დაახლოებით 20 მილიონია ამოღებული, ეს თანხები მთლიანად მიექცევა ბიუჯეტში -პრემიერი

დაახლოებით 20 მილიონია ამოღებული და ეს თანხები მთლიანად მიექცევა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და სახელმწიფო ბიუჯეტს აუნაზღაურდება ის დანაკლისი, რომელიც მიიღო კონკრეტული სავარაუდო კორუფციული ფაქტებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

პრემიერის თქმით, 2024 წლის 8 თებერვლიდან, კონკრეტულად, როცა ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, მიღებული იქნა არაერთი ზომა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამორიცხულიყო კორუფცია ქვეყანაში.

 

„რაც შეეხება თანხების ამოღებას, დაახლოებით 20 მილიონის თანხებია ამოღებული და ეს თანხები მთლიანად მიექცევა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და სახელმწიფო ბიუჯეტს აუნაზღაურდება ის დანაკლისი, რომელიც მიიღო კონკრეტული სავარაუდო კორუფციული ფაქტებიდან გამომდინარე. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ამაზე შესაბამისი უწყებები გაგცემენ პასუხს. რაც შეეხება ჩვენს პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობდა ობიექტური გარემოებები, რომლის გამოც შეუძლებელი იყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვიწევდა ძალიან მძიმე ფრონტზე ბრძოლა, რაღაცეებში ჩაღრმავება იყო შეუძლებელი, თუმცა ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში, გამოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი სიტყვით და მან გააკეთა პირდაპირი განცხადებები კორუფციის მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. იმ დღიდან მოყოლებული, 2024 წლის 8 თებერვლიდან კონკრეტულად, როცა ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, ჩვენ მივიღეთ არაერთი ზომა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოგვერიცხა კორუფცია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, როცა საუბარია იმაზე, რომ აქ ჩვენ ფულის ამოღება გვინდა თუ სხვა რამ - ფულის ამოღებაც გვინდა ბიუჯეტისთვის, მაგრამ ჩვენ ჩვენს დამოკიდებულებას კორუფციისადმი ვაჩვენებთ არა მხოლოდ იმით, რომ წარსულ საქმეებში ჩავიხედეთ, არამედ, იმით, რომ 2024 წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული ვდგამთ ყველა ნაბიჯს იმისათვის, რომ მთავრობის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარიმართოს ყველა პროცედურა, მათ შორის, ტენდერები, პრივატიზაცია და ა.შ. ეს აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას, რომ ჩვენ ყველა ნაბიჯი გადავდგით კორუფციის აღსაკვეთად ჩვენს ქვეყანაში, რის შედეგებსაც საზოგადოება იხილავს", - განაცხადა პრემიერმა.





მსგავსი სიახლეები
ტიერი მარიანი: ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით
,, ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, თუ რა მიმართულებით წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ეს არის საქართველოს მორჩილების გეგმის ნაწილი,''- დიმიტრი ხუნდაძე
,,ახალ ინიციატივებზე მუშაობისას სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის საჭირობები''- პრემიერი
უნდა დაიწყოს მომზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ სამ წელიწადში - ნინო ლომჯარია
იუნესკო-ს კონფერენციის ფარგლებში, ქალაქ სამარყანდში ქართული კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი პავილიონი გაიხსნა და მიღება გაიმართა
"ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რეალობას აცდენილი, ტყუილებით გაჟღენთილი და რადიკალური ოპოზიციისათვის წამახალისებელი იყო-დიმიტრი ხუნდაძე
ევროპარლამენტის ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გამო საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდეგ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს-შალვა პაპუაშვილი
,, ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული შეიქმნა''- ლევან ჟორჟოლიანი
,,განახლებულ სტრატეგიაში ჩაიდება განახლებული მიზნები''- ლევან ჟორჟოლიანი
,, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობები''- მაკა ბოჭორიშვილი
კახა კალაძე - ვინ იქნება დაკავებული, ამაზე საუბარი გამიჭირდება
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია და ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება -ირაკლი კობახიძე
ბიძინა ივანიშვილმა 2023 წლის დეკემბერში გააკეთა მინიშნებები, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან, იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები -ირაკლი კობახიძე
ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ვმუშაობთ აბსოლუტურად სუფთად, ამოიღეთ ნებისმიერი აქტი, გადაწყვეტილება, თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ამაზე მე ვაგებ პასუხს -ირაკლი კობახიძე
გახარიას პარტიამ თავი გადაირჩინა, რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან-ირაკლი კობახიძე
ვერც კი წარმომიდგენია, 20 წლის წინ ასეთი რამ გაეკეთებინა გერმანიის ბუნდესტაგს, კითხვებზე პასუხს საერთოდ არ სცემენ და რასაც პასუხობენ, ისიც ტყუილია -ირაკლი კობახიძე
დაახლოებით 20 მილიონია ამოღებული, ეს თანხები მთლიანად მიექცევა ბიუჯეტში -პრემიერი
დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია
ვინმე თუ მოგვაწვდის ინფორმაციას, რომ სადღაც კორუფცია იყო, მზად ვართ, ჩავიხედოთ ყველაფერში, თვალს არ დავხუჭავთ, სადაც ეჭვები გვქონდა, ზომებიც მივიღეთ-ირაკლი კობახიძე