ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის კონცეფცია ბიზნეს ასოციაციის წევრებთან განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის კონცეფცია ბიზნეს ასოციაციის წევრებთან განიხილა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმა ბიზნესთან განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებულ ამოცანებზე დეტალურად ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრი განათლების კონცეფციის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით ბიზნესმენების მოსაზრებებს გაეცნო და მათ კითხვებს უპასუხა.

„ჩვენ გვინდა, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნოს შრომის ბაზრის ანალიზს. ამ ანალიზის განხორციელებაში გვჭირდება ბიზნესის მხარდაჭერა. დღეს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ანალიზი მომზადდება სწორედ ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობით, თანამონაწილეობით. უმაღლესი განათლების რეფორმას საგანგებო მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის. არსებითად, ქვეყანაში არის ორი დამსაქმებელი - საჯარო და კერძო სექტორი. აქედან გამომდინარე, განათლების რეფორმის განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობაც მნიშვნელოვანია. დეფიციტი არის ბევრი მიმართულებით. არის დისციპლინები, სადაც ჭარბად მიიღება სტუდენტები და არის დისციპლინები, სადაც ძალიან სერიოზული დეფიციტია. შრომის ბაზარზე ბევრად მაღალი მოთხოვნაა, თან არის საკმაოდ მაღალშემოსავლიანი პროფესიები, თუმცა, სამწუხაროდ, სტუდენტები ნაკლებად ირჩევენ ასეთ სპეციალობებს. ჩვენ გვინდა, რომ სწორად დავაბალანსოთ ეს საკითხი და მაქსიმალურად შრომით ბაზარზე მორგებით გადავანაწილოთ კვოტები დისციპლინებისა და უნივერსიტეტების მიხედვით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს მთავრობის ცნობით, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს ბიზნესის მოსაზრებებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არის პროფესიები, რომლებზეც მოთხოვნა დიდია, თუმცა ვინაიდან ახალგაზრდები ამ პროფესიებს ნაკლებად ირჩევენ, ბიზნესი საკადრო დეფიციტის გამოწვევის წინაშე დგება, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, განათლების რეფორმა წარიმართოს ისე, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობდეს.

პრემიერ-მინისტრისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

 





მსგავსი სიახლეები
1- ელი ნოემბერის ამინდის პროგნოზი
1-ელი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება
,,ყველაზე დიდი კორუმპირებულები თვითონ არიან - სახეზე ეტყობა ადამიანს კორუმპირებული რომ არის''- თემურ ჭყონია
ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას პროკურატურამ ბრალი წაუყენა
კობა კობალაძე სამხედრო საკითხებისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქების კურსის სტუდენტებს ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე, კოდორის (დალის) ხეობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა
მოვუწოდებ ყველას, ვინც თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიულ შენობაში ცხოვრობს, ისარგებლონ ჩანაცვლების პროგრამით -კახა კალაძე
ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის კონცეფცია ბიზნეს ასოციაციის წევრებთან განიხილა
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება
გვინდა, უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნოს შრომის ბაზრის ანალიზს-შევთანხმდით, რომ ეს ანალიზი მომზადდება ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობით- ირაკლი კობახიძე
31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და კომპანია ”ოქეიტვ”-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვეტერანებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
30 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,იუნესკოს კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რათა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა სათანადოდ იყოს წარმოჩენილი''- მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საელჩო ბრაზილიაში თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
,,ვწუხვარ, პატრიარქს განსაცდელი დავატეხე თავს, მადლობა უწმინდესს, რომ დაიცვა ჩემი მღვდლობა ''- არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)
პატრიარქმა არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გაათავისუფლა წინამძღვრობიდან და მღვდელმსახურად გაამწესა