თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციულ ზონაში დემონტაჟი განახორციელა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო მშენებლობების შესაჩერებლად და სახელმწიფო თუ თვითმმართველის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცების აღსაკვეთად მახათას მთის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში სპეციალური ღონისძიება ჩაატარა - განხორციელდა აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო კაპიტალური მშენებლობების დემონტაჟი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქში გააქტიურდნენ ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც ახორციელებენ უკანონო მშნენებლობებს სახელმწიფო ტერიტორიების მიტაცების მიზნით. ასევე, ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული კანონდარღვევა ხორციელდება სარეკრეაციო და სატყეო ზონებში, რაც, ასევე, იწვევს უნიკალური მწვავე ნარგავების დაზიანებას და გაჩეხას.

მუნიციპალური ინსპექცია ინტენსიური მონიტორინგის მეშვეობით პრობლემური ლოკაციების გამოვლენის შემდეგ ქმედით ღონისძიებებს ახორციელებს უკანონო მშენებლობების და სარეკრეაციო/სატყეო ზონების მიტაცების აღსაკვეთად.

„დედაქალაქში იდენტიფიცირებული გვაქვს პრობლემური ტერიტორიები, სადაც ვგეგმავთ და ვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს უკანონო მშენებლობების აღკვეთისა და სარეკრეაციო თუ სატყეო ზონების დასაცავად. უკანონო მშენებლობა არ ნიშნავს მხოლოდ სახელმწიფო ტერიტორიის მიტაცებას და ქაოსურ განაშენიანებას, ამ  პროცესში ასევე ზიანდება და იჩეხება უნიკალური მწვანე ნარგავები, ნადგურდება   სარეკრეაციო და სატყეო ზონები. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ნუ მიიღებენ მონაწილეობას უკანონო საქმიანობაში. მუნიციპალური ინსპექცია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები  ყველა ასეთ შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებენ  და უზრუნველყოფენ სამართალდარღვევის ეფექტიანად აღკვეთას მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად", - განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,, მადლობას გიხდით ჩვენი შვილების აღზრდისა და სამშობლოს წინაშე გაწეული საქმიანობისთვის''- მიხეილ ყაველაშვილი
,,მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლისთვის ღირსეულ ანაზღაურებას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას''- მიხეილ ყაველაშვილი
,,განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს,''- ირაკლი კობახიძე
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციულ ზონაში დემონტაჟი განახორციელა
GM PHARMA-ს მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯი EU GMP-ის მისაღებად
27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,ისე ვიცხოვროთ, ისე ვილოცოთ, ისე ვიშრომოთ, რომ ჩვენი გული გავუხსნათ ღვთის სიტყვას''- მეუფე შიო მუჯირი
მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გარემოს ეროვნულმა სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
თბილისში დღეს საპროტესტი მსვლელობა - "ბოლომდე, გამარჯვებამდე” გაიმართება
კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც თემქაზე მძიმედ დაჭრეს
25 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
გამოცხადდა ფონდისა და ჰელმჰოლცის ცენტრის (იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრი (HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრი (GSI) )ერთობლივი საგრანტო კონკურსი
დიასპორისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერების მიზნით ახალი ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
სახაროვის პრემიის მინიჭება მზია ამაღლობელისა და ანდრეი პოჩობუტისთვის ძლიერი სიგნალია ყველა ჟურნალისტისთვის, რომლებიც სიმართლის უშიშრად თქმისთვის არიან დაპატიმრებული -გერმანიის საგარეო უწყება
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს
23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი