დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება, ეს პროექტი ასეთი სახით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს-ირაკლი კუპრაძე
სახელმწიფოს არაფერი ესაქმება კერძო დეველოპერულ კომპანიაში აქციონერად. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან ან, პირდაპირ რომ ვთქვათ, ივანიშვილის არაბულ აფიორასთან, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება.
„თბილისსა და ბათუმში ორი არაბული ანკლავი იქმნება. რუსულმა „ოცნებამ" ფონიჭალაში არაბებს ვატიკანზე 12-ჯერ დიდი ტერიტორია გადასცა. ივანიშვილის „ოცნება" კრწანისის ტყე-პარკში 590 და გონიოში 260 ჰექტარ ტერიტორიას არაბებს გადასცემს. ეს პროექტი არის არაბების მასობრივი მიგრაციისთვის მწვანე შუქის ანთება რეკორდულად დაბალი შობადობის და ქართველების მზარდი ემიგრაციის ფონზე. კომპანიის დამფუძნებელმა თავად თქვა, რომ უძრავი ქონების 60%-ზე მეტი საერთაშორისო მყიდველებზეა გათვლილი. ყველას კარგად გვესმის, როდესაც 1 კვ.მ. ღირებულება 5000-12000 დოლარამდეა, მას მხოლოდ უცხოელები შეიძენენ. ჩვენ უკვე ვნახეთ, რა მოგვიტანა რუსების მასობრივმა მიგრაციამ და არაბების მიგრაციაც ამავე საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქალაქებს. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მასობრივმა მიგრაციამ მრავალმილიონიანი ქალაქების, პარიზისა და ლონდონის დემოგრაფია მკვეთრად შეცვალა და, ცხადია, ბევრად მძიმე შედეგს მოუტანს თბილისსა და ბათუმს. ამ პროექტის ძალიან საშიში კომპონენტია კრწანისის უნიკალური ტყე-პარკის განადგურება, რომელშიც არის ხუთი ტბა და ჭალის ტყისთვის დამახასიათებელი უნიკალური ეკოსისტემა, სადაც 100-მდე სახეობის ფრინველი ბინადრობს, მათ შორის უნიკალური ჯიშები.
ხელშეკრულების პირობები საზოგადოებისთვის სრულიად უცნობია, კომპანია შეირჩა და სახელმწიფო მიწა პროექტში ჩაიდო საჯარო მსჯელობის და კომპანიის შერჩევაში კონკურენციის და ტენდერის გამოცხადების გარეშე. ეს არის ბიძინას „არაბული აფერა", რომელიც არის საშიში და შეიცავს უზარმაზარ კორუფციულ რისკებს. ლოგიკურია შეკითხვა: რა კავშირშია სახელმწიფო დეველოპერულ ბიზნესთან? მით უმეტეს, იმ ხელისუფლების პირობებში, რომლის ყველა უმაღლესი მაღალჩინოსანი კორუფციაში იყო ჩაფლული და კორუფციული დანაშაული ყოფილმა პრემიერმაც კი აღიარა. სახელმწიფოს არაფერი ესაქმება კერძო დეველოპერულ კომპანიაში აქციონერად. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან ან, პირდაპირ რომ ვთქვათ, ივანიშვილის არაბულ აფიორასთან. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება. ეს პროექტი ასეთი სახით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს დანაშაულია. ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან სრულ ინფორმაციას ხელშეკრულების პირობების შესახებ", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მსგავსი სიახლეები
,,თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და სანდო მეზობელია''- შალვა პაპუაშვილი
,,მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის''- ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი
,,ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა''- ალი ქაან ორბაი
საკანონმდებლო ორგანომ ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო
დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება, ეს პროექტი ასეთი სახით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს-ირაკლი კუპრაძე
საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პარტიად ჩამოყალიბდა
პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
"ქართული ოცნება" ყველა არჩევნებს იგებს "ნაციონალური მოძრაობის" შიშის ფაქტორის გამოყენებით, მალე გამოჩნდება, რამდენად ემსახურება სარჩელი "ნაცმოძრაობასთან" ბრძოლას-გიორგი შარაშიძე
,,შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია, სანამ ის იმ წესებითა და კანონებით ხდება,''- ნინო წილოსანი
,,ლევან ხაბეიშვილი ორი თვე რომ იჯდა საკანში ეტყობა რევოლუციონერის მძიმე ხვედრი არ მოეწონა''- თენგიზ შარმანაშვილი
,,სოლიდარობა ყველა ოპოზიციურ ძალას''- სალომე ზურაბიშვილი
ვაგრძელებთ წინააღმდეგობას, ამ ბრძოლაში გამოვიყენებთ სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე -ირაკლი კუპრაძე
არ გვაღელვებს რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწერილი არცერთი საკონსტიტუციო სარჩელი, პირიქით, ჩვენთვის პატივია, როდესაც რეჟიმი გკრძალავს-ანა წითლიძე
"დროას", "სტრატეგია აღმაშენებელს", "გირჩი–მეტი თავისუფლებას", "ევროპულ საქართველოს", "ფედერალისტებს", "რესპუბლიკურ პარტიას" ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ აქვთ და მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება-შალვა პაპუაშვილი
მისასალმებელია, რომ "გახარია საქართველოსთვის" წევრები შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას, მართალია დაგვიანებით, თუმცა ერთმა პარტიამ აღიარა ხალხის ნება, დემოკრატია-შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პოლიტიკური ასაკი -ტიერი ბერიშვილი, რამაზ პაპუაშვილი
გრძელდება რეალობის გაყალბების მცდელობა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით -ცესკო
,,ნაციონალური მოძრაობა" არ არის კონკრეტული ქაღალდი ან ბეჭედი იუსტიციის სამინისტროში''- ანა წითლიძე
,, საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია''- ირაკლი კირცხალია
"ალდეს" ლიდერები კაია კალასი და მარტა კოსი თვითმმართველობის არჩევნებს ყალბს უწოდებენ? ანუ გვეუბნებიან, რომ ვინც მონაწილეობა მიიღეთ, ნული ხართ და მნიშვნელობა აქვს შუშანა მაცაბერიძეს-შალვა პაპუაშვილი