,,განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს,''- ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე - განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს, სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურებიან ჩვენი ძვირფასი პედაგოგები, რომლებსაც მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს. სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურებიან ჩვენი ძვირფასი პედაგოგები, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის მოწოდება და სამშობლოსადმი ღირსეული მსახურება. „მინდა მოგილოცოთ მასწავლებლის ეროვნული დღე. სიმბოლურია, რომ ამ დღეს ჩვენი უდიდესი განმანათლებლის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღვნიშნავთ. განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს. სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურებიან ჩვენი ძვირფასი პედაგოგები, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის. მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის მოწოდება და სამშობლოსადმი ყველაზე ღირსეული მსახურება. საზოგადოება თქვენ განდობთ ყველაზე მთავარ საგანძურს ჩვენს მომავალ თაობას. თქვენ მათ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებთ, უმთავრეს ეროვნულ ღირებულებებს უნერგავთ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტ მოქალაქეებად ზრდით", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი. „ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი და ამავდროულად ვალდებულებაა, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენს მიერ ახლახან დაანონსებულ განათლების სისტემის მასშტაბურ რეფორმასა და ამ მიმართულებით გადადგმულ კიდევ სხვა არაერთ ნაბიჯთან ერთად, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მასწავლებლის ეროვნული პრემიაც, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან თქვენი უდიდესი ამაგის მოკრძალებული აღიარებაა. განსაკუთრებით მიხარია, რომ წელს, სამინისტროს ინიციატივით, ეს აღიარება კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. ეროვნული პრემიის ათი ლაურეატის გარდა, ჩვენ გამოვავლინეთ და ადგილზე დავაჯილდოვეთ ღვაწლმოსილი მასწავლებლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ გვსურს, რომ თითოეულმა პედაგოგმა, დედაქალაქში თუ რეგიონში, იგრძნოს სახელმწიფოს თანადგომა და მხარდაჭერა. დღეს ეროვნული პრემიის ლაურეატებს ასევე გადაეცემათ სამკერდე ნიშანი, რომელზეც გელათის აკადემიის სიმბოლოა გამოსახული. ეს სიმბოლო ძალიან ზუსტად ასახავს თქვენს მისიას - თქვენ ხართ ჩვენი უდიდესი საგანმანათლებლო ტრადიციების გამგრძელებლები და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტი.





მსგავსი სიახლეები
28 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
28 ოქტომბერს ბარაქის ხატის დღესასწაულია - რა ლოცვა უნდა წარმოვთქვათ ბარაქის ღვთისმშობლის ხატთან
მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი 10 პედაგოგს გადაეცა
,, მადლობას გიხდით ჩვენი შვილების აღზრდისა და სამშობლოს წინაშე გაწეული საქმიანობისთვის''- მიხეილ ყაველაშვილი
,,მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლისთვის ღირსეულ ანაზღაურებას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას''- მიხეილ ყაველაშვილი
,,განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს,''- ირაკლი კობახიძე
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციულ ზონაში დემონტაჟი განახორციელა
GM PHARMA-ს მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯი EU GMP-ის მისაღებად
27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,ისე ვიცხოვროთ, ისე ვილოცოთ, ისე ვიშრომოთ, რომ ჩვენი გული გავუხსნათ ღვთის სიტყვას''- მეუფე შიო მუჯირი
მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გარემოს ეროვნულმა სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
თბილისში დღეს საპროტესტი მსვლელობა - "ბოლომდე, გამარჯვებამდე” გაიმართება
კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც თემქაზე მძიმედ დაჭრეს
25 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
გამოცხადდა ფონდისა და ჰელმჰოლცის ცენტრის (იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრი (HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრი (GSI) )ერთობლივი საგრანტო კონკურსი
დიასპორისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერების მიზნით ახალი ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
სახაროვის პრემიის მინიჭება მზია ამაღლობელისა და ანდრეი პოჩობუტისთვის ძლიერი სიგნალია ყველა ჟურნალისტისთვის, რომლებიც სიმართლის უშიშრად თქმისთვის არიან დაპატიმრებული -გერმანიის საგარეო უწყება