გვინდა, უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნოს შრომის ბაზრის ანალიზს-შევთანხმდით, რომ ეს ანალიზი მომზადდება ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობით- ირაკლი კობახიძე

ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან. ჩვენ გავაცანით ასოციაციის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს განათლების კონცეფციის შინაარსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს განათლების კონცეფციის შვიდივე პუნქტი.

„გვქონდა საუბარი კონკრეტულ საკითხზე, ეს არის შრომის ბაზრის ანალიზი. ჩვენ გვინდა, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნოს შრომის ბაზრის ანალიზს. ამ ანალიზის განხორციელებაში გვჭირდება ბიზნესის დახმარება, მათი მხარდაჭერა. დღეს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ანალიზი მომზადდება სწორედ ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობით, თანამონაწილეობით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, უმაღლესი განათლების რეფორმას აქვს საგანგებო მნიშვნელობა ბიზნესისთვის.

„როგორც მოგეხსენებათ, არსებითად, ქვეყანაში არის ორი დამსაქმებელი, ეს არის საჯარო სექტორი და კერძო სექტორი, აქედან გამომდინარე, განათლების რეფორმის განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობაც არის მნიშვნელოვანი. დეფიციტი არის ბევრი მიმართულებით. არის დისციპლინები, სადაც ჭარბად მიიღება სტუდენტები და არის დისციპლინები, სადაც არის ძალიან სერიოზული დეფიციტი. შრომის ბაზარზე არის ბევრად მაღალი მოთხოვნა, თან არის საკმაოდ მაღალშემოსავლიანი პროფესიები, თუმცა, სამწუხაროდ, სტუდენტები ნაკლებად ირჩევენ ასეთ სპეციალობებს. ჩვენ გვინდა, რომ სწორად დავაბალანსოთ ეს საკითხი და, მაქსიმალურად შრომით ბაზარზე მორგებით, გადავანაწილოთ კვოტები დისიპლინების მიხედვით და უნივერსიტეტების მიხედვით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 





მსგავსი სიახლეები
1- ელი ნოემბერის ამინდის პროგნოზი
1-ელი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება
,,ყველაზე დიდი კორუმპირებულები თვითონ არიან - სახეზე ეტყობა ადამიანს კორუმპირებული რომ არის''- თემურ ჭყონია
ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას პროკურატურამ ბრალი წაუყენა
კობა კობალაძე სამხედრო საკითხებისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქების კურსის სტუდენტებს ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე, კოდორის (დალის) ხეობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა
მოვუწოდებ ყველას, ვინც თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიულ შენობაში ცხოვრობს, ისარგებლონ ჩანაცვლების პროგრამით -კახა კალაძე
ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის კონცეფცია ბიზნეს ასოციაციის წევრებთან განიხილა
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება
გვინდა, უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნოს შრომის ბაზრის ანალიზს-შევთანხმდით, რომ ეს ანალიზი მომზადდება ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობით- ირაკლი კობახიძე
31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და კომპანია ”ოქეიტვ”-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვეტერანებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
30 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,იუნესკოს კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რათა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა სათანადოდ იყოს წარმოჩენილი''- მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საელჩო ბრაზილიაში თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
,,ვწუხვარ, პატრიარქს განსაცდელი დავატეხე თავს, მადლობა უწმინდესს, რომ დაიცვა ჩემი მღვდლობა ''- არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)
პატრიარქმა არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გაათავისუფლა წინამძღვრობიდან და მღვდელმსახურად გაამწესა