"ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რეალობას აცდენილი, ტყუილებით გაჟღენთილი და რადიკალური ოპოზიციისათვის წამახალისებელი იყო-დიმიტრი ხუნდაძე

მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობისათვის და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ საქართველოზე უსამართლო ზეწოლა მოახდინოს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ევრონესტის" ასამბლეა საქართველოზე ზეწოლისთვის იქნა გამოყენებული.

„„ევრონესტის" ასამბლეა, რომელიც სომხეთში ჩატარდა და მას საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლობა არ ესწრებოდა, პარტნიორ ქვეყნებზე, განსაკუთრებით კი საქართველოზე, ზეწოლისთვის კიდევ ერთხელ იქნა გამოყენებული. მათ მიერ მიღებული რეზოლუცია რეალობას აცდენილი, ტყუილებით გაჟღენთილი და რადიკალური ოპოზიციისათვის წამახალისებელი იყო. რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. სწორედ ამიტომ, საქართველოს დელეგაციის ასეთ ასამბლეაში მონაწილეობა აზრს კარგავს. ეს არის საქართველოს დამორჩილების გეგმის ნაწილი და ეს ჩვენს ქვეყანაზე მორიგი შემოტევა. თუმცა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს დავიცავთ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობისათვის და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ საქართველოზე უსამართლო ზეწოლა მოახდინოს, არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადოს მაშინ, როდესაც დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არ არსებობს. ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება, ეს არის მტრული დამოკიდებულება და ასეთი ურთიერთობის გაგრძელებას უბრალოდ აზრი არ აქვს", - განაცხადა ხუნდაძემ.

„ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა.

 





მსგავსი სიახლეები
ტიერი მარიანი: ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით
,, ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, თუ რა მიმართულებით წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ეს არის საქართველოს მორჩილების გეგმის ნაწილი,''- დიმიტრი ხუნდაძე
,,ახალ ინიციატივებზე მუშაობისას სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის საჭირობები''- პრემიერი
უნდა დაიწყოს მომზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ სამ წელიწადში - ნინო ლომჯარია
იუნესკო-ს კონფერენციის ფარგლებში, ქალაქ სამარყანდში ქართული კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი პავილიონი გაიხსნა და მიღება გაიმართა
"ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რეალობას აცდენილი, ტყუილებით გაჟღენთილი და რადიკალური ოპოზიციისათვის წამახალისებელი იყო-დიმიტრი ხუნდაძე
ევროპარლამენტის ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გამო საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდეგ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს-შალვა პაპუაშვილი
,, ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული შეიქმნა''- ლევან ჟორჟოლიანი
,,განახლებულ სტრატეგიაში ჩაიდება განახლებული მიზნები''- ლევან ჟორჟოლიანი
,, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობები''- მაკა ბოჭორიშვილი
კახა კალაძე - ვინ იქნება დაკავებული, ამაზე საუბარი გამიჭირდება
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია და ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება -ირაკლი კობახიძე
ბიძინა ივანიშვილმა 2023 წლის დეკემბერში გააკეთა მინიშნებები, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან, იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები -ირაკლი კობახიძე
ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ვმუშაობთ აბსოლუტურად სუფთად, ამოიღეთ ნებისმიერი აქტი, გადაწყვეტილება, თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ამაზე მე ვაგებ პასუხს -ირაკლი კობახიძე
გახარიას პარტიამ თავი გადაირჩინა, რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან-ირაკლი კობახიძე
ვერც კი წარმომიდგენია, 20 წლის წინ ასეთი რამ გაეკეთებინა გერმანიის ბუნდესტაგს, კითხვებზე პასუხს საერთოდ არ სცემენ და რასაც პასუხობენ, ისიც ტყუილია -ირაკლი კობახიძე
დაახლოებით 20 მილიონია ამოღებული, ეს თანხები მთლიანად მიექცევა ბიუჯეტში -პრემიერი
დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია
ვინმე თუ მოგვაწვდის ინფორმაციას, რომ სადღაც კორუფცია იყო, მზად ვართ, ჩავიხედოთ ყველაფერში, თვალს არ დავხუჭავთ, სადაც ეჭვები გვქონდა, ზომებიც მივიღეთ-ირაკლი კობახიძე