მიხეილ ყაველაშვილი:დღეს საქართველოში არის მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობა იმის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს

ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ერთი წელი არ არის განსხვავებული წინა წლებთან შედარებით, მოლოდინის რეჟიმში იყო საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა თუ რა გამოწვევები შეიძლება ჰქონოდა ჩვენს ქვეყანას”,– განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი ერთი წლის შეფასებისას.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ოპოზიციას შეეძლო გაეგრძელებინა სახელმწიფოებრივად აზროვნება და შესულიყო პარლამენტში, თუმცა მათ გეგმას თავიდანვე საქართველოში ძალადობრივი ქმედებების განხორციელება წარმოადგენდა.

„ჯერ კიდევ არჩევნებამდე ხელისუფლება ვსაუბრობდით გამოწვევებზე, თუ ვისგან შეიძლებოდა ყოფილიყო ეს გამოწვევები. თანმიმდევრული ვიყავით იმაში, თუ როგორ ცდილობდნენ გარე და შიდა ძალები ერთობლივად დაზიანებას ჩვენი სახელმწიფოსი და სახელმწიფო ინსტიტუტების. 26 ოქტომბრის არჩევნები ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რომელზეც გააკეთეს აქცენტი, რომ შემდეგ განხორციელებულიყო ძალადობრივი ქმედებები. ძალიან კარგად ხვდებოდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ იმდენი მხარდაჭერა, რომ არჩევნებში გაემარჯვებინათ. ჩემი აზრით, მათ საკმაო ხმები მოიპოვეს, დემოკრატიულ ქვეყანაში 40 პროცენტი როცა აქვს ოპოზიციას, ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი, მათ შეეძლოთ გაეგრძელებინათ სახელმწიფოებრივად აზროვნება და შემოსულიყვნენ პარლამენტში“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში არის მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობა იმის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, რაც იმ საზოგადოების უმრავლესობის დამსახურებაა, რომელიც მხარში უდგას სახელმწიფოს.

„მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, სხვადასხვა სფეროებში ცვლილებები და კვლავ წინსვლა ჩვენი ქვეყნის – რეალობაში ეს ჩანს და ამას ემხრობა საზოგადოების უმრავლესობა. არის უმცირესობის უმცირესობა, ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ გარე ძალებთან ერთად ახორციელებს ქმედებებს და ესეც მილევად რეჟიმშია. მთავარია ჩვენი საზოგადოება არის ინფორმირებული და ჩვენი ვალია, რომ მეტად იყვნენ ჩართული საზოგადოების წევრები სახელმწიფოს მშენებლობაში. მმართველი პარტიის მომხრეები და ის ძალები, რომლებიც მუდმივად გრძნობენ ჩვენი ქვეყნის არსებულ რეალობას, მხარში უდგანან სახელმწიფოს და ამანაც განაპირობა, რომ დღეს საქართველოში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობა იმის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად განვითარდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
უმძიმესი ღალატი, რომელიც ჩაიდინა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ აგვისტოს ომის სახით, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს -ირაკლი კობახიძე
,,ხელისუფლება მიჰყვება კონსტიტუციურ ჩანაწერებს''- პრემიერი
,,არავითარი თავისუფლება თავისუფლების მტრებს, ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა''- პრემიერი
,, ჩვენ გვაქვს სურვილი გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა იმ ღირებულებებით, რასაც საუკუნეებია ვიცავთ''- მიხეილ ყაველაშვილი
,,პარტიების აკრძალვა ჩვენი სუბიექტური ინტერესი არ არის''- პრემიერი
,,ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად''- ნიკა გვარამია
,რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა''- ირაკლი კობახიძე
მიხეილ ყაველაშვილი:დღეს საქართველოში არის მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობა იმის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს
,,ეს უნდა იყოს პასუხი ყველასთვის, ვინც საქართველოს დისკრედიტაციას ცდილობს''- ლევან მახაშვილი დევიდ ო’სალივანის წერილზე
,,თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და სანდო მეზობელია''- შალვა პაპუაშვილი
,,მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის''- ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი
,,ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა''- ალი ქაან ორბაი
საკანონმდებლო ორგანომ ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო
დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება, ეს პროექტი ასეთი სახით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს-ირაკლი კუპრაძე
საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პარტიად ჩამოყალიბდა
პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
"ქართული ოცნება" ყველა არჩევნებს იგებს "ნაციონალური მოძრაობის" შიშის ფაქტორის გამოყენებით, მალე გამოჩნდება, რამდენად ემსახურება სარჩელი "ნაცმოძრაობასთან" ბრძოლას-გიორგი შარაშიძე
,,შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია, სანამ ის იმ წესებითა და კანონებით ხდება,''- ნინო წილოსანი
,,ლევან ხაბეიშვილი ორი თვე რომ იჯდა საკანში ეტყობა რევოლუციონერის მძიმე ხვედრი არ მოეწონა''- თენგიზ შარმანაშვილი