ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია და ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება -ირაკლი კობახიძე

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია და ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, თუ ევროპული ბიუროკრატია შეიცვლება, შეიცვლება პირობებიც.

 

„ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე. რაც შეეხება ევროკავშირს, სად იყო 28 ნოემბერი, როდესაც მანამდე, ზაფხულში, სტრატეგიული დიალოგი შეაჩერეს საქართველოსთან. ეს იყო რევოლუციის გამჭვირვალობის კანონის გამო და თუ უნდოდათ რევოლუციის მოწყობა, ეს სხვა საქმეა. ამ კანონის შინაარსი იყო ის, რომ თუ რევოლუცია უნდა ვინმეს, გამჭვირვალედ მაინც მოაწყოს ეს რევოლუცია. ამას ეხებოდა ეს კანონი. ამიტომ, იქაც არ ჰქონდათ არავითარი საფუძველი. ეს არის დღევანდელი დამოკიდებულება. თუ პრაგმატულ პოლიტიკაზე გადავლენ, ეს იქნება ძალიან კარგი. ჩვენ ველოდებით 2030 წელს და იმედი გვაქვს, რომ მანამდე ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები. იგივე, რაც ხდება გერმანიის პარლამენტში - ან ტყუილს პასუხობენ, არ პასუხობენ. როგორ შეიძლება, ასე მუშაობდეს ევროპული ბიუროკრატია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია და ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება. თუ ბიუროკრატია შეიცვლება, შეიცვლება პირობებიც და აღარ იქნება ის პირობები, რომელიც მაგალითად, დაკავშირებულია „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნებასთან ხელისუფლებაში. რასაც სასამართლო რეფორმას უწოდებდნენ, ესეც გულისხმობდა სასამართლოზე კონტროლის დაბრუნებას „ნაცმოძრაობის" ხელში. ეს იყო სინამდვილეში, რასაც ითხოვდნენ. თუ შეიცვლება მიდგომები, შეიცვლება პირობებიც", - განაცხადა პრემიერმა.

 





მსგავსი სიახლეები
ტიერი მარიანი: ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით
,, ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, თუ რა მიმართულებით წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ეს არის საქართველოს მორჩილების გეგმის ნაწილი,''- დიმიტრი ხუნდაძე
,,ახალ ინიციატივებზე მუშაობისას სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის საჭირობები''- პრემიერი
უნდა დაიწყოს მომზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ სამ წელიწადში - ნინო ლომჯარია
იუნესკო-ს კონფერენციის ფარგლებში, ქალაქ სამარყანდში ქართული კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი პავილიონი გაიხსნა და მიღება გაიმართა
"ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რეალობას აცდენილი, ტყუილებით გაჟღენთილი და რადიკალური ოპოზიციისათვის წამახალისებელი იყო-დიმიტრი ხუნდაძე
ევროპარლამენტის ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გამო საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდეგ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს-შალვა პაპუაშვილი
,, ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული შეიქმნა''- ლევან ჟორჟოლიანი
,,განახლებულ სტრატეგიაში ჩაიდება განახლებული მიზნები''- ლევან ჟორჟოლიანი
,, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობები''- მაკა ბოჭორიშვილი
კახა კალაძე - ვინ იქნება დაკავებული, ამაზე საუბარი გამიჭირდება
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია და ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება -ირაკლი კობახიძე
ბიძინა ივანიშვილმა 2023 წლის დეკემბერში გააკეთა მინიშნებები, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან, იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები -ირაკლი კობახიძე
ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ვმუშაობთ აბსოლუტურად სუფთად, ამოიღეთ ნებისმიერი აქტი, გადაწყვეტილება, თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ამაზე მე ვაგებ პასუხს -ირაკლი კობახიძე
გახარიას პარტიამ თავი გადაირჩინა, რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან-ირაკლი კობახიძე
ვერც კი წარმომიდგენია, 20 წლის წინ ასეთი რამ გაეკეთებინა გერმანიის ბუნდესტაგს, კითხვებზე პასუხს საერთოდ არ სცემენ და რასაც პასუხობენ, ისიც ტყუილია -ირაკლი კობახიძე
დაახლოებით 20 მილიონია ამოღებული, ეს თანხები მთლიანად მიექცევა ბიუჯეტში -პრემიერი
დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია
ვინმე თუ მოგვაწვდის ინფორმაციას, რომ სადღაც კორუფცია იყო, მზად ვართ, ჩავიხედოთ ყველაფერში, თვალს არ დავხუჭავთ, სადაც ეჭვები გვქონდა, ზომებიც მივიღეთ-ირაკლი კობახიძე