ვაგრძელებთ წინააღმდეგობას, ამ ბრძოლაში გამოვიყენებთ სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე -ირაკლი კუპრაძე
რუსული რეჟიმისა და „ქართული ოცნების“ პირისპირ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო და პრინციპული. არ არსებობს სხვა გზა, რომელიც გამოგვიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან, – ამის შესახებ პარტიის „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მიიღო ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები.
„ანტიეროვნულმა და ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა, აკრძალოს პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, პოლიტიკური კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“, რომელმაც ამ წლების განმავლობაში გაატარა საქართველოს მოქალაქეების მთავარი და ძირითადი ინტერესი – პოლიტიკაში დაბრუნდეს ქართველი ხალხის ხმა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. რუსულ რეჟიმს დავალება აქვს, ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, მათ შორის, კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ სახით. ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას. გუშინ შევიტანეთ კონსტიტუციური სარჩელი იმ ანტიკონსტიტუციური მუხლების წინააღმდეგ, რაც არის პოლიტიკური პარტიების აკრძალვა“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მისი თქმით, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ყველა წარმომადგენელი აცხადებს, რომ წინააღმდეგობა რუსული რეჟიმის და „ქართული ოცნების“ პირისპირ იქნება უკომპრომისო და პრინციპული.
„არ არსებობს სხვა გზა, რომელიც გამოგვიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან. „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილს, მის პოლიტიკურ დამნაშავეებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მიიღეს ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები. ჩვენ დღეს აქ დგომით და თქვენთან, მოქალაქეებთან პოლიტიკური კომუნიკაციით, საუბრით, ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, ვიდრე არ იქნება მიღწეული გამარჯვება. გამარჯვება, რასაც იმსახურებენ საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი – ეს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასრულება და ამ ბრძოლაში გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ვიბრძოლებთ ბოლომდე და აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების, „ხალხის ძალის“ და „ევროპელი სოციალისტების“ ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. ეს პარტიებია: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.
მსგავსი სიახლეები
საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პარტიად ჩამოყალიბდა
პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
"ქართული ოცნება" ყველა არჩევნებს იგებს "ნაციონალური მოძრაობის" შიშის ფაქტორის გამოყენებით, მალე გამოჩნდება, რამდენად ემსახურება სარჩელი "ნაცმოძრაობასთან" ბრძოლას-გიორგი შარაშიძე
,,შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია, სანამ ის იმ წესებითა და კანონებით ხდება,''- ნინო წილოსანი
,,ლევან ხაბეიშვილი ორი თვე რომ იჯდა საკანში ეტყობა რევოლუციონერის მძიმე ხვედრი არ მოეწონა''- თენგიზ შარმანაშვილი
,,სოლიდარობა ყველა ოპოზიციურ ძალას''- სალომე ზურაბიშვილი
ვაგრძელებთ წინააღმდეგობას, ამ ბრძოლაში გამოვიყენებთ სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე -ირაკლი კუპრაძე
არ გვაღელვებს რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწერილი არცერთი საკონსტიტუციო სარჩელი, პირიქით, ჩვენთვის პატივია, როდესაც რეჟიმი გკრძალავს-ანა წითლიძე
"დროას", "სტრატეგია აღმაშენებელს", "გირჩი–მეტი თავისუფლებას", "ევროპულ საქართველოს", "ფედერალისტებს", "რესპუბლიკურ პარტიას" ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ აქვთ და მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება-შალვა პაპუაშვილი
მისასალმებელია, რომ "გახარია საქართველოსთვის" წევრები შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას, მართალია დაგვიანებით, თუმცა ერთმა პარტიამ აღიარა ხალხის ნება, დემოკრატია-შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პოლიტიკური ასაკი -ტიერი ბერიშვილი, რამაზ პაპუაშვილი
გრძელდება რეალობის გაყალბების მცდელობა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით -ცესკო
,,ნაციონალური მოძრაობა" არ არის კონკრეტული ქაღალდი ან ბეჭედი იუსტიციის სამინისტროში''- ანა წითლიძე
,, საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია''- ირაკლი კირცხალია
"ალდეს" ლიდერები კაია კალასი და მარტა კოსი თვითმმართველობის არჩევნებს ყალბს უწოდებენ? ანუ გვეუბნებიან, რომ ვინც მონაწილეობა მიიღეთ, ნული ხართ და მნიშვნელობა აქვს შუშანა მაცაბერიძეს-შალვა პაპუაშვილი
"ლელოს" თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად-შალვა პაპუაშვილი
აგენტურა, მოღალატეები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ -კახა კალაძე
საპროტესტო აქციაზე რამდენი ადამიანი შეიკრიბება, საინტერესო არაა, მხარდაჭერა არ აქვთ, დამარცხებულები არიან, იმედი მაქვს, ბევრი გააცნოებიერებს, როგორ წირავენ მათ ციხისთვის -კახა კალაძე
ევრონესტის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არ მონაწილეობენ საქართველო და აზერბაიჯანი, ეს აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის ქცევაში რაღაც არასწორია-შალვა პაპუაშვილი
გიორგი გახარია ლენინივით ცდილობს გერმანიიდან რევოლუციების ორგანიზებას -შალვა პაპუაშვილი