აგენტურა, მოღალატეები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ -კახა კალაძე

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ აგენტურა, მოღალატეები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან და ასრულებენ გარე ძალების დავალებას, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ, - ამის თაობაზე დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთანავე, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული პოლიტიკა ძალიან მძიმე აღმოჩნდა ქვეყნისთვის და ეს ტრაგედია დღემდე მოუშუშებელია.

„პარტიების აკრძალვას რაც შეეხება, ხედავთ თუ რა პროცესები მიმდინარეობს. ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იმართებიან გარედან, ახორციელებენ გარე დავალებების შესრულებას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა.

კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკა ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი ტრაგედია და სიმძიმეა, რომელიც დღესაც არ მოგვიშუშებია, ავიღოთ თუნდაც 2008 წლის ომი.

არსებობს ძალიან ბევრი კითხვა იმ გადაწყვეტილებებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ეს ადამიანები, ხელისუფლებაში ყოფნისას ახორციელებდნენ. შესაბამისად, ამ კითხვებს სჭირდება პასუხის გაცემა", - განაცხადა თბილისის მერმა.

შეკითხვაზე, როდის შევა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება როდესაც მიღებული იქნება, ამის თაობაზე განცხადება გაკეთდება.

 

 





მსგავსი სიახლეები
საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პარტიად ჩამოყალიბდა
პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
"ქართული ოცნება" ყველა არჩევნებს იგებს "ნაციონალური მოძრაობის" შიშის ფაქტორის გამოყენებით, მალე გამოჩნდება, რამდენად ემსახურება სარჩელი "ნაცმოძრაობასთან" ბრძოლას-გიორგი შარაშიძე
,,შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია, სანამ ის იმ წესებითა და კანონებით ხდება,''- ნინო წილოსანი
,,ლევან ხაბეიშვილი ორი თვე რომ იჯდა საკანში ეტყობა რევოლუციონერის მძიმე ხვედრი არ მოეწონა''- თენგიზ შარმანაშვილი
,,სოლიდარობა ყველა ოპოზიციურ ძალას''- სალომე ზურაბიშვილი
ვაგრძელებთ წინააღმდეგობას, ამ ბრძოლაში გამოვიყენებთ სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე -ირაკლი კუპრაძე
არ გვაღელვებს რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწერილი არცერთი საკონსტიტუციო სარჩელი, პირიქით, ჩვენთვის პატივია, როდესაც რეჟიმი გკრძალავს-ანა წითლიძე
"დროას", "სტრატეგია აღმაშენებელს", "გირჩი–მეტი თავისუფლებას", "ევროპულ საქართველოს", "ფედერალისტებს", "რესპუბლიკურ პარტიას" ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ აქვთ და მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება-შალვა პაპუაშვილი
მისასალმებელია, რომ "გახარია საქართველოსთვის" წევრები შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას, მართალია დაგვიანებით, თუმცა ერთმა პარტიამ აღიარა ხალხის ნება, დემოკრატია-შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პოლიტიკური ასაკი -ტიერი ბერიშვილი, რამაზ პაპუაშვილი
გრძელდება რეალობის გაყალბების მცდელობა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით -ცესკო
,,ნაციონალური მოძრაობა" არ არის კონკრეტული ქაღალდი ან ბეჭედი იუსტიციის სამინისტროში''- ანა წითლიძე
,, საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია''- ირაკლი კირცხალია
"ალდეს" ლიდერები კაია კალასი და მარტა კოსი თვითმმართველობის არჩევნებს ყალბს უწოდებენ? ანუ გვეუბნებიან, რომ ვინც მონაწილეობა მიიღეთ, ნული ხართ და მნიშვნელობა აქვს შუშანა მაცაბერიძეს-შალვა პაპუაშვილი
"ლელოს" თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად-შალვა პაპუაშვილი
აგენტურა, მოღალატეები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ -კახა კალაძე
საპროტესტო აქციაზე რამდენი ადამიანი შეიკრიბება, საინტერესო არაა, მხარდაჭერა არ აქვთ, დამარცხებულები არიან, იმედი მაქვს, ბევრი გააცნოებიერებს, როგორ წირავენ მათ ციხისთვის -კახა კალაძე
ევრონესტის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არ მონაწილეობენ საქართველო და აზერბაიჯანი, ეს აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის ქცევაში რაღაც არასწორია-შალვა პაპუაშვილი
გიორგი გახარია ლენინივით ცდილობს გერმანიიდან რევოლუციების ორგანიზებას -შალვა პაპუაშვილი