,,ყველაზე დიდი კორუმპირებულები თვითონ არიან - სახეზე ეტყობა ადამიანს კორუმპირებული რომ არის''- თემურ ჭყონია
„ბიზნესი ვერ გრძნობს კორუფციას“, ეს რაღაც არასწორი გამონათქვამია - გზები არ შენდება, უხარისხოა, ვიგრძნობთ, როგორ არ ვიგრძნობთ, აბა, ვინ უნდა იგრძნოს? გზებზე მილიონებია დახარჯული, მიდიხარ და მანქანები „ხტუნაობით“ დარბიან, ეს შეიძლება?- ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის პოზიციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ კორუფცია, შესაძლოა, არის, თუმცა ამას ბიზნესი ფართოდ ვერ გრძნობს.
თემურ ჭყონიას თქმით, მას ვერც წარმოედგინა, ქვეყანაში თუ ამ დონის კორუფცია არსებობდა.
„ბიზნესში შენ შეიძლება ვერ გრძნობ კორუფციას“, ეს რაღაც არასწორი გამონათქვამია. კორუფცია არის ქვეყნის ავადმყოფობა და თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობ, უნდა გაწუხებდეს. ამ მასშტაბის კორუფცია, რასაც ჩვენ დღეს ვისმენთ, არ ვიცი, რამდენი წელიწადია საქართველოში ვარ, ამდენ ადამიანს ვიცნობ ვისაც ხელი წაუცდება, მაგრამ თუ ამ დონის კორუფცია იყო, ასეთი თანხების, ვერც წარმომედგინა და ეს თანხები თუ არსებობდა საქართველოში, ესეც არ ვიცოდი.
შეიძლება კორუფცია შენ შენ თავზე ვერ იგრძნო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს ასეთი დამღუპველი კორუფცია. როდესაც სკოლები არ რემონტდება, არ შენდება, გზები არ შენდება, უხარისხოა - ვიგრძნობთ, როგორ არ ვიგრძნობთ, აბა, ვინ უნდა იგრძნოს? გზებზე მილიონებია დახარჯული, მიდიხარ და მანქანები „ხტუნაობით“ დარბიან, ეს შეიძლება? ბავშვები ვერ სწავლობენ იმის გამო, რომ სკოლა არ აშენდა თავის დროზე. ამას წინათ, რაღაც სკოლა აჩვენეს, ისეთი ფასადი ჰქონდა და ისეთი სიბინძურე იყო“.... განაცხადა თემურ ჭყონია.
მან ასევე ისაუბრა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ დაწყებულ გამოძიებაზე. ჭყონია იმედოვნებს, რომ დაწყებული გამოძიება არ შეჩერდება.
„ერთი მომენტია, კორუფციის თემას, რა გაგრძელება ექნება. მე იმედი მაქვს, რომ შეუჩერებელი იქნება და უნდა იყოს შეუჩერებელი იმიტომ, რომ ახლა რომ ვაკვირდები, არიან ადამიანების კატეგორიები, ინტერვიუებსაც იძლევიან, ისეთი ტიპები, რომლებიც კორუფციას ებრძვიან და მე მგონი, ყველაზე დიდი კორუმპირებულები თვითონ არიან, ვატყობ, სახეზე ეტყობა ადამიანს კორუმპირებული რომ არის“, -განაცხადა თემურ ჭყონიამ.
რაც შეეხება შეკითხვას, უჭერს თუ არა მხარს განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმას, როგორც ჭყონიამ აღნიშნა, „განათლება რომ რეფორმას საჭიროებს, რად უნდა ამას ლაპარაკი, ამ გაუნათლებელ ქვეყანაში“.
„ეს არის თემა, რომელიც არის განხილვის, შესწავლის და ა.შ. თემა, თორემ რეფორმას რომ საჭიროებს განათლება, რად უნდა ამას ლაპარაკი, ამ გაუნათლებელ ქვეყანაში“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
მსგავსი სიახლეები
1- ელი ნოემბერის ამინდის პროგნოზი
1-ელი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება
,,ყველაზე დიდი კორუმპირებულები თვითონ არიან - სახეზე ეტყობა ადამიანს კორუმპირებული რომ არის''- თემურ ჭყონია
ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას პროკურატურამ ბრალი წაუყენა
კობა კობალაძე სამხედრო საკითხებისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქების კურსის სტუდენტებს ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე, კოდორის (დალის) ხეობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა
მოვუწოდებ ყველას, ვინც თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიულ შენობაში ცხოვრობს, ისარგებლონ ჩანაცვლების პროგრამით -კახა კალაძე
ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის კონცეფცია ბიზნეს ასოციაციის წევრებთან განიხილა
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება
გვინდა, უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნოს შრომის ბაზრის ანალიზს-შევთანხმდით, რომ ეს ანალიზი მომზადდება ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობით- ირაკლი კობახიძე
31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და კომპანია ”ოქეიტვ”-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვეტერანებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
30 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,იუნესკოს კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რათა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა სათანადოდ იყოს წარმოჩენილი''- მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საელჩო ბრაზილიაში თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
,,ვწუხვარ, პატრიარქს განსაცდელი დავატეხე თავს, მადლობა უწმინდესს, რომ დაიცვა ჩემი მღვდლობა ''- არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)
პატრიარქმა არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გაათავისუფლა წინამძღვრობიდან და მღვდელმსახურად გაამწესა