ევროპარლამენტის ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გამო საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდეგ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს-შალვა პაპუაშვილი

კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ევრონესტი უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის ნებას და საკუთარი შეხედულებისამებრ აუქმებს მისი წევრი ქვეყნის არჩევნებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროპარლამენტის ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდგომ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელშიც არ მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მიიღო რამდენიმე რეზოლუცია. ტრადიციისამებრ, აღნიშნულ დოკუმენტებში მოცემული უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შემდგომი განვითარების, ასევე, მის წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგისა და პარტნიორობის ხელშეწყობის ხედვები.

საქართველოსადმი მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული პოზიციებით ცნობილმა ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა რეზოლუციის ტექსტებში დაამატა ისეთი ჩანაწერები, რაც ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ქართული საზოგადოებისთვის. მათ შორის, ერთ-ერთი რეზოლუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს - „გაყალბებულად", ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას კი „თვითგამოცხადებულად" მოიხსენიებს. აგრეთვე, პოლიციელებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავმდამსხმელ პირებს, რომელთა მიმართაც დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები, „პოლიტიკურ პატიმრებს" უწოდებს, რითიც სრულად უგულებელყოფს კანონის უზენაესობის სტანდარტებს.

ნათელია, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა გადააქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავს მოხვევის იარაღად. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ევრონესტი უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის ნებას და ამ გზით, დამფუძნებელი მანდატის მიღმა, საკუთარი შეხედულებისამებრ აუქმებს მისი წევრი ქვეყნის არჩევნებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

შესაბამისად, ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწროპოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, განცხადების თანახმად, პაპუაშვილი მოუწოდებს ევროპარლამენტს, უარი თქვას ვიწროპოლიტიკურ დღის წესრიგზე და პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპარლამენტს, უარი თქვას ვიწროპოლიტიკურ დღის წესრიგზე და პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. მისი დღევანდელი ანტიდემოკრატიული მიდგომები არის პირდაპირი გზა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თვითიზოლაციისა და მარგინალიზაციისკენ.

საქართველოს ყოველთვის კონსტრუქციული, ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში. ევროპარლამენტის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგისთვის შესაბამისი პირობების გაჩენის შემთხვევაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მზად იქნება, ხელახლა ჩაერთოს აღმოსავლეთ პარტნიორობის აღნიშნულ საპარლამენტო პლატფორმაში", - ნათქვამია განცხადებაში.

„ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა.

 





მსგავსი სიახლეები
ტიერი მარიანი: ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით
,, ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, თუ რა მიმართულებით წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ეს არის საქართველოს მორჩილების გეგმის ნაწილი,''- დიმიტრი ხუნდაძე
,,ახალ ინიციატივებზე მუშაობისას სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის საჭირობები''- პრემიერი
უნდა დაიწყოს მომზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ სამ წელიწადში - ნინო ლომჯარია
იუნესკო-ს კონფერენციის ფარგლებში, ქალაქ სამარყანდში ქართული კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი პავილიონი გაიხსნა და მიღება გაიმართა
"ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რეალობას აცდენილი, ტყუილებით გაჟღენთილი და რადიკალური ოპოზიციისათვის წამახალისებელი იყო-დიმიტრი ხუნდაძე
ევროპარლამენტის ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გამო საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდეგ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს-შალვა პაპუაშვილი
,, ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული შეიქმნა''- ლევან ჟორჟოლიანი
,,განახლებულ სტრატეგიაში ჩაიდება განახლებული მიზნები''- ლევან ჟორჟოლიანი
,, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობები''- მაკა ბოჭორიშვილი
კახა კალაძე - ვინ იქნება დაკავებული, ამაზე საუბარი გამიჭირდება
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია და ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება -ირაკლი კობახიძე
ბიძინა ივანიშვილმა 2023 წლის დეკემბერში გააკეთა მინიშნებები, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან, იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები -ირაკლი კობახიძე
ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ვმუშაობთ აბსოლუტურად სუფთად, ამოიღეთ ნებისმიერი აქტი, გადაწყვეტილება, თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ამაზე მე ვაგებ პასუხს -ირაკლი კობახიძე
გახარიას პარტიამ თავი გადაირჩინა, რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან-ირაკლი კობახიძე
ვერც კი წარმომიდგენია, 20 წლის წინ ასეთი რამ გაეკეთებინა გერმანიის ბუნდესტაგს, კითხვებზე პასუხს საერთოდ არ სცემენ და რასაც პასუხობენ, ისიც ტყუილია -ირაკლი კობახიძე
დაახლოებით 20 მილიონია ამოღებული, ეს თანხები მთლიანად მიექცევა ბიუჯეტში -პრემიერი
დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია
ვინმე თუ მოგვაწვდის ინფორმაციას, რომ სადღაც კორუფცია იყო, მზად ვართ, ჩავიხედოთ ყველაფერში, თვალს არ დავხუჭავთ, სადაც ეჭვები გვქონდა, ზომებიც მივიღეთ-ირაკლი კობახიძე