,,პარტიების აკრძალვა ჩვენი სუბიექტური ინტერესი არ არის''- პრემიერი
უკვე 13 წელია, ჩვენ ზედიზედ 10 არჩევნები მოვიგეთ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის აკრძალვაზეც არის საუბარი; დღესდღეობით სუბიექტურად ჩვენთვის ეს არ არის პრობლემა, „ქართული ოცნება" რჩება ხელისუფლებაში, იღებს ქართველი ხალხისგან მანდატს ყოველ ჯერზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მთავარია, რომ ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს დაცული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყოველ ჯერზე არჩევნებში გამარჯვება მმართველ გუნდს საბოლოო ჯამში არ აძლევს ქვეყანაში სრულფასოვანი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების შესაძლებლობას და საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებისას სწორედ ეს პასუხისმგებლობა იყო მთავარი.
„შეიძლება, ჩვენ ვიგებდეთ ყოველ ჯერზე არჩევნებს, ვინარჩუნებდეთ ჩვენს მანდატს, რომელსაც ხალხისგან ვიღებთ არჩევნებზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ვერ გვაძლევს მთავარი ამოცანის შესრულების შესაძლებლობას - ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ქვეყანაში ნამდვილი, სრულფასოვანი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა. ეს პასუხისმგებლობა გვამოძრავებს სწორედ. არა სუბიექტური ინტერესი, რომ დავრჩეთ ხელისუფლებაში. ისედაც ვახერხებთ. გვიადვილებს კიდეც რაღაც კუთხით ამ პოლიტიკური ძალების არსებობა ხელისუფლებაში დარჩენას. როდესაც შენი ერთადერთი ოპონენტი არის სრულიად გაცვეთილი პოლიტიკური ძალა, რა თქმა უნდა, ეს შანსებს გიზრდის მმართველ პარტიას. ეს არ არის სუბიექტური ინტერესი. ჩვენ გვამოძრავებს ობიექტური ინტერესი, რომ საქართველოში უზრუნველვყოთ ჯანსაღი სისტემის ჩამოყალიბება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
უმძიმესი ღალატი, რომელიც ჩაიდინა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ აგვისტოს ომის სახით, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს -ირაკლი კობახიძე
,,ხელისუფლება მიჰყვება კონსტიტუციურ ჩანაწერებს''- პრემიერი
,,არავითარი თავისუფლება თავისუფლების მტრებს, ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა''- პრემიერი
,, ჩვენ გვაქვს სურვილი გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა იმ ღირებულებებით, რასაც საუკუნეებია ვიცავთ''- მიხეილ ყაველაშვილი
,,პარტიების აკრძალვა ჩვენი სუბიექტური ინტერესი არ არის''- პრემიერი
,,ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად''- ნიკა გვარამია
,რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა''- ირაკლი კობახიძე
მიხეილ ყაველაშვილი:დღეს საქართველოში არის მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობა იმის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს
,,ეს უნდა იყოს პასუხი ყველასთვის, ვინც საქართველოს დისკრედიტაციას ცდილობს''- ლევან მახაშვილი დევიდ ო’სალივანის წერილზე
,,თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და სანდო მეზობელია''- შალვა პაპუაშვილი
,,მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის''- ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი
,,ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა''- ალი ქაან ორბაი
საკანონმდებლო ორგანომ ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო
დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება, ეს პროექტი ასეთი სახით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს-ირაკლი კუპრაძე
საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პარტიად ჩამოყალიბდა
პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
"ქართული ოცნება" ყველა არჩევნებს იგებს "ნაციონალური მოძრაობის" შიშის ფაქტორის გამოყენებით, მალე გამოჩნდება, რამდენად ემსახურება სარჩელი "ნაცმოძრაობასთან" ბრძოლას-გიორგი შარაშიძე
,,შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია, სანამ ის იმ წესებითა და კანონებით ხდება,''- ნინო წილოსანი
,,ლევან ხაბეიშვილი ორი თვე რომ იჯდა საკანში ეტყობა რევოლუციონერის მძიმე ხვედრი არ მოეწონა''- თენგიზ შარმანაშვილი