ევრონესტის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არ მონაწილეობენ საქართველო და აზერბაიჯანი, ეს აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის ქცევაში რაღაც არასწორია-შალვა პაპუაშვილი
ის ფაქტი, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და მასში მონაწილეობას არ იღებენ აზერბაიჯანი და საქართველო, აჩვენებს, რომ რაღაც არასწორია ევროპარლამენტის ქცევაში, ჩვენ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ევრონესტი არის ევროპარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და დიალოგის პლატფორმა, რომლის მიზანია ევროპარლამენტსა და ამ ქვეყნების პარლამენტებს შორის სხვადასხვა საკითხის განხილვა. ის ფაქტი, რომ ევრონესტის ამ სხდომაზე მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ორი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, თავად მასპინძელი სომხეთი და, მის გარდა, უკრაინა, ესეც აჩვენებს თავისთავად, რომ რაღაც არ ხდება სწორად ევროპარლამენტის მხრიდან. მათ შორის ის ფაქტი, რომ ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა - აზერბაიჯანი და საქართველო არ იღებს მონაწილეობას ამ სხდომაში. თავად ეს ფაქტი აჩვენებს, რომ არასწორია ქცევა", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, რაც შეეხება ევრონესტის სხდომაზე მიწვეულ პოლიტიკოსებს, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სინამდვილეში „ენჯეოშნიკების" საფარქვეშ ჰყავთ მიწვეული „ნაციონალური მოძრაობის", „ლელოს", „ევროპული საქართველოს", „დროას" პარტიის წევრები.
„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მიწვეული პირებიდან თითქმის ყველანი არიან პარტიის წევრები, ბოკუჩავა და ა.შ. ასე რომ, აბსოლუტურ სიცრუესთან გვაქვს საქმე, როდესაც ახლა „ენჯეოშნიკების" კვოტით „ნაცების" წარმომადგენლები ჰყავთ მიწვეული. სინამდვილეში, ევრონესტის ევროპარლამენტის მხარე გვაჩვენებს და მიუთითებს ქართველებს, ვის თვლიან ისინი საქართველოს წარმომადგენლად. ხმად თვლიან „ნაცმოძრაობას" საქართველოს წარმომადგენლებად.
ამის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, რასა იუკნევიჩიენე და მისი მტრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ცნობილია. გასაკვირი არ არის, რომ „ნაცმოძრაობასთან" ჩახუტებული რასა იუკნევიჩიენე „ენჯეოშნიკების" საფარქვეშ იწვევს „ნაცებს" ევრონესტზე, რაც სირცხვილია", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ჩანს, რომ ეს გავლენა, პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური მიდრეკილებები, რაც ევროპარლამენტშია, ხელისგულზე დევს.
„ევრონესტის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, თუმცა არ ჩადიან საქართველო და აზერბაიჯანი. ესეც აჩვენებს, რომ რაღაც არასწორია ევროპარლამენტის ქცევაში. ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ. იმ მტრულ რიტორიკას, რომელიც ზოგიერთ ევროპარლამენტარს, განსაკუთრებით ევრონესტის ხელმძღვანელობაში მყოფ პირებს აქვთ როგორც ქართველი ხალხის, ისე ხელისუფლების მიმართ, რა თქმა უნდა, ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ. მათ შორის, ვერ მივიღებთ მონაწილეობას იმ ფარსში, სადაც „ენჯეოშიკებად" ჰყავთ გაფორმებული ბოკუჩავა, გეგელია და მსგავსი პოლიტიკოსები.
სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტარდება ევრონესტის ეგიდით შეხვედრა, რომელსაც აზერბაიჯანი და საქართველო არ ესწრებიან. მგონი, აქ თავად ევრონესტი აღწევს საკუთარი თავის იზოლაციას აღმოსავლეთ პარტნიორობისგან და უნდათ, რეგიონული პოლიტიკა აეწყოს მათ პოლიტიკურ გემოვნებაზე. რასა იუკნევიჩიენესთვის ვინაიდან ნახევრად ღმერთი არის მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა", ამაზე უნდა აეწყოს მათი რეგიონული პოლიტიკა, რაც სამწუხაროა.
გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიენე ასე რომ იქცევა, ამაში გასაკვირი არაფერია. ევროპარლამენტში საბჭოთა სტილის ნაბიჯებს ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვაკვირდებით, რაც ხედავთ, რომ არის გავლენა პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური ქვეყნებისა, რომლებიც რატომღაც ფიქრობენ, რომ უნდა ჰქონდეთ მეურვეობა ქართველ ხალხზე. არ ვიცი, რატომ ფიქრობენ ასე. თუმცა, ჩანს, რომ ეს გავლენა, პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური მიდრეკილებები, რაც ევროპარლამენტშია, ხელისგულზე დევს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილმა განმარტა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო.
მსგავსი სიახლეები
საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პარტიად ჩამოყალიბდა
პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
"ქართული ოცნება" ყველა არჩევნებს იგებს "ნაციონალური მოძრაობის" შიშის ფაქტორის გამოყენებით, მალე გამოჩნდება, რამდენად ემსახურება სარჩელი "ნაცმოძრაობასთან" ბრძოლას-გიორგი შარაშიძე
,,შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია, სანამ ის იმ წესებითა და კანონებით ხდება,''- ნინო წილოსანი
,,ლევან ხაბეიშვილი ორი თვე რომ იჯდა საკანში ეტყობა რევოლუციონერის მძიმე ხვედრი არ მოეწონა''- თენგიზ შარმანაშვილი
,,სოლიდარობა ყველა ოპოზიციურ ძალას''- სალომე ზურაბიშვილი
ვაგრძელებთ წინააღმდეგობას, ამ ბრძოლაში გამოვიყენებთ სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე -ირაკლი კუპრაძე
არ გვაღელვებს რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწერილი არცერთი საკონსტიტუციო სარჩელი, პირიქით, ჩვენთვის პატივია, როდესაც რეჟიმი გკრძალავს-ანა წითლიძე
"დროას", "სტრატეგია აღმაშენებელს", "გირჩი–მეტი თავისუფლებას", "ევროპულ საქართველოს", "ფედერალისტებს", "რესპუბლიკურ პარტიას" ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ აქვთ და მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება-შალვა პაპუაშვილი
მისასალმებელია, რომ "გახარია საქართველოსთვის" წევრები შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას, მართალია დაგვიანებით, თუმცა ერთმა პარტიამ აღიარა ხალხის ნება, დემოკრატია-შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პოლიტიკური ასაკი -ტიერი ბერიშვილი, რამაზ პაპუაშვილი
გრძელდება რეალობის გაყალბების მცდელობა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით -ცესკო
,,ნაციონალური მოძრაობა" არ არის კონკრეტული ქაღალდი ან ბეჭედი იუსტიციის სამინისტროში''- ანა წითლიძე
,, საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია''- ირაკლი კირცხალია
"ალდეს" ლიდერები კაია კალასი და მარტა კოსი თვითმმართველობის არჩევნებს ყალბს უწოდებენ? ანუ გვეუბნებიან, რომ ვინც მონაწილეობა მიიღეთ, ნული ხართ და მნიშვნელობა აქვს შუშანა მაცაბერიძეს-შალვა პაპუაშვილი
"ლელოს" თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად-შალვა პაპუაშვილი
აგენტურა, მოღალატეები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ -კახა კალაძე
საპროტესტო აქციაზე რამდენი ადამიანი შეიკრიბება, საინტერესო არაა, მხარდაჭერა არ აქვთ, დამარცხებულები არიან, იმედი მაქვს, ბევრი გააცნოებიერებს, როგორ წირავენ მათ ციხისთვის -კახა კალაძე
ევრონესტის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არ მონაწილეობენ საქართველო და აზერბაიჯანი, ეს აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის ქცევაში რაღაც არასწორია-შალვა პაპუაშვილი
გიორგი გახარია ლენინივით ცდილობს გერმანიიდან რევოლუციების ორგანიზებას -შალვა პაპუაშვილი