ცესკოს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მან დეპუტატებს სიტყვით მიმართა და 4 ოქტომბრის თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები შეაჯამა.
„მივესალმები საკრებულოს ახალარჩეულ წევრებს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, მედიის წარმომადგენლებს, დამსწრე საზოგადოებას და ჩვენს მაყურებელს, პატივცემულო საკრებულოს წევრებო, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით გილოცავთ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩევას.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები ჩაატარა საქართველოს კონსტიტუციითა და საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით. არჩევნები გამჭვირვალე, მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში, კანონით განსაზღვრული ყველა ეტაპის დაცვით ჩატარდა - დაწყებული მოსამზადებელი წინასაარჩევნო პერიოდით, გაგრძელებული კენჭისყრით და დასრულებული პოსტ საარჩევნო პერიოდით - შედეგების შეჯამებით, დავების განხილვითა და შედეგების ოფიციალური გამოცხადებით.
საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოხატვა და ყველა მონაწილე სუბიექტისთვის თანაბარი პირობების შექმნა. საარჩევნო ადმინისტრაციამ თბილისში, ისევე როგორც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში, საარჩევნო ელექტრონული აპარატები ფართო მასშტაბით გამოიყენა, რითაც კიდევ უფრო გაიზარდა პროცესის სიზუსტე, გამჭვირვალობა და სანდოობა. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო, რაც ამ შემთხვევაში შეადგენდა 1 საათსა და 25 წუთს საარჩევნო უბნების დახურვიდან.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზა მიმდინარეობდა საჯაროდ, ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. საარჩევნო პროცესში მათი ჩართულობა და დაკვირვება თავის მხრივ ხელს უწყობდა პროცესის გამჭვირვალობასა და საზოგადოების ინფორმირებას.
საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, როგორც ყოველთვის, ახლაც ეფუძნებოდა უმაღლესი პროფესიული სტანდარტების, მიუკერძოებლობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამომრჩეველთა ინფორმირებას, არჩევნების ინკლუზიურობას და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას, რაც საქართველოს საარჩევნო სისტემის განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს.
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და ყველა მონაწილე მხარეს - მათ შორის საარჩევნო კომისიების წევრებს, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით შესრულებული საქმიანობისთვის.
როგორც თქვენთვის ცნობილია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები 15 ოქტომბერს შეაჯამა. ახალი მოწვევის საკრებულო დაკომპლექტდა 50 წევრით - მათ შორის 25 პროპორციული და 25 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული წარმომადგენლებით. თითოეული მანდატი ძალაში შევიდა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოქვეყნებიდან 2 კვირის თავზე, 29 ოქტომბერს, რაც ქმნის სამართლებრივ საფუძველს საკრებულოს ახალი მოწვევის პირველი სხდომის ჩასატარებლად.
თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა მოიწვია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისად დღეს, მე, როგორც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მაქვს პატივი, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნილად გამოვაცხადო.
თბილისის საკრებულოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია დედაქალაქის განვითარების თვალსაზრისით და ამასთან, გააჩნია უდიდესი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. შესაბამისად, გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში, ქალაქისა და ქვეყნის განვითარებისთვის. დაე, თქვენი გადაწყვეტილებები მუდამ ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს, მოქალაქეთა კეთილდღეობას და იმ ნდობის გამართლებას, რომელიც ამომრჩევლებმა თქვენზე დაამყარეს.
აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და დედაქალაქის ახლად არჩეულ მერს მივულოცავ არჩევნებში გამარჯვებას და მის გუნდთან ერთად ვუსურვებ ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას დედაქალაქის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა საკრებულოს პირველ სხდომაზე.
მსგავსი სიახლეები
პარტიების აღშფოთება ცოტა გაუგებარია, თავად აიკრძალეს თავი, თქვეს, არჩევნები არ გვინდა, აზრი არ აქვს ქუჩის და დამხობის გარეშე არაფერსო-გიორგი შარაშიძე
ევროკავშირმა ისწავლა შეცდომებიდან, რომლებიც დაუშვა ბრიტანეთსა და საქართველოსთან, საქართველოს შემთხვევაში ვიცოდით, რომ რუსეთის ჩარევა დიდია, მაგრამ დახმარება არ გაგვიწევია-მარტა კოსი
შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ცესკოს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს, ერლან კოშანოვს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარეს იერლან კოშანოვს შეხვდა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
უმძიმესი ღალატი, რომელიც ჩაიდინა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ აგვისტოს ომის სახით, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს -ირაკლი კობახიძე
,,ხელისუფლება მიჰყვება კონსტიტუციურ ჩანაწერებს''- პრემიერი
,,არავითარი თავისუფლება თავისუფლების მტრებს, ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა''- პრემიერი
,, ჩვენ გვაქვს სურვილი გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა იმ ღირებულებებით, რასაც საუკუნეებია ვიცავთ''- მიხეილ ყაველაშვილი
,,პარტიების აკრძალვა ჩვენი სუბიექტური ინტერესი არ არის''- პრემიერი
,,ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად''- ნიკა გვარამია
,რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა''- ირაკლი კობახიძე
მიხეილ ყაველაშვილი:დღეს საქართველოში არის მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობა იმის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს
,,ეს უნდა იყოს პასუხი ყველასთვის, ვინც საქართველოს დისკრედიტაციას ცდილობს''- ლევან მახაშვილი დევიდ ო’სალივანის წერილზე
,,თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და სანდო მეზობელია''- შალვა პაპუაშვილი
,,მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის''- ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი
,,ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა''- ალი ქაან ორბაი
საკანონმდებლო ორგანომ ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო