შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა.

„გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დეტალურად განმარტავს იმ პირთა კატეგორიას, რომელთაც, პირველი ნოემბრის ჩათვლით, ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობათ.

დეკლარაციის წარდგენა ევალება ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე ფიზიკურ პირს: თუ პირის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული (2024) წლის მიხედვით აღემატება 40 000 ლარს და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება (უძრავი ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი, იახტა (კატარღა), შვეულმფრენი, თვითმფრინავი და მსუბუქი ავტომობილ(ებ)ი (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა) და სხვა; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში კი – ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, მოწყობილობები და სხვა.

ამასთან, დამატებით განვმარტავთ, რომ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია ან დარიცხული აქვს გადასახადი და არ იცვლება მონაცემები (სისტემა ავტომატურად მოახდენს წინა წლის ინფორმაციის რეგისტრაციას).

ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ, მოქმედი კანონმდებლობით, არანაირი ცვლილება დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა. შესაბამისად, მეწარმე სუბიექტები/ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარდგენილ დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანონ გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის პირველი აპრილის მდგომარეობით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს და ფინანსური/საბუღალტრო/საკონსულტაციო მომსახურების განმახორციელებელ კომპანიებს, ასევე ცალკეულ ექსპერტებს, თავი შეიკავონ ცრუ, გადასახადის გადამხდელებისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

დეტალური ინფორმაცია ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, მათ შორის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გამომთვლელი, ასევე, ვიდეოინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდსა და შესაბამის ბმულებზე, ასევე, გაეცნოთ ვიდეოინსტრუქციას, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ახალი გამომთვლელს.  ინფორმაციის მისაღებად, ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით – „RS ჩათი“ და „RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს – 2 299 299“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
პარტიების აღშფოთება ცოტა გაუგებარია, თავად აიკრძალეს თავი, თქვეს, არჩევნები არ გვინდა, აზრი არ აქვს ქუჩის და დამხობის გარეშე არაფერსო-გიორგი შარაშიძე
ევროკავშირმა ისწავლა შეცდომებიდან, რომლებიც დაუშვა ბრიტანეთსა და საქართველოსთან, საქართველოს შემთხვევაში ვიცოდით, რომ რუსეთის ჩარევა დიდია, მაგრამ დახმარება არ გაგვიწევია-მარტა კოსი
შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ცესკოს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს, ერლან კოშანოვს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარეს იერლან კოშანოვს შეხვდა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
უმძიმესი ღალატი, რომელიც ჩაიდინა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ აგვისტოს ომის სახით, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს -ირაკლი კობახიძე
,,ხელისუფლება მიჰყვება კონსტიტუციურ ჩანაწერებს''- პრემიერი
,,არავითარი თავისუფლება თავისუფლების მტრებს, ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა''- პრემიერი
,, ჩვენ გვაქვს სურვილი გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა იმ ღირებულებებით, რასაც საუკუნეებია ვიცავთ''- მიხეილ ყაველაშვილი
,,პარტიების აკრძალვა ჩვენი სუბიექტური ინტერესი არ არის''- პრემიერი
,,ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად''- ნიკა გვარამია
,რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა''- ირაკლი კობახიძე
მიხეილ ყაველაშვილი:დღეს საქართველოში არის მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობა იმის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს
,,ეს უნდა იყოს პასუხი ყველასთვის, ვინც საქართველოს დისკრედიტაციას ცდილობს''- ლევან მახაშვილი დევიდ ო’სალივანის წერილზე
,,თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და სანდო მეზობელია''- შალვა პაპუაშვილი
,,მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის''- ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი
,,ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა''- ალი ქაან ორბაი
საკანონმდებლო ორგანომ ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო