ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და კომპანია ”ოქეიტვ”-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს "ოქეიტვ"-ის ("OK TV" ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და შპს "ოქეიტვ"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნათია ელბაქიძემ მოაწერეს.

როგორც შპს "ოქეიტვ"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნათია ელბაქიძემ განაცხადა, ვეტერანების თანადგომა არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ საზოგადოების ყველა ფენის პასუხისმგებლობაა; ამიტომაც მისთვის და მთელი კომპანიისთვის, განსაკუთრებული პატივია იმ ადამიანებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა, ვინც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, თავიანთი სიცოცხლითა და ბრძოლით ემსახურნენ ჩვენს ქვეყანას, მომავალ თაობებს კი სამშობლოს ერთგულებისა და მისთვის თავდადების მაგალითი აჩვენეს.

ამ თანადგომის გამოხატულებაა, კომპანიის მიერ ვეტერანებისთვის სპეციალური, შეღავათიანი პაკეტის - " ვეტერანის" შექმნა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თითოეული ბენეფიციარისთვისაა ხელმისაწვდომი.

მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, სამსახურის ბენეფიციარებს, მიაწოდოს სატელევიზიო - საკაბელო მომსახურება განსაკუთრებული, საშეღავათო პირობებით. კომპანია "OK TV" სთავაზობს, ვისაც აქვს ინტერნეტთან წვდომა, OTT ტექნოლოგიით, სატელევიზიო არხების მიწოდებას, რაც გულისხმობს, რომ აბონენტი არაა დამოკიდებული ინტერნეტის კონკრეტულ კომპანიაზე/შესაძლებელია ნებისმიერი ინტერნეტით სარგებლობა; ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციით ტელეფონში; ერთ ბენეფიციარზე, ერთი სატარიფო შეთავაზების ფარგლებში, გათვლილია ორი მოწყობილობის ჩართვა.

კობა კობალაძემ აღნიშნა, რომ მისთვის და ყველა ვეტერანისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადოების, მით უფრო, კერძო სექტორის მხრიდან გამოხატული თანადგომა. მან, სტუმრებს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე და „OK TV"-ის ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი, გოჩა ვაშაძე.

მემორანდუმი ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ.

ინფორმაციისთვის, ბრენდი „Ayety"/„OK TV" - 1993 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. კომპანია გადაიქცა სრულფასოვან, წამყვან სისტემურ ინტეგრატორად, რომლის მიზანია, მომსახურებების დივერსიფიკაცია და ხარისხის უწყვეტი განვითარება. კომპანია ფლობს: ოპტიკურ ქსელს, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სერვისებს; სრულ სატელეკომუნიკაციო ჰაბს, რომელიც აერთიანებს ყველა საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობას; ამჟამად კომპანიის სატელეკომუნიკაციო სერვისების სია მოიცავს მრავალარხიან სატრანზიტო ტელევიზიას;

კომპანიის მიერ მოწოდებული სერვისებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ, დარეკოთ

ცხელ ხაზზე: (+995 032) 2 90 10 11

Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61582964341078

ვებ გვერდი: http://oktv.ge/

ხელმძღვანელობით, თურქეთმა აირჩია დემოკრატიული მმართველობის ფორმა და საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე თურქული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. სწორედ ამ დღიდან, თურქეთი, ყოველწლიურად, 29 ოქტომბერს აღნიშნავს რესპუბლიკის დღეს, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და კომპანია ”ოქეიტვ”-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვეტერანებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
30 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,იუნესკოს კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რათა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა სათანადოდ იყოს წარმოჩენილი''- მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საელჩო ბრაზილიაში თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
,,ვწუხვარ, პატრიარქს განსაცდელი დავატეხე თავს, მადლობა უწმინდესს, რომ დაიცვა ჩემი მღვდლობა ''- არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)
პატრიარქმა არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გაათავისუფლა წინამძღვრობიდან და მღვდელმსახურად გაამწესა
პატრიარქმა არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გაათავისუფლა წინამძღვრობიდან და მღვდელმსახურად გაამწესა
ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეფორმას იწყებს, წყალმომარაგების კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
გაზი ორი დღით შეწყდება - „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს აფრთხილებს
29 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
ეპარქიულ კომისიაზე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ დაკმაყოფილდება-საპატრიარქო
ვეტყვი მეუფე შიოს, მამა ანდრიას და მამა მიქაელს, რომ მე ჯვრის გარეშეც დავიცავ ეკლესიას-დოროთე ყურაშვილი
უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ
პირველი ნოემბრიდან N306 მარშრუტზე 20 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს
28 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი