,,თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და სანდო მეზობელია''- შალვა პაპუაშვილი

თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და სანდო მეზობელია. ჩვენ დიდად ვაფასებთ თურქეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე მის ჩართულობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სულ უფრო კომპლექსურ და არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია ქვეყნების მომავალი პროგრესისთვის.

„ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 102-ე წლისთავს. დღევანდელი დღე განსაკუთრებული შესაძლებლობაა, რათა პატივი მივაგოთ მუსტაფა ქემალ ათათურქისა და ყველა იმ ადამიანის ხედვას, რომლებმაც თქვენს დიდებულ სახელმწიფოს საფუძველი ჩაუყარა. მათმა შორსმჭვრეტელობამ და პროგრესის მიღწევის მისწრაფებამ, ასევე, მათ მიერ დამკვიდრებულმა პრინციპებმა – სუვერენიტეტი, თანამედროვე მმართველობა და წინსვლის სულისკვეთება – ქვეყნის ტრანსფორმაცია მოახდინა და დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას.

თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და სანდო მეზობელია. ჩვენ დიდად ვაფასებთ თურქეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე მის ჩართულობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.

სულ უფრო კომპლექსურ და არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია ჩვენი ქვეყნების მომავალი პროგრესისთვის. ერთმანეთის დამოუკიდებლობის პატივისცემა, რაც, დემოკრატიული არჩევნების გზით, ჩვენი ხალხების ნებაში გამოიხატება, ყოველთვის იყო თურქეთთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების ქვაკუთხედი. სუვერენიტეტი და სახალხო დემოკრატიის პატივისცემა დამოუკიდებელ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი უნდა იყოს, რადგან სუვერენიტეტი ხალხის ნების ძირითადი გამოხატულებაა, რაც თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიული ლეგიტიმაციის მთავარი წყაროა.

საქართველო და თურქეთი რესპუბლიკებია და თავად ტერმინი „რესპუბლიკა“ ასახავს მის მთავარ პრინციპს – ხალხის საერთო საქმეს, საერთო ამოცანას და არავის აქვს უფლება, გარედან ჩაერიოს რესპუბლიკის გადაწყვეტილებებში. სახალხო სუვერენიტეტის დამხობის ნებისმიერი მცდელობა ეწინააღმდეგება დემოკრატიის სულისკვეთებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, თურქეთისა და საქართველოს პარლამენტები ჩვენი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის ქვაკუთხედია.

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს კოლეგებთან თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეიდან საპარლამენტო კავშირების გაღრმავებას. წელს, ივნისში, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ვესტუმრე. ჩემს კოლეგასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან მეგობრული და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის კონსტრუქციული, გულწრფელი და მომავალზე ორიენტირებულია. იმედი მაქვს, რომ ჩემი კოლეგა მალე ეწვევა საქართველოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო და თურქეთი ერთად ქმნიან შესაძლებლობების ისტორიულ დერეფანს, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს და სარგებელს მოუტანს ჩვენს ხალხებს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ განახლებული ოპტიმიზმით ვუყურებთ ჩვენს რეგიონს, რადგან ვხედავთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების გზაზე პროგრესის  ნიშნებს, მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პერსპექტივებს და ამ ორ ქვეყანას შორის სატრანზიტო შეზღუდვების მოხსნას. ჩვენ, ასევე, მივესალმებით თურქეთსა და სომხეთს შორის ნორმალიზების პროცესში გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ამ პროცესს. გვჯერა, რომ სტაბილური, მშვიდობიანი სამხრეთ კავკასია ახალ შესაძლებლობებს შექმნის მეტი დაკავშირებადობის, ეკონომიკური ზრდის, ვაჭრობისა და ხალხთაშორისი გაცვლებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის სახელით კიდევ ერთხელ მიულოცა თურქ ხალხს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავი.

„თურქ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და მზარდ წარმატებას. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და აქტიური სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ ჩვენს ერთგულებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
,,ხელისუფლება მიჰყვება კონსტიტუციურ ჩანაწერებს''- პრემიერი
,,არავითარი თავისუფლება თავისუფლების მტრებს, ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა''- პრემიერი
,, ჩვენ გვაქვს სურვილი გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა იმ ღირებულებებით, რასაც საუკუნეებია ვიცავთ''- მიხეილ ყაველაშვილი
,,პარტიების აკრძალვა ჩვენი სუბიექტური ინტერესი არ არის''- პრემიერი
,,ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად''- ნიკა გვარამია
,რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა''- ირაკლი კობახიძე
მიხეილ ყაველაშვილი:დღეს საქართველოში არის მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობა იმის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს
,,ეს უნდა იყოს პასუხი ყველასთვის, ვინც საქართველოს დისკრედიტაციას ცდილობს''- ლევან მახაშვილი დევიდ ო’სალივანის წერილზე
,,თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და სანდო მეზობელია''- შალვა პაპუაშვილი
,,მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის''- ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი
,,ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა''- ალი ქაან ორბაი
საკანონმდებლო ორგანომ ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო
დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება, ეს პროექტი ასეთი სახით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს-ირაკლი კუპრაძე
საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პარტიად ჩამოყალიბდა
პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
"ქართული ოცნება" ყველა არჩევნებს იგებს "ნაციონალური მოძრაობის" შიშის ფაქტორის გამოყენებით, მალე გამოჩნდება, რამდენად ემსახურება სარჩელი "ნაცმოძრაობასთან" ბრძოლას-გიორგი შარაშიძე
,,შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია, სანამ ის იმ წესებითა და კანონებით ხდება,''- ნინო წილოსანი
,,ლევან ხაბეიშვილი ორი თვე რომ იჯდა საკანში ეტყობა რევოლუციონერის მძიმე ხვედრი არ მოეწონა''- თენგიზ შარმანაშვილი
,,სოლიდარობა ყველა ოპოზიციურ ძალას''- სალომე ზურაბიშვილი
ვაგრძელებთ წინააღმდეგობას, ამ ბრძოლაში გამოვიყენებთ სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე -ირაკლი კუპრაძე