პარტიების აღშფოთება ცოტა გაუგებარია, თავად აიკრძალეს თავი, თქვეს, არჩევნები არ გვინდა, აზრი არ აქვს ქუჩის და დამხობის გარეშე არაფერსო-გიორგი შარაშიძე
პარტია კი არ უნდა გააუქმო, არჩევნების გზით უნდა დაამარცხო, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიის შექმნის არსი არჩევნებში მონაწილეობაა.
„ჩვენ „ქართული ოცნების" ლოგიკა არ გვესმის, ამიტომ ყველა შესაძლო შედეგისთვის მზად ვიყავით და ვართ. ვინ-ვინ და, „ლელოს" „ნაცმოძრაობის" გვერდით მოხვედრა სრულიად გაუგებარია. რაც ამ პარტიებს დანაშაულები აქვთ ჩადენილი, კარგად ვიცით, მაგრამ პოლიტიკური პარტია არჩევნებით უნდა დაამარცხო. ამიტომ პარტია კი არ უნდა გააუქმო, უნდა დაამარცხო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ პარტიების გზა ბოიკოტი იყო. ფაქტობრივად, ამ პარტიებმა თავიანთი თავი თავად აიკრძალეს. ისინი ამბობენ, რომ „ოცნებასთან" ბრძოლაში, ქუჩის გარდა, არაფერს აზრი არ აქვს. მაშინ პარტია რაში სჭირდება? პარტია მაშინ გჭირდება, როცა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ უთანასწორო ბრძოლაა, ჩვენ და „ლელომ" არჩევნებში მონაწილეობა მივიღეთ. პოლიტიკური პარტია იმისთვის იქმნება, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
ჩემთვის ამ პარტიების ასეთი აღშფოთება ცოტა გაუგებარია, რადგან თავად აიკრძალეს თავი და თავად თქვეს, არჩევნები არ გვინდა, აზრი არ აქვს ქუჩის და დამხობის გარეშე არაფერსო, დამხობის შემდეგ, როცა ყველა კანონი გაუქმდება, არჩევნებში მონაწილეობას შემდეგ მივიღებთო. მაშინ, როცა სხვა ანტიდემოკრატიულ კანონებს როგორც გააუქმებენ, ასე გააუქმებენ ამ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებასაც. თუმცა ჩვენი პოზიცია ხელისუფლების არჩევნების გზით დამარცხებაა", - განაცხადა შარაშიძემ.
როგორც შარაშიძემ აღნიშნა, პარტიის „გახარია საქართველოსთვის" პარლამენტში შესვლით „ქართულ ოცნებას" გამბედავი მოპასუხე გამოუჩნდა.
„ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკის ერთგულები ვართ. ჩვენ სწორმა და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ გადაგვარჩინა. იმის კომპლექსი არ გვაქვს, რომ ვთქვათ, პარტია გვჭირდება ხელისუფლების დასამარცხებლად. ეს პარტიები ამბობენ, რომ არ სჭირდებათ და მათ ნაცვლად როგორ გიპასუხოთ? თავად ამბობენ, რომ ხელისუფლებას არჩევნების გზით ვერ შევცვლითო და რაიმე მეშლება, არ ამბობენ? დაგველოდეთ. არჩევნების გზით შევცვლით. ერთი დღეა, შემოვედით და შევცვალეთ - „ოცნებას" განსხვავებული აზრის ეშინია, ხედავენ, რომ გამბედავი მოპასუხე ჰყავთ", - განაცხადა შარაშიძემ.
მსგავსი სიახლეები
პარტიების აღშფოთება ცოტა გაუგებარია, თავად აიკრძალეს თავი, თქვეს, არჩევნები არ გვინდა, აზრი არ აქვს ქუჩის და დამხობის გარეშე არაფერსო-გიორგი შარაშიძე
ევროკავშირმა ისწავლა შეცდომებიდან, რომლებიც დაუშვა ბრიტანეთსა და საქართველოსთან, საქართველოს შემთხვევაში ვიცოდით, რომ რუსეთის ჩარევა დიდია, მაგრამ დახმარება არ გაგვიწევია-მარტა კოსი
შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ცესკოს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს, ერლან კოშანოვს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარეს იერლან კოშანოვს შეხვდა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
უმძიმესი ღალატი, რომელიც ჩაიდინა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ აგვისტოს ომის სახით, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს -ირაკლი კობახიძე
,,ხელისუფლება მიჰყვება კონსტიტუციურ ჩანაწერებს''- პრემიერი
,,არავითარი თავისუფლება თავისუფლების მტრებს, ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა''- პრემიერი
,, ჩვენ გვაქვს სურვილი გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა იმ ღირებულებებით, რასაც საუკუნეებია ვიცავთ''- მიხეილ ყაველაშვილი
,,პარტიების აკრძალვა ჩვენი სუბიექტური ინტერესი არ არის''- პრემიერი
,,ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად''- ნიკა გვარამია
,რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა''- ირაკლი კობახიძე
მიხეილ ყაველაშვილი:დღეს საქართველოში არის მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობა იმის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს
,,ეს უნდა იყოს პასუხი ყველასთვის, ვინც საქართველოს დისკრედიტაციას ცდილობს''- ლევან მახაშვილი დევიდ ო’სალივანის წერილზე
,,თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და სანდო მეზობელია''- შალვა პაპუაშვილი
,,მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის''- ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი
,,ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა''- ალი ქაან ორბაი
საკანონმდებლო ორგანომ ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო