მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი რაოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები დააკავეს

საქართველოს პროკურატურის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე დაკავებულია ოთხი პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ტურისტული კომპანიის „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა, 2024-2025 წლებში, საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით, ფიზიკური პირებისგან მასიურად მოახდინეს დიდი ოდენობით თანხის მობილიზება და 200-მდე დაზარალებულის კუთვნილი, დაახლოებით 1 მილიონი ლარი მოტყუებით მიისაკუთრეს ისე, რომ აღებული ვალდებულება არ შეასრულეს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს ბრალდებულთა მიერ მოტყუებული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისად დაზარალებულთა რაოდენობა და თაღლითურად დაუფლებული თანხების მოცულობა შესაძლოა, გაიზარდოს.

ასევე, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან ერთად გამოვლენილია კონკრეტული იურიდიული პირის 100% წილზე ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტი.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, „ზეკარის წყაროების“ წარმომადგენლებს, ფინანსური პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი, წილების დათმობა მოითხოვა. ნდობის მოსაპოვებლად, ბრალდებულმა, თავის მხრივ, სხვა დაზარალებულისაგან მოტყუებით დაუფლებული დიდი ოდენობით თანხიდან ნაწილობრივ დაფარა კომპანიის საბანკო დავალიანება და პარტნიორებს, 100%-იანი წილის გადაფორმება მოსთხოვა.

აღნიშნული ხერხით, ბრალდებულმა კომპანიის 100 %-იანი წილი ოჯახის წევრზე გადააფორმა, თავად კი არც საწარმოს საკრედიტო ვალდებულებები დაფარა დაორგანიზაციის 100%-იან წილსაც მოტყუებით დაეუფლა. შედეგად, იურიდიული პირის მესაკუთრეებს 1 500 000 ლარზე მეტის, ხოლო კიდევ ერთ დაზარალებულ პირს 163 000 ლარამდე ქონებრივი ზიანი მიადგათ.

ასევე, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაზარალებულს გაუფორმეს ე.წ. მოჩვენებითი ხელშეკრულება „სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ“. შეთანხმებისამებრ, დაზარალებულმა, კონკრეტული სამუშაოებისათვის განკუთვნილი 123 134 ლარი ბრალდებულებს გადასცა. ბრალდებულებმა, არ შეასრულეს ფორმალურად ნაკისრი ვალდებულება და მითითებული დიდი ოდენობის თანხა მიისაკუთრეს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე დაკავებულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3  ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისის პროკურატურაში შეიქმნა თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო.

აღნიშნული დანაყოფი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე საპროცესო ხელმძღვანელობას და შესაბამის სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას ახორციელებს“, – განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში.

საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ თაღლითობის საქმეების ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე გატარდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა
თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა დატოვა
მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავა
პროკურატურამ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
მადლობა ყველას, ვინც მოაწერა ხელი მიმართვას საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს "ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ" კონვენციის რატიფიცირების თაობაზე-ირაკლი ყანდაშვილი
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
პროკურატურამ თემქაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითორ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
ვინარჩუნებ ჩემს პოზიციას, ნამდვილად არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, სასამართლო დაადგენს ყველაფერს, როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში თვითონ თორნიკე რიჟვაძე გააკეთებს განცხადებას -ალექსი ახვლედიანი
მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი რაოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს
პროკურატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
სამართალდამცველებმა თემქაზე მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურ ოპერაციას და ურანის ამოღებას საერთაშორისო მედია ეხმიანება
შსს ინფორმაციას ავრცელებს
ქვემო ქართლის პოლიციამ მარიხუანას რეალიზაციის ფაქტზე 1 პირი დააკავა
35 წლამდე კაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
ანდრია ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ანდრია ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა