ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვეტერანებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები, მათ შორის, “საქართველოს გენერალთა კლუბის” აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე და მოხალისეთა ორგანიზაციის_ ა(ა)იპ “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი.

ღონისძიების ფარგლებში, მისასალმებელი სიტყვით, სტუმრებს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიმართეს. მათ თავიანთ გამოსვლაში, ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა, რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში თანამშრომლობის განსაკუთრებული როლი.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მრავალწლიანი, მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობა აქვს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან (TİKA). სააგენტოს მხარდაჭერით, სამსახურის ბენეფიციართათვის, არა ერთი პროექტი განხორციელდა როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე, სამედიცინო კუთხით. მიმდინარე წელს, კი, თურქულმა მხარემ, TİKA-ს მხარდაჭერით, ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მობილური კლინიკა გადასცა; სამსახურის ჩართულობით, TİKA-ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, გომბორის მოხალისეთა მომზადების ბაზაზე, სპეციალურად მოწვეულმა თურქმა სპეციალისტებმა, მოხალისეთა ორგანიზაციის ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ 30 წევრი გადაამზადეს ღია პერიმეტრზე საძიებო-სამაშველო სწავლების პროგრამაში; ამასთან ერთად, TİKA-მ, გომბორის ცენტრს, საძიებო-სამაშველო აღჭურვილობა და სპეცფორმები გადასცა;

ინფორმაციისთვის, 29 ოქტომბერი თურქეთის რესპუბლიკის დღეა — ეს თარიღი აღნიშნავს 1923 წელს რესპუბლიკის გამოცხადებას, როდესაც მუსტაფა ქემალ ათათურქის ხელმძღვანელობით, თურქეთმა აირჩია დემოკრატიული მმართველობის ფორმა და საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე თურქული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. სწორედ ამ დღიდან, თურქეთი, ყოველწლიურად, 29 ოქტომბერს აღნიშნავს რესპუბლიკის დღეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და კომპანია ”ოქეიტვ”-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვეტერანებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
30 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,იუნესკოს კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რათა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა სათანადოდ იყოს წარმოჩენილი''- მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საელჩო ბრაზილიაში თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
,,ვწუხვარ, პატრიარქს განსაცდელი დავატეხე თავს, მადლობა უწმინდესს, რომ დაიცვა ჩემი მღვდლობა ''- არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)
პატრიარქმა არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გაათავისუფლა წინამძღვრობიდან და მღვდელმსახურად გაამწესა
პატრიარქმა არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გაათავისუფლა წინამძღვრობიდან და მღვდელმსახურად გაამწესა
ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეფორმას იწყებს, წყალმომარაგების კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
გაზი ორი დღით შეწყდება - „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს აფრთხილებს
29 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
ეპარქიულ კომისიაზე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ დაკმაყოფილდება-საპატრიარქო
ვეტყვი მეუფე შიოს, მამა ანდრიას და მამა მიქაელს, რომ მე ჯვრის გარეშეც დავიცავ ეკლესიას-დოროთე ყურაშვილი
უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ
პირველი ნოემბრიდან N306 მარშრუტზე 20 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს
28 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი