იუნკერებმა დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის იუნკერებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისინი სწავლას საქართველოს დავით აღამშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გააგრძელებენ.

„საზეიმო ღონისძიებას აკადემიის ხელმძღვანელები, იუნკერების ოჯახების წევრები და ახლობლები დაესწრნენ. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ და იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურმა საგანმანათლებლო სისტემაში აკადემიის უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აკადემიის სტუდენტები, სამხედრო საქმის გარდა, სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ლიდერობას შეისწავლიან. დასასრულ, მათ იუნკერებს კურსის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

აკადემიის კაპელანმა, დეკანოზმა დავით კასრაძემ ფიცის დადების შემდეგ იუნკერები დალოცა, აკადემიის ხელმძღვანელობამ კი წარჩინებული იუნკერები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

იუნკერები თავდაცვის აკადემიაში ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად ჩაირიცხნენ. პირველ ეტაპზე მათ გაიარეს საწყისი საბრძოლო მომზადების 5-კვირიანი კურსი, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. მომდევნო 4-წლიანი სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
აშშ-ის მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 431 459.90 აშშ დოლარის ღირებულების გრანტს გამოუყოფს
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია 35 წლისაა
იუნკერებმა დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს
ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის იუბილე აღინიშნა
ნატომ თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა
"დღეს ჯარში არის საუკუთესო პირობები, რაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა" - ჯუანშერ ბურჭულაძე
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა
რა გარდატეხას მოახდენს Leopard-ის ტანკები უკრაინაში და რატომ გააღიზიანა რუსეთი ამ ტიპის ტანკების გამოჩენამ
გორის სამხედრო ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს თავდაცვის ძალებს სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა
სავალდებულო ჯარის გაწვევის გადავადება ერთი წლის განმავლობაში 10 000 ლარით განისაზღვრა
"ეს არის რევოლუციური ცვლილება"- ჯუანშერ ბურჭულაძე
რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს
„ქართულ ოცნებას“ არ მოსწონს ომბუდსმენობის კანდიდატები, რომლებიც რეალურად არიან დამოუკიდებელნი"
"მაქსიმალურად ვცდილობთ ჯარისკაცებისთვის კომფორტული პირობების შექმნას"- ჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადა 30 წლისაა
"დაველოდოთ პირველი განადგურებულის კადრებს" - გიგა ინაშვილი
"თუ ეს ფაქტი დაფიქსირდა, ომი ახალ ფაზაში გადავა" - რას აანონსებს სამხედრო ექსპერტი "ჯორჯიან თაიმსთან"
"რუს ჯარისკაცებს საწვავი და საკვები ეწურებათ" - BBC