მისასალმებელია, რომ "გახარია საქართველოსთვის" წევრები შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას, მართალია დაგვიანებით, თუმცა ერთმა პარტიამ აღიარა ხალხის ნება, დემოკრატია-შალვა პაპუაშვილი

მისასალმებელია, რომ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრები იმყოფებიან პლენარულ სხდომათა დარბაზში და შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


პაპუაშვილის თქმით, მართალია დაგვიანებით, თუმცა ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, პარტიამ აღიარა ხალხის ნება და აღიარა დემოკრატია.


„დღეს პარლამენტის წევრები, პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრები იმყოფებიან პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ, რაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც, მათ შორის, საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტს მრავალჯერ აქვს გავლილი. 2016 წელს იყო მცდელობა, არჩევნების შედეგების არაღიარებისა, თუმცა ბოლოს, მოუწია ყველას არჩევნების, ხალხის ნების აღიარება და პარლამენტში საქმიანობის შესრულება. 2020 წელს ვნახეთ მცდელობა, რომ არ ეღიარებინათ არჩევნების შედეგები. ერთი წელი დასჭირდა ზოგიერთს, ზოგს ნახევარი წელი, რათა გაეაზრებინა, რომ ხალხის ნებას ვერ გაექცეოდა და ბოლოს შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას. 2024 წელსაც ჩვენ ვიხილეთ იგივე მცდელობა, რეალობისთვის და ხალხის ნებისთვის თვალის არიდებისა.


მისასალმებელია, მართალია, დაგვიანებით, ერთ წლის თავზე, თუმცა ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, პარტიამ აღიარა ხალხის ნება, აღიარა დემოკრატია და შეუდგა სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა პარტიამ უკან დასახევი ხიდები დაიწვა და შეიძლება, დღეს ძალიან უნდოდეთ პარლამენტში ყოფნა, თუმცა ამის შესაძლებლობა თავად მოუსპეს საკუთარ ამომრჩეველს, რომ მათი ხმა გაჟღერდეს პარლამენტში.
მივესალმები ჩვენს კოლეგებს, რომლებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას. თქვენთან დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია დეპუტატის ფიცი, რომლის დადებაც ერთი წლით დაგაგვიანდათ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ამიტომ, გთხოვთ, ფიცს მოაწეროთ ხელი და შემდეგ გადასცეთ საორგანიზაციო დეპარტამენტს, იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტს, რათა შენახული იყოს თქვენი სადეპუტატო ფიცი პარლამენტში", - განაცხადა პაპუაშვილმა.


 პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრები დღეს პარლამენტში მივიდნენ. „გახარია საქართველოსთვის" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების თაობაზე 20 ოქტომბერს განაცხადა. პარტიაში აღნიშნეს, რომ პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე.


ამასთან, 26 ოქტომბერს პარტიის „გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა, რუსუდან თევზაძემ განაცხადა, რომ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატზე და ტოვებს პარტიას. 





მსგავსი სიახლეები
საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პარტიად ჩამოყალიბდა
პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
"ქართული ოცნება" ყველა არჩევნებს იგებს "ნაციონალური მოძრაობის" შიშის ფაქტორის გამოყენებით, მალე გამოჩნდება, რამდენად ემსახურება სარჩელი "ნაცმოძრაობასთან" ბრძოლას-გიორგი შარაშიძე
,,შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია, სანამ ის იმ წესებითა და კანონებით ხდება,''- ნინო წილოსანი
,,ლევან ხაბეიშვილი ორი თვე რომ იჯდა საკანში ეტყობა რევოლუციონერის მძიმე ხვედრი არ მოეწონა''- თენგიზ შარმანაშვილი
,,სოლიდარობა ყველა ოპოზიციურ ძალას''- სალომე ზურაბიშვილი
ვაგრძელებთ წინააღმდეგობას, ამ ბრძოლაში გამოვიყენებთ სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე -ირაკლი კუპრაძე
არ გვაღელვებს რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწერილი არცერთი საკონსტიტუციო სარჩელი, პირიქით, ჩვენთვის პატივია, როდესაც რეჟიმი გკრძალავს-ანა წითლიძე
"დროას", "სტრატეგია აღმაშენებელს", "გირჩი–მეტი თავისუფლებას", "ევროპულ საქართველოს", "ფედერალისტებს", "რესპუბლიკურ პარტიას" ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ აქვთ და მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება-შალვა პაპუაშვილი
მისასალმებელია, რომ "გახარია საქართველოსთვის" წევრები შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას, მართალია დაგვიანებით, თუმცა ერთმა პარტიამ აღიარა ხალხის ნება, დემოკრატია-შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პოლიტიკური ასაკი -ტიერი ბერიშვილი, რამაზ პაპუაშვილი
გრძელდება რეალობის გაყალბების მცდელობა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით -ცესკო
,,ნაციონალური მოძრაობა" არ არის კონკრეტული ქაღალდი ან ბეჭედი იუსტიციის სამინისტროში''- ანა წითლიძე
,, საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია''- ირაკლი კირცხალია
"ალდეს" ლიდერები კაია კალასი და მარტა კოსი თვითმმართველობის არჩევნებს ყალბს უწოდებენ? ანუ გვეუბნებიან, რომ ვინც მონაწილეობა მიიღეთ, ნული ხართ და მნიშვნელობა აქვს შუშანა მაცაბერიძეს-შალვა პაპუაშვილი
"ლელოს" თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად-შალვა პაპუაშვილი
აგენტურა, მოღალატეები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ -კახა კალაძე
საპროტესტო აქციაზე რამდენი ადამიანი შეიკრიბება, საინტერესო არაა, მხარდაჭერა არ აქვთ, დამარცხებულები არიან, იმედი მაქვს, ბევრი გააცნოებიერებს, როგორ წირავენ მათ ციხისთვის -კახა კალაძე
ევრონესტის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არ მონაწილეობენ საქართველო და აზერბაიჯანი, ეს აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის ქცევაში რაღაც არასწორია-შალვა პაპუაშვილი
გიორგი გახარია ლენინივით ცდილობს გერმანიიდან რევოლუციების ორგანიზებას -შალვა პაპუაშვილი