ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ - მთავრობის ახალ შემადგენლობას დედაქალაქის საკრებულო კენჭს რამდენიმე დღეში უყრის

ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ, მთავრობის ახალ შემადგენლობას კი დედაქალაქის საკრებულო კენჭს რამდენიმე დღეში უყრის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მთავრობის წევრებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.

„ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს შეუჩერდებათ უფლებამოსილება, ვიდრე საკრებულოს ახალი შემადგენლობა არ შეიკრიბება და არ მოხდება მთავრობის წევრების დამტკიცება. 2021 წელს მოსახლეობის მიერ გამოცხადებული ნდობა, ოთწლიანი პერიოდი ხვალ იწურება. პარასკევს, 31 ოქტომბერს საკრებულოში კიდევ ერთხელ წარვადგენთ ჩვენს ხედვას, კონკრეტულ პროექტებს, გეგმებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება. ალბათ, ოპონენტებსაც კი გაუჭირდებათ არ დამეთანხმონ იმაში, რომ ბოლო წლებში უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ დედაქალაქში, რამაც ჩვენი თბილისი აქცია ბევრად მწვანე, ბევრად კომფორტულ, მოწესრიგებულ და განვითარებულ ქალაქად. ამაში, რასაკვირველია, დიდია თბილისის მთავრობის თითოეული წევრის წვლილი, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ. ასევე, მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მოსახლეობას არჩევნებზე გამოცხადებული ნდობისთვის.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას, თითოეულ ამომრჩეველს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოცხადებული ნდობისთვის. მზად ვართ, თავდაუზოგავად ვემსახუროთ ჩვენს თბილისს, თბილისელებს, განვახორციელოთ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, დედაქალაქში უამრავი გამოწვევა რჩება. მომდევნო ოთხი წელი განსაკუთრებული იქნება, გაგრძელდება შრომა იმისთვის, რომ თბილისი კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ. სამომავლოდ დაგეგმილ მასშტაბურ და ამბიციურ პროექტებზე ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.





მსგავსი სიახლეები
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის - ცერნის (CERN) მეცნიერებს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი იუნესკო-ს გენერალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
„ლელო“ იბრძოლებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, რათა საქართველო არასოდეს დაბრუნდეს საბჭოთა წარსულში
,,ვრცელდება მცდარი ინფორმაციის შემცველი გზავნილები''- შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
AI და მომავლის უნარები - GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა
ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ - მთავრობის ახალ შემადგენლობას დედაქალაქის საკრებულო კენჭს რამდენიმე დღეში უყრის
28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,, უსამშობლოების ნაკარნახევ და იუკნევიჩიენეს მიერ დაორგანიზებულ სამიტში მონაწილეობას არ მივიღებთ''- ირაკლი კირცხალია ევრონესტზე
საფრანგეთში ყოფილმა ქმარმა ქართველი ქალი მოკლა
27 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
აშშ და ჩინეთი ვაჭრობის ჩარჩოს შესახებ შეთანხმდნენ
ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლუვრის გაძარცვის საქმეზე ორი ეჭვმიტანილი დააკავეს
26 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
,,შვედეთის სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულ მიგრანტს ქვეყანაში დარჩენის ნება მისცა''- Economictimes
26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
26 ოქტომბერს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღინიშნება
25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,ნიურნბერგს ნაცისტური პარტია რომ არ აეკრძალა, გერმანია ვერ განვითარდებოდა!''- გურამ მაჭარაშვილი
აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის წესით წარუდგინა