"ქართული ოცნება" ყველა არჩევნებს იგებს "ნაციონალური მოძრაობის" შიშის ფაქტორის გამოყენებით, მალე გამოჩნდება, რამდენად ემსახურება სარჩელი "ნაცმოძრაობასთან" ბრძოლას-გიორგი შარაშიძე
არ ვიცით, რა შეიძლება იყოს „ოცნების" ლოგიკა. მათი ლოგიკის ამოხსნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩვენთვის გაუგებარია ყველა არგუმენტი, რომელიც პაპუაშვილისგან მოვისმინეთ. განსაკუთრებით ეს ეხება „ლელოს". საერთოდ ვერ ვხსნით, რატომ მოხვდა „ლელო" ამ ე.წ. ასაკრძალ პარტიებს შორის. ჩვენი მხარდაჭერა „ლელოს", - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძეს „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელზე დაუსვეს კითხვა.
„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასა" და მის განაყოფებს, იცით ჩვენი პოზიცია, რომ პორტია თუ იმსახურებს დამარცხებას, პირველ რიგში, ეს პარტია არჩევნებით და პოლიტიკური გზებით უნდა დაამარცხო. აკრძალვა არცერთ შემთხვევაში არ ჩაითვლება კონსტიტუციურ ნაბიჯად. არის მეორე მხარეც, რომ ეს კიდევ ერთხელ ემსგავსება „ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის რადიკალიზაციისა და დაპირისპირების ახალ ფაზას. ვფიქრობთ, რეალურად, „ოცნებამ" სამართლებრივად რომც აკრძალოს „ახლებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" კოალიცია, დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის", როგორც შიშის ფაქტორი, არასდროს გაქრება და ამას, პირველ რიგში, „ოცნება" შეუწყობს ხელს. კარგად იცით, რომ „ოცნება" ყველა არჩევნებს იგებს „ნაციონალური მოძრაობის" შიშის ფაქტორის საკმაოდ ეფექტურად გამოყენებით. მალე გამოჩნდება, რამდენად არის ეს ყველაფერი რეალობა და რამდენად ემსახურება რეალურად, „ნაცმოძრაობასთან" ბრძოლას, არის თუ არა ეს მორიგი ფეიკკამპანია. ბევრი რამ შეიძლება ვიფიქროთ. შეიძლება, ვიფიქროთ, რომ პროცესი ბოლომდე არ მივიდეს. სრულიად ბუნდოვანი პუნქტით, რაც არის ე.წ. მემკვიდრე პარტიასთან დაკავშირებით, „ოცნება" რაღაც ბერკეტებს იტოვებს - როცა უნდა, დაადასტურებს, რომ ეს მემკვიდრე პარტიაა, ან უარყოფს. „ოცნება" ამას სათავისოდ გამოიყენებს. ერთია სამართლებრივი მხარე, მაგრამ „ოცნება" არ და ვერ შეეგუება პოლიტიკური სივრციდან „ნაციონალური მოძრაობის" შიშის ფაქტორის გაქრობას. დღეს თუ ვინმეს სჭირდება „ნაციონალური მოძრაობა", როგორც „ოცნების" უარესი ალტერნატივა, პირველ რიგში, არის „ოცნება", - განაცხადა შარაშიძემ.
ამასთან, როგორც შარაშიძემ აღნიშნა, რთულია ლოგიკის დადგენა, პარტია „გახარია საქართველოსთვის" რატომ არ აღმოჩნდა „ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელში.
„ჩვენთვის რთულია, ამოვხსნათ „ქართული ოცნების" ლოგიკა, რატომ აღმოვჩნდით ამ სიის მიღმა, რომლის პარტიის ლიდერიც საგამოძიებო კომისიაზე ორჯერ დაიბარეს. ჩვენ ერთი რამ ვიცით, გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რათა პოლიტიკური პროცესი გადავარჩინოთ. ჩვენ ეს გამოწვევა მივიღეთ, რათა საქართველოს პარლამენტში, „ოცნების" შიგნიდან გავაგრძელოთ ბრძოლა. ნახავთ, რომ ეს იქნება მწვავე და ძალიან პრინციპული ბრძოლა „ოცნების" მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის" და „ძლიერი საქართველო - ლელოს" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.
მსგავსი სიახლეები
საკანონმდებლო ორგანომ ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო
დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება, ეს პროექტი ასეთი სახით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს-ირაკლი კუპრაძე
საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პარტიად ჩამოყალიბდა
პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
"ქართული ოცნება" ყველა არჩევნებს იგებს "ნაციონალური მოძრაობის" შიშის ფაქტორის გამოყენებით, მალე გამოჩნდება, რამდენად ემსახურება სარჩელი "ნაცმოძრაობასთან" ბრძოლას-გიორგი შარაშიძე
,,შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია, სანამ ის იმ წესებითა და კანონებით ხდება,''- ნინო წილოსანი
,,ლევან ხაბეიშვილი ორი თვე რომ იჯდა საკანში ეტყობა რევოლუციონერის მძიმე ხვედრი არ მოეწონა''- თენგიზ შარმანაშვილი
,,სოლიდარობა ყველა ოპოზიციურ ძალას''- სალომე ზურაბიშვილი
ვაგრძელებთ წინააღმდეგობას, ამ ბრძოლაში გამოვიყენებთ სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე -ირაკლი კუპრაძე
არ გვაღელვებს რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწერილი არცერთი საკონსტიტუციო სარჩელი, პირიქით, ჩვენთვის პატივია, როდესაც რეჟიმი გკრძალავს-ანა წითლიძე
"დროას", "სტრატეგია აღმაშენებელს", "გირჩი–მეტი თავისუფლებას", "ევროპულ საქართველოს", "ფედერალისტებს", "რესპუბლიკურ პარტიას" ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ აქვთ და მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება-შალვა პაპუაშვილი
მისასალმებელია, რომ "გახარია საქართველოსთვის" წევრები შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას, მართალია დაგვიანებით, თუმცა ერთმა პარტიამ აღიარა ხალხის ნება, დემოკრატია-შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პოლიტიკური ასაკი -ტიერი ბერიშვილი, რამაზ პაპუაშვილი
გრძელდება რეალობის გაყალბების მცდელობა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით -ცესკო
,,ნაციონალური მოძრაობა" არ არის კონკრეტული ქაღალდი ან ბეჭედი იუსტიციის სამინისტროში''- ანა წითლიძე
,, საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია''- ირაკლი კირცხალია
"ალდეს" ლიდერები კაია კალასი და მარტა კოსი თვითმმართველობის არჩევნებს ყალბს უწოდებენ? ანუ გვეუბნებიან, რომ ვინც მონაწილეობა მიიღეთ, ნული ხართ და მნიშვნელობა აქვს შუშანა მაცაბერიძეს-შალვა პაპუაშვილი
"ლელოს" თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად-შალვა პაპუაშვილი
აგენტურა, მოღალატეები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ -კახა კალაძე
საპროტესტო აქციაზე რამდენი ადამიანი შეიკრიბება, საინტერესო არაა, მხარდაჭერა არ აქვთ, დამარცხებულები არიან, იმედი მაქვს, ბევრი გააცნოებიერებს, როგორ წირავენ მათ ციხისთვის -კახა კალაძე