ნინო დათაშვილს პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა
მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ  ნინო დათაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა

პროცესის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა.

პროკურატურამ გირაოს თანხა 5000 ლარი დაასახელა და გადახდის ვადად 30 დღე. რასაც დაეთანხმა დაცვის მხარეც და მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორის თქმით, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.

იმავე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავდა დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეც. მათ წარმოდგენილი ჰქონდათ შესაბამისი სამედიცინო დასკვნაც კლინიკა „ვივამედიდან". ნინო დათაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო და ციხის ადმინისტრაციას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩემი გადარჩენაა დღეს ჩემი აქედან გაშვება, მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებს, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა და 2 ოპერაცია მჭირდება",- განაცხადა ნინო დათაშვილმა.

ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




მსგავსი სიახლეები
სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ დირექტორს გირაო შეეფარდა
ნინო დათაშვილს პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა
შსს-მ არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა
შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა
თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა დატოვა
მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავა
პროკურატურამ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
მადლობა ყველას, ვინც მოაწერა ხელი მიმართვას საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს "ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ" კონვენციის რატიფიცირების თაობაზე-ირაკლი ყანდაშვილი
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
პროკურატურამ თემქაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითორ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
ვინარჩუნებ ჩემს პოზიციას, ნამდვილად არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, სასამართლო დაადგენს ყველაფერს, როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში თვითონ თორნიკე რიჟვაძე გააკეთებს განცხადებას -ალექსი ახვლედიანი
მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი რაოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს
პროკურატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
სამართალდამცველებმა თემქაზე მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურ ოპერაციას და ურანის ამოღებას საერთაშორისო მედია ეხმიანება
შსს ინფორმაციას ავრცელებს
ქვემო ქართლის პოლიციამ მარიხუანას რეალიზაციის ფაქტზე 1 პირი დააკავა