,,ვრცელდება მცდარი ინფორმაციის შემცველი გზავნილები''- შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით ,,საინფორმაციო ქოლ-ცენტრი 11808“ მიერ, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება მცდარი ინფორმაციის შემცველი გზავნილები, თითქოს ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციისწარდგენის შესაძლებლობა აქვთ შემდეგ მისამართებზე - თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა N68 და ვახტანგ გორგასლის ქუჩა N16.

„ხაზგასმით განვმარტავთ, რომ აღნიშნულ მისამართებზე არ ფუნქციონირებს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები. ამასთან, SMS-ის ავტორები მომხმარებლებს, საკუთარი ინიციატივით/თვითნებურად, აწვდიან შემოსავლების სამსახურთან გადაუმოწმებელ/დაუზუსტებელ ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ,,საინფორმაციო ქოლ-ცენტრი 11808“-ს უზრუნველყოს მცდარი/არაზუსტი მონაცემების დაუყოვნებლივ გასწორება.

აქვე, დამატებით კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ გადასახადის გადამხდელს შეუძლია საგადასახადო ორგანოში დეკლარაცია წარადგინოს, მოქალაქეთა სერვისცენტრში მიუსვლელად, ელექტრონული დეკლარირების საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:


https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ახალი გამომთვლელი:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1607

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო-სატელეფონო ცენტრს 2 299 299.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში და ნებისმიერი მათთვის საინტერესო ინფორმაცია გადაამოწმონ გადასახადების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ უწყებასთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის - ცერნის (CERN) მეცნიერებს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი იუნესკო-ს გენერალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
„ლელო“ იბრძოლებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, რათა საქართველო არასოდეს დაბრუნდეს საბჭოთა წარსულში
,,ვრცელდება მცდარი ინფორმაციის შემცველი გზავნილები''- შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
AI და მომავლის უნარები - GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა
ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ - მთავრობის ახალ შემადგენლობას დედაქალაქის საკრებულო კენჭს რამდენიმე დღეში უყრის
28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,, უსამშობლოების ნაკარნახევ და იუკნევიჩიენეს მიერ დაორგანიზებულ სამიტში მონაწილეობას არ მივიღებთ''- ირაკლი კირცხალია ევრონესტზე
საფრანგეთში ყოფილმა ქმარმა ქართველი ქალი მოკლა
27 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
აშშ და ჩინეთი ვაჭრობის ჩარჩოს შესახებ შეთანხმდნენ
ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლუვრის გაძარცვის საქმეზე ორი ეჭვმიტანილი დააკავეს
26 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
,,შვედეთის სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულ მიგრანტს ქვეყანაში დარჩენის ნება მისცა''- Economictimes
26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
26 ოქტომბერს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღინიშნება
25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,ნიურნბერგს ნაცისტური პარტია რომ არ აეკრძალა, გერმანია ვერ განვითარდებოდა!''- გურამ მაჭარაშვილი
აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის წესით წარუდგინა