ვეტყვი მეუფე შიოს, მამა ანდრიას და მამა მიქაელს, რომ მე ჯვრის გარეშეც დავიცავ ეკლესიას-დოროთე ყურაშვილი
ეკლესია ინგრევა. მწვალებლობა, ეს არის ეკლესიისთვის საშინელება. მეუფე სტეფანე ტრაქტორიდან გადმოსვეს, დასვეს ეპისკოპოსის სკამზე, კვერთხი მისცეს ხელში, იმ კვერთხზე გველები ახატია და იძახის, ეს ურჩხულებია და ჯვარს ებრძვისო, არადა, ეს არის სიმბოლო ქრისტესი, მოსემ რომ სპილენძის გველი აღამაღლა, იმის სიმბოლოა, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა, დოროთე ყურაშვილმა, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა" განაცხადა.
ყურაშვილის თქმით, მეუფე სტეფანეს ზოგიერთი მღვდელი აჰყვა და მას გველს ეძახიან, თუმცა, არქიმანდრიტი მიიჩნევს, რომ ეს მღვდლები უვიცები არიან და რაც უნდათ, შეუძლიათ ის უწოდონ.
ამასთან, დოროთე ყურაშვილი აცხადებს, რომ ეკლესიის დამცველი მარტო თავად ყოფილა, ვინაიდან, ეკლესიაში მწვალებლობის გავრცელების პარალელურად, პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო, "არხეინად არის".
"[მეუფე სტეფანეს] კვერთხი დააკავებინეს, ეს უმნიშვნელოვანესი კვერთხია, წირვის და ეპისკოპოსი იძახის, ეს გველეშაპები ებრძვის ამ ჯვარს და ვერ ერევა ჯვარსო. ეს მწვალებლობა არ არის, ეს არის უვიცობა, მაგრამ იქ, ზიარებაზე რასაც ასწავლის, იმას შეუძლია ერის დაღუპვა, ქრისტიანობის მოსპობა შეუძლია. ამიტომ ვიძახი, ეს კაცი დაიბარეთ, გამოასწორებინეთ. მარტო ის ათქმევინეთ, რომ რაც დოროთემ თქვა, ის სწორია, თქვას ეგ, არ მინდა ბოდიშიც, რომ ხალხმა გაიგოს, იმიტომ, რომ ვიღაცები აყვნენ, მღვდლები და მე მეძახიან გველს. რაც გინდათ, ის მეძახონ, ის მღვდლები ჩემთვის უვიცები არიან, მაგრამ, იმას ხომ ხალხი ჰყავს და ვრცელდება მწვალებლობა. მეუფე შიო არხეინად არის და მამა მიქაელი მეუბნება, შენ შემოიტანე სინოდზე და შეიძლება განიხილონო - მე უნდა შევიტანო და მე ვყოფილვარ მარტო ეკლესიის დამცველი. კი ბატონო, მე თუ ვარ მარტო ეკლესიის დამცველი, მე ვეტყვი მეუფე შიოს, მამა ანდრიას და მამა მიქაელს, რომ მე ჯვრის გარეშეც დავიცავ ეკლესიას, ჯვრითაც დავიცავ - ვგულისხმობ ჩემს მღვდლობას და ეს რომ ამხსნან ზეგ, მე მაინც დავიცავ ეკლესიას და მათ არ გავანადგურებინებ საქართველოს ეკლესიას და არც იმ ხალხს, რომლებსაც სატანისტებს ეძახიან." - განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
ეპარქიულ კომისიაზე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ დაკმაყოფილდება-საპატრიარქო
ვეტყვი მეუფე შიოს, მამა ანდრიას და მამა მიქაელს, რომ მე ჯვრის გარეშეც დავიცავ ეკლესიას-დოროთე ყურაშვილი
უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ
პირველი ნოემბრიდან N306 მარშრუტზე 20 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს
28 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
28 ოქტომბერს ბარაქის ხატის დღესასწაულია - რა ლოცვა უნდა წარმოვთქვათ ბარაქის ღვთისმშობლის ხატთან
მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი 10 პედაგოგს გადაეცა
,, მადლობას გიხდით ჩვენი შვილების აღზრდისა და სამშობლოს წინაშე გაწეული საქმიანობისთვის''- მიხეილ ყაველაშვილი
,,მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლისთვის ღირსეულ ანაზღაურებას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას''- მიხეილ ყაველაშვილი
,,განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს,''- ირაკლი კობახიძე
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციულ ზონაში დემონტაჟი განახორციელა
GM PHARMA-ს მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯი EU GMP-ის მისაღებად
27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,ისე ვიცხოვროთ, ისე ვილოცოთ, ისე ვიშრომოთ, რომ ჩვენი გული გავუხსნათ ღვთის სიტყვას''- მეუფე შიო მუჯირი
მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გარემოს ეროვნულმა სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
თბილისში დღეს საპროტესტი მსვლელობა - "ბოლომდე, გამარჯვებამდე” გაიმართება
კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც თემქაზე მძიმედ დაჭრეს
25 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი