საქართველოს საელჩო ბრაზილიაში თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დამატებითი სიფრთხილისკენ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, – ამის შესახებ საუბარია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„რიო დე ჟანეიროში სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციიდან გამომდინარე, ქალაქში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, (შეზღუდული გადაადგილება, ფრენების გრაფიკის ცვლილებები, თავშეყრის ადგილებისა და კულტურული ობიექტების დახურვა) ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო  საქართველოს მოქალაქეებს,  მოუწოდებს სრულად დაიცვან სამართალდამცავი ორგანოების მიერ შტატში დადგენილი რეგულაციები.

 

საჭიროების შემთხვევაში და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოგვმართეთ ცხელ ხაზზე: +55 61 3366 1101“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რიო დე ჟანეიროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ოთხი პოლიციელია. ბრაზილიის მთავრობის განცხადებით, დაკავებულია, სულ მცირე, 56 ადამიანი.





მსგავსი სიახლეები
30 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,იუნესკოს კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რათა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა სათანადოდ იყოს წარმოჩენილი''- მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საელჩო ბრაზილიაში თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
,,ვწუხვარ, პატრიარქს განსაცდელი დავატეხე თავს, მადლობა უწმინდესს, რომ დაიცვა ჩემი მღვდლობა ''- არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)
პატრიარქმა არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გაათავისუფლა წინამძღვრობიდან და მღვდელმსახურად გაამწესა
პატრიარქმა არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გაათავისუფლა წინამძღვრობიდან და მღვდელმსახურად გაამწესა
ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეფორმას იწყებს, წყალმომარაგების კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
გაზი ორი დღით შეწყდება - „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს აფრთხილებს
29 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
ეპარქიულ კომისიაზე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ დაკმაყოფილდება-საპატრიარქო
ვეტყვი მეუფე შიოს, მამა ანდრიას და მამა მიქაელს, რომ მე ჯვრის გარეშეც დავიცავ ეკლესიას-დოროთე ყურაშვილი
უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ
პირველი ნოემბრიდან N306 მარშრუტზე 20 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს
28 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
28 ოქტომბერს ბარაქის ხატის დღესასწაულია - რა ლოცვა უნდა წარმოვთქვათ ბარაქის ღვთისმშობლის ხატთან
მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი 10 პედაგოგს გადაეცა
,, მადლობას გიხდით ჩვენი შვილების აღზრდისა და სამშობლოს წინაშე გაწეული საქმიანობისთვის''- მიხეილ ყაველაშვილი