ევროკავშირმა ისწავლა შეცდომებიდან, რომლებიც დაუშვა ბრიტანეთსა და საქართველოსთან, საქართველოს შემთხვევაში ვიცოდით, რომ რუსეთის ჩარევა დიდია, მაგრამ დახმარება არ გაგვიწევია-მარტა კოსი
ევროკავშირს პასუხისმგებლობა აკისრია, დაეხმაროს კანდიდატ ქვეყნებს, რომ ისინი ევროპულ გზაზე დარჩნენ, - ამის შესახებ განცხადება გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა გააკეთა.
მისი განმარტებით, ევროკავშირმა ისწავლა გაკვეთილი შეცდომებიდან, რომლებიც დაუშვა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოსთან ურთიერთობაში და ახლა მზად არის, იყოს „უფრო დაჟინებული და მტკიცე", მათ შორის კანდიდატ ქვეყნებში ინვესტირებით, რათა შეებრძოლოს ყალბ ნარატივებს.
მარტა კოსმა აღნიშნა, რომ 2025 წელი გარდამტეხია იმ თვალსაზრისით, თუ როგორ უდგება ევროკომისია გაფართოების პოლიტიკას.
„ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ ჩავდეთ რესურსი, მათ შორის ადამიანური და ფინანსური, უცხოეთიდან მავნე ჩარევის შესაკავებლად. ეს მოიცავდა ევროკავშირის სწრაფი ჰიბრიდული რეაგირების ჯგუფის პირველად გამოყენებასაც", - თქვა კოსმა.
მისი თქმით, შედეგად სარგებელი მიიღო მოლდოვამ, რომლის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საპარლამენტო არჩევნების წინ გააფრთხილა საზოგადოება, რომ რუსეთი ხარჯავდა „ასობით მილიონ ევროს", რათა პროევროპული ძალები დამარცხებულიყვნენ. მისივე თქმით, ევროკავშირის სწრაფი ჰიბრიდული რეაგირების ჯგუფი გააგზავნეს ამ ჩარევის საწინააღმდეგოდ და სანდუს პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
„ჩვენ ვიყავით უკეთესები", - განაცხადა ევროკომისარმა.
კოსის თქმით, ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ ევროკავშირი საბოლოოდ სწავლობს თავის შეცდომებზე
„როცა დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა რეფერენდუმის ჩატარება, ევროკავშირის დამოკიდებულება ასეთი იყო, ეს მათი შიდა საქმეა, ჩვენ არ ჩავერევით. ჩვენ ესეც კი არ ვთქვით: „გთხოვთ, დარჩით ჩვენთან". ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ რუსეთის ჩარევა დიდია, მაგრამ დახმარება არ გაგვიწევია", - თქვა ევროკომისარმა.
გარდა ამისა, კოსის განცხადებით, ეს აჩვენებს, რომ დეზინფორმაციის საკითხში ევროკავშირი საბოლოოდ იწყებს რეალური წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის მიმართ.
„ჩვენ კარგად შევისწავლეთ მათი რუსული ნარატივები, შემოვაბრუნეთ ისინი და ახლა ევროპის მხარდასაჭერად ვიყენებთ. ჩემი აზრით, სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო დაჟინებულები და მტკიცეები, რომ დავიცვათ ჩვენი შეთავაზება და უფრო ახლოს მივიდეთ იმ შიდა დინამიკასთან, რაც კანდიდატ ქვეყნებში არსებობს. იცით, როცა ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს, ესეც ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მას დავეხმაროთ", - განაცხადა კოსმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის გაფართოების კომისარი მომავალ კვირას წარადგენს ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშს კანდიდატი ქვეყნების მიერ გაწევრიანების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ. ამ კონტექსტში კოსი აღნიშნავს, რომ „2025 წელი რეალურად კარგი წელი იყო გაფართოებისთვის" და მიღწეულია „მეტი პროგრესი, ვიდრე ბოლო 15 წლის განმავლობაში", თუმცა, მისივე თქმით, „მომავალი გზა რთული იქნება".
„მომავალ წელს, 2026-ში უფრო მაღალი ფსონები იქნება და იქნება ერთი მთავარი კითხვა: შევძლებთ თუ არა ჩვენ, როგორც ევროკავშირი, შედეგის მიღწევას?" - განაცხადა კოსმა.
მსგავსი სიახლეები
პარტიების აღშფოთება ცოტა გაუგებარია, თავად აიკრძალეს თავი, თქვეს, არჩევნები არ გვინდა, აზრი არ აქვს ქუჩის და დამხობის გარეშე არაფერსო-გიორგი შარაშიძე
ევროკავშირმა ისწავლა შეცდომებიდან, რომლებიც დაუშვა ბრიტანეთსა და საქართველოსთან, საქართველოს შემთხვევაში ვიცოდით, რომ რუსეთის ჩარევა დიდია, მაგრამ დახმარება არ გაგვიწევია-მარტა კოსი
შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ცესკოს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს, ერლან კოშანოვს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარეს იერლან კოშანოვს შეხვდა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
უმძიმესი ღალატი, რომელიც ჩაიდინა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ აგვისტოს ომის სახით, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს -ირაკლი კობახიძე
,,ხელისუფლება მიჰყვება კონსტიტუციურ ჩანაწერებს''- პრემიერი
,,არავითარი თავისუფლება თავისუფლების მტრებს, ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა''- პრემიერი
,, ჩვენ გვაქვს სურვილი გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა იმ ღირებულებებით, რასაც საუკუნეებია ვიცავთ''- მიხეილ ყაველაშვილი
,,პარტიების აკრძალვა ჩვენი სუბიექტური ინტერესი არ არის''- პრემიერი
,,ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად''- ნიკა გვარამია
,რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა''- ირაკლი კობახიძე
მიხეილ ყაველაშვილი:დღეს საქართველოში არის მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობა იმის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს
,,ეს უნდა იყოს პასუხი ყველასთვის, ვინც საქართველოს დისკრედიტაციას ცდილობს''- ლევან მახაშვილი დევიდ ო’სალივანის წერილზე
,,თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და სანდო მეზობელია''- შალვა პაპუაშვილი
,,მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის''- ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი
,,ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა''- ალი ქაან ორბაი
საკანონმდებლო ორგანომ ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო