შსს-მ არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ლ.ხ. არასრულწლოვნით ვაჭრობის, პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის და პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, წინასწარი შეცნობით, გადაიბირა არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც მის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ მასაჟის სალონში ამუშავებდა. კერძოდ ბრალდებულის მითითებით, არასრულწლოვანი სალონში შესულ კლიენტებს გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდა. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე, ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ამ გზით გამომუშავებული თანხის ნახევარს ლ.ხ.-ს უხდიდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის პირველი, მე-2 და 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ დირექტორს გირაო შეეფარდა
ნინო დათაშვილს პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა
შსს-მ არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა
შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა
თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა დატოვა
მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავა
პროკურატურამ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
მადლობა ყველას, ვინც მოაწერა ხელი მიმართვას საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს "ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ" კონვენციის რატიფიცირების თაობაზე-ირაკლი ყანდაშვილი
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
პროკურატურამ თემქაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითორ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
ვინარჩუნებ ჩემს პოზიციას, ნამდვილად არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, სასამართლო დაადგენს ყველაფერს, როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში თვითონ თორნიკე რიჟვაძე გააკეთებს განცხადებას -ალექსი ახვლედიანი
მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი რაოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს
პროკურატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
სამართალდამცველებმა თემქაზე მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურ ოპერაციას და ურანის ამოღებას საერთაშორისო მედია ეხმიანება
შსს ინფორმაციას ავრცელებს
ქვემო ქართლის პოლიციამ მარიხუანას რეალიზაციის ფაქტზე 1 პირი დააკავა