,რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა''- ირაკლი კობახიძე

რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, აქედან გამომდინარე, რადიკალიზმის დასრულება იქნება დასაწყისი იმ პროცესისთვის, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ნამდვილი, ჯანსაღი, სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი სწორედ ამ პასუხისმგებლობით მოქმედებს.

პრემიერ-მინისტრმა უპასუხა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ ეს პროცესი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების დასაწყისი იქნება.

„ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვერ შევძელით საქართველოში სრულფასოვანი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება სწორედ ამ რადიკალიზმის გამო, რომელსაც აღვივებენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები. ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მოქმედებენ გარე ძალების კარნახით. მათ არ აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, ისინი არ მუშობენ ქართველ ხალხთან. ერთადერთი, ვისთანაც მუშაობენ, არიან თავიანთი ხელმძღვანელები ქვეყნის გარეთ და საბოლოო ჯამში მათი მთავარი დავალება არის ქვეყანაში რადიკალიზმის გაღვივება. რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, აქედან გამომდინარე, რადიკალიზმის დასრულება იქნება დასაწყისი იმ პროცესისთვის, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ნამდვილი, ჯანსაღი, სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებასთან. სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვოქმედებთ ჩვენ, ეს არ არის ჩვენი სუბიექტური ინტერესი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 





მსგავსი სიახლეები
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
უმძიმესი ღალატი, რომელიც ჩაიდინა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ აგვისტოს ომის სახით, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს -ირაკლი კობახიძე
,,ხელისუფლება მიჰყვება კონსტიტუციურ ჩანაწერებს''- პრემიერი
,,არავითარი თავისუფლება თავისუფლების მტრებს, ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა''- პრემიერი
,, ჩვენ გვაქვს სურვილი გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა იმ ღირებულებებით, რასაც საუკუნეებია ვიცავთ''- მიხეილ ყაველაშვილი
,,პარტიების აკრძალვა ჩვენი სუბიექტური ინტერესი არ არის''- პრემიერი
,,ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად''- ნიკა გვარამია
,რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა''- ირაკლი კობახიძე
მიხეილ ყაველაშვილი:დღეს საქართველოში არის მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობა იმის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს
,,ეს უნდა იყოს პასუხი ყველასთვის, ვინც საქართველოს დისკრედიტაციას ცდილობს''- ლევან მახაშვილი დევიდ ო’სალივანის წერილზე
,,თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და სანდო მეზობელია''- შალვა პაპუაშვილი
,,მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის''- ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი
,,ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა''- ალი ქაან ორბაი
საკანონმდებლო ორგანომ ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო
დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება, ეს პროექტი ასეთი სახით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს-ირაკლი კუპრაძე
საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პარტიად ჩამოყალიბდა
პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
"ქართული ოცნება" ყველა არჩევნებს იგებს "ნაციონალური მოძრაობის" შიშის ფაქტორის გამოყენებით, მალე გამოჩნდება, რამდენად ემსახურება სარჩელი "ნაცმოძრაობასთან" ბრძოლას-გიორგი შარაშიძე
,,შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია, სანამ ის იმ წესებითა და კანონებით ხდება,''- ნინო წილოსანი
,,ლევან ხაბეიშვილი ორი თვე რომ იჯდა საკანში ეტყობა რევოლუციონერის მძიმე ხვედრი არ მოეწონა''- თენგიზ შარმანაშვილი