მიხეილ ყაველაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარეს იერლან კოშანოვს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარეს იერლან კოშანოვს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა  საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო და ყაზახეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და ბოლო პერიოდში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა სწრაფი ტემპით იზრდება.

შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება. ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა  ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარეს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 „ჩვენ გვჯერა, რომ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, გავაფართოოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა, რათა თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებს მივაღწიოთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მზად ვართ ყველა ღონე ვიხმაროთ ორმხრივ თანამშრომლობაში ახალი პერსპექტიული სფეროების გამოსავლენად და უკვე არსებულის გასავითარებლად.  ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ გავაღრმაოთ და განვამტკიცოთ ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების პოტენციალის უკეთ ათვისებასა და ჩვენი ქვეყნებისთვის მეტი კეთილდღეობის შექმნაში.  ჩვენ ქვეყნებსა და ხალხებს კარგად ესმით გეოპოლიტიკური ტურბულენტურობის დროს მშვიდობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მნიშვნელობა, ამიტომ ჩვენი ურთიერთობები ორიენტირებული უნდა იყოს სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერასა და ეკონომიკურ პრაგმატიზმზე",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

 

 





მსგავსი სიახლეები
პარტიების აღშფოთება ცოტა გაუგებარია, თავად აიკრძალეს თავი, თქვეს, არჩევნები არ გვინდა, აზრი არ აქვს ქუჩის და დამხობის გარეშე არაფერსო-გიორგი შარაშიძე
ევროკავშირმა ისწავლა შეცდომებიდან, რომლებიც დაუშვა ბრიტანეთსა და საქართველოსთან, საქართველოს შემთხვევაში ვიცოდით, რომ რუსეთის ჩარევა დიდია, მაგრამ დახმარება არ გაგვიწევია-მარტა კოსი
შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ცესკოს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს, ერლან კოშანოვს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარეს იერლან კოშანოვს შეხვდა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
უმძიმესი ღალატი, რომელიც ჩაიდინა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ აგვისტოს ომის სახით, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს -ირაკლი კობახიძე
,,ხელისუფლება მიჰყვება კონსტიტუციურ ჩანაწერებს''- პრემიერი
,,არავითარი თავისუფლება თავისუფლების მტრებს, ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა''- პრემიერი
,, ჩვენ გვაქვს სურვილი გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა იმ ღირებულებებით, რასაც საუკუნეებია ვიცავთ''- მიხეილ ყაველაშვილი
,,პარტიების აკრძალვა ჩვენი სუბიექტური ინტერესი არ არის''- პრემიერი
,,ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად''- ნიკა გვარამია
,რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა''- ირაკლი კობახიძე
მიხეილ ყაველაშვილი:დღეს საქართველოში არის მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობა იმის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს
,,ეს უნდა იყოს პასუხი ყველასთვის, ვინც საქართველოს დისკრედიტაციას ცდილობს''- ლევან მახაშვილი დევიდ ო’სალივანის წერილზე
,,თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და სანდო მეზობელია''- შალვა პაპუაშვილი
,,მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის''- ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი
,,ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა''- ალი ქაან ორბაი
საკანონმდებლო ორგანომ ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო