იყოს ათიათასკაციანი, 15 000-კაციანი, 25 000-კაციანი, სიმწვავისა და პრობლემის აღქმის მიხედვით. არავითარი განსაკუთრებული ძალისხმევა არ იყო ამასთან დაკავშირებით ჩადებული. ეს იყო აქცია, რომელიც სწორედ ქართველი ხალხის ნების გამომხატველი იყო და ძალიან ბევრი ადამიანი, იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსი, აწარმოონ მრავალკვირიანი კამპანია, ამის მიუხედავად, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა, რადგან ეს პროცესი არ ეკუთვნის მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის, პირველ რიგში, საზოგადოებრივი პროცესი, რომელსაც უბრალოდ მომსახურება უნდა გაუწიონ რიგმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.





მსგავსი სიახლეები
საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პარტიად ჩამოყალიბდა
პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
"ქართული ოცნება" ყველა არჩევნებს იგებს "ნაციონალური მოძრაობის" შიშის ფაქტორის გამოყენებით, მალე გამოჩნდება, რამდენად ემსახურება სარჩელი "ნაცმოძრაობასთან" ბრძოლას-გიორგი შარაშიძე
,,შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია, სანამ ის იმ წესებითა და კანონებით ხდება,''- ნინო წილოსანი
,,ლევან ხაბეიშვილი ორი თვე რომ იჯდა საკანში ეტყობა რევოლუციონერის მძიმე ხვედრი არ მოეწონა''- თენგიზ შარმანაშვილი
,,სოლიდარობა ყველა ოპოზიციურ ძალას''- სალომე ზურაბიშვილი
ვაგრძელებთ წინააღმდეგობას, ამ ბრძოლაში გამოვიყენებთ სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე -ირაკლი კუპრაძე
არ გვაღელვებს რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწერილი არცერთი საკონსტიტუციო სარჩელი, პირიქით, ჩვენთვის პატივია, როდესაც რეჟიმი გკრძალავს-ანა წითლიძე
"დროას", "სტრატეგია აღმაშენებელს", "გირჩი–მეტი თავისუფლებას", "ევროპულ საქართველოს", "ფედერალისტებს", "რესპუბლიკურ პარტიას" ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ აქვთ და მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება-შალვა პაპუაშვილი
მისასალმებელია, რომ "გახარია საქართველოსთვის" წევრები შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას, მართალია დაგვიანებით, თუმცა ერთმა პარტიამ აღიარა ხალხის ნება, დემოკრატია-შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პოლიტიკური ასაკი -ტიერი ბერიშვილი, რამაზ პაპუაშვილი
გრძელდება რეალობის გაყალბების მცდელობა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით -ცესკო
,,ნაციონალური მოძრაობა" არ არის კონკრეტული ქაღალდი ან ბეჭედი იუსტიციის სამინისტროში''- ანა წითლიძე
,, საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია''- ირაკლი კირცხალია
"ალდეს" ლიდერები კაია კალასი და მარტა კოსი თვითმმართველობის არჩევნებს ყალბს უწოდებენ? ანუ გვეუბნებიან, რომ ვინც მონაწილეობა მიიღეთ, ნული ხართ და მნიშვნელობა აქვს შუშანა მაცაბერიძეს-შალვა პაპუაშვილი
"ლელოს" თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად-შალვა პაპუაშვილი
აგენტურა, მოღალატეები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ -კახა კალაძე
საპროტესტო აქციაზე რამდენი ადამიანი შეიკრიბება, საინტერესო არაა, მხარდაჭერა არ აქვთ, დამარცხებულები არიან, იმედი მაქვს, ბევრი გააცნოებიერებს, როგორ წირავენ მათ ციხისთვის -კახა კალაძე
ევრონესტის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არ მონაწილეობენ საქართველო და აზერბაიჯანი, ეს აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის ქცევაში რაღაც არასწორია-შალვა პაპუაშვილი
გიორგი გახარია ლენინივით ცდილობს გერმანიიდან რევოლუციების ორგანიზებას -შალვა პაპუაშვილი