,, ჩვენ გვაქვს სურვილი გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა იმ ღირებულებებით, რასაც საუკუნეებია ვიცავთ''- მიხეილ ყაველაშვილი

გათვითცნობიერებული გვაქვს და მოქალაქეებიც ინფორმირებული არიან, რომ დიახ, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ევროპის ნაწილი, თუმცა იმ ღირებულებებით, რასაც საუკუნეებია ვიცავთ და გვინდა, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი იყოს გამოკვეთილად დაცული. საშინაო დავალება იქნება, კანონმდებლობის შეცვლა თუ ა.შ. ექვემდებარება პარტნიორულ ურთიერთობას, დიალოგს და სჯა-ბაასს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ეწინააღმდეგება ჩვენი მიღებული კანონები, რომელ საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ესე არ არის, რომ მხოლოდ სურვილის მიხედვით ვიმოქმედოთ, მითუმეტეს სამართლებრივ სივრცეში, როცა კანონზე აქვთ საუბარი, კანონი უნდა განიხილებოდეს, რაში ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ამისთვის ჩვენ მზად ვართ, მუდმივად მზადყოფნას გამოვთქვამთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ჟურნალისტის კითხვას გადაცემაში „თავისუფალი სივრცე"  ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე,   რომლის თქმითაც, საქართველოში მიღებული კანონებით ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, რადგან ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. 

 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირის ელჩის გზავნილი არ შეეფერება იმ გაერთიანების ძალისხმევას, რისთვისაც შეიქმნა ევროკავშირი - აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა წევრის ინტერესები და ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს მისი იდენტობა.

 

„ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დღეს არ დაწყებულა. მუდმივად არის ამაზე აპელირება, რომ ჩვენ ევროპა ვართ და ევროპაში გვინდა და ეს დიდი სურვილია ჩვენი წინაპრების, არაერთი თაობა იყო ამის მოსურნე და უამრავი ქარტეხილები გაიარა ჩვენმა ქვეყანამ იმისათვის, რომ ევროპის სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო - ეს პროცესი არ შეჩერებულა, მაგრამ 3000 წლოვანი ქვეყანა ვართ, რომელსაც ძალიან ბევრი გამოწვევა ჰქონდა ამ საუკუნეების მანძილზე, საკმაოდ დიდი გამოცდილება შეიძინა, იმისთვის, რომ პრევენცია განახორციელოს და მთავარ საკითხად ყოველთვის იყოს შენარჩუნებული მისი იდენტობა",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





მსგავსი სიახლეები
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
უმძიმესი ღალატი, რომელიც ჩაიდინა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ აგვისტოს ომის სახით, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს -ირაკლი კობახიძე
,,ხელისუფლება მიჰყვება კონსტიტუციურ ჩანაწერებს''- პრემიერი
,,არავითარი თავისუფლება თავისუფლების მტრებს, ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა''- პრემიერი
,, ჩვენ გვაქვს სურვილი გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა იმ ღირებულებებით, რასაც საუკუნეებია ვიცავთ''- მიხეილ ყაველაშვილი
,,პარტიების აკრძალვა ჩვენი სუბიექტური ინტერესი არ არის''- პრემიერი
,,ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად''- ნიკა გვარამია
,რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა''- ირაკლი კობახიძე
მიხეილ ყაველაშვილი:დღეს საქართველოში არის მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობა იმის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს
,,ეს უნდა იყოს პასუხი ყველასთვის, ვინც საქართველოს დისკრედიტაციას ცდილობს''- ლევან მახაშვილი დევიდ ო’სალივანის წერილზე
,,თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და სანდო მეზობელია''- შალვა პაპუაშვილი
,,მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის''- ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი
,,ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა''- ალი ქაან ორბაი
საკანონმდებლო ორგანომ ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო
დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება, ეს პროექტი ასეთი სახით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს-ირაკლი კუპრაძე
საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პარტიად ჩამოყალიბდა
პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
"ქართული ოცნება" ყველა არჩევნებს იგებს "ნაციონალური მოძრაობის" შიშის ფაქტორის გამოყენებით, მალე გამოჩნდება, რამდენად ემსახურება სარჩელი "ნაცმოძრაობასთან" ბრძოლას-გიორგი შარაშიძე
,,შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია, სანამ ის იმ წესებითა და კანონებით ხდება,''- ნინო წილოსანი
,,ლევან ხაბეიშვილი ორი თვე რომ იჯდა საკანში ეტყობა რევოლუციონერის მძიმე ხვედრი არ მოეწონა''- თენგიზ შარმანაშვილი