უნდა დაიწყოს მომზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ სამ წელიწადში - ნინო ლომჯარია

ბოლო წლებში ოპოზიციური სპექტრის მიერ არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე, რამაც „ქართული ოცნების" რეჟიმის გახანგრძლივებას შეუწყო ხელი. უკვე წლებია, რაც ოპოზიცია კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ ახერხებს შეთანხმებას და რეჟიმთან სწორი ტაქტიკით ბრძოლას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს გარემოება ასევე ძალიან დიდ დარტყმას აყენებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას.

„მინდა, გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება, რა არის გასაკეთებელი და რა უნდა იყოს მომავლის გეგმა. ჯერ დავიწყებდი დაშვებული შეცდომებით. ბოლო წლებში ოპოზიციური სპექტრის მიერ არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე, რამაც „ქართული ოცნების" რეჟიმის გახანგრძლივებას შეუწყო ხელი. მაგალითად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია მაქსიმუმ ორ ძლიერ ბანაკად უნდა გაერთიანებულიყო და არა 4-5 ალტერნატივად. ამ ცხადი საზოგადოებრივი დაკვეთის უგულვებელყოფამ გამოიწვია ის, რომ ფრაგმენტირებულმა ოპოზიციამ ვერ მოახერხა საარჩევნო უბნებზე ხმების უკეთ დაცვა, ხოლო, არჩევნების გაყალბების შემდგომ ფრუსტრირებულმა საზოგადოებამ წყენა და უნდობლობა ისევ ოპოზიციის მისამართით მიმართა.

ასევე, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე რეჟიმის ამოცანა არ იყო არჩევნებში ოპოზიციას მიეღო ან არ მიეღო მონაწილეობა, რეჟიმის ამოცანა იყო - ოპოზიციის ნაწილს მიეღო და ნაწილს არ მიეღო მონაწილეობა. ფაქტია, ეს მიზანი ოპოზიციის ურთიერთდაპირისპირებული სტრატეგიის შედეგად მიღწეულ იქნა.

მე არ ვაპირებ გავარჩიო, ვინ მეტად იყო ამ ყველაფერში დამნაშავე და ვინ ნაკლებად, რადგან ამაზე დავა არაფრის მომტანია. მე უბრალოდ ვამტკიცებ, რომ უკვე წლებია, რაც ოპოზიცია კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ ახერხებს შეთანხმებას და რეჟიმთან სწორი ტაქტიკით ბრძოლას.

ეს გარემოება ასევე ძალიან დიდ დარტყმას აყენებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას. დასავლეთის მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ უპირობო და ერთსულოვანია, თუმცა, დასავლეთმა არ იცის, ვის ან რა პროცესებს დაუჭიროს მხარი, ვინაიდან არ არსებობს ერთიანი მოთხოვნები, ერთიანი სტრატეგია, ერთიანი გუნდი, რომელიც ქართველი ხალხის საპროტესტო, პროევროპულ ხმას გამოხატავს.

ახლა, რა არის, ჩემი აზრით, გამოსავალი. რა უნდა გაკეთდეს:

⁃ უნდა დაიწყოს მზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ სამ წელიწადში, არა აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ შემთხვევაში მას სჭირდება მომზადება, რაც ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს! მომზადება გულისხმობს:

ა. წინააღმდეგობის იდეის გარშემო შეკრებილი ადამიანების ერთობას, საზოგადოებრივი დაკვეთის გათვალისწინებით ერთიან სიას;

ბ. პოლიტიკური გუნდის ხედვების მომზადებას და საზოგადოებასთან ეფექტურ კომუნიკაციას - საზოგადოებისთვის ნათლად ახსნას, რა სიკეთეს მოიტანს მათთვის პოლიტიკური ცვლილებები, მათ შორის ხედვების წარმოდგენას გარდამავალი მართლმსაჯულების, სოციალურ-ეკონომიკურ და უსაფრთოების საკითხებზე;

გ. არჩევნებზე სანდო დამკვირვებლების მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ მომზადებას.

⁃ ამასთან, უნდა შეწყდეს მოკავშირეების/პოტენციური მოკავშირეების მიმართ სიძულვილის გაღვივება, დაუსრულებელი ბრალდებები, თავდასხმები, კუდიანების და აგენტების იარლიყის მიკერება;

⁃ პარალელურად, პროტესტის გაგრძელება სასიცოცხლოდ აუცილებელია;

⁃ უნდა გაგრძელდეს უკანონოდ დაკავებულთა, უკანონოდ გათავისუფლებულთა და სხვაგვარად რეპრესირებულთა უფლებებისთვის ბრძოლა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო სასამართლოში;

⁃ პოლიტიკური ბრძოლის იარაღი მხოლოდ მშვიდობიანი წინააღმდეგობაა.

შედეგები:

- საზოგადოების საპროტესტო ენერგიის კონსოლოდაცია ერთიანი პოლიტიკური ხედვის და იდეის გარშემო.

⁃ აქტივისტებისთვის საკუთარი როლის და ადგილის პოვნა წინააღმდეგობის ორგანიზებულ ინიციატივაში;

⁃ ნიჰილიზმის ჩანაცვლება ქმედებით;

⁃ საზოგადოების როლის ზრდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში;

⁃ რეჟიმის მიმართ ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა, რის მიმართაც ყველაზე მეტად მოწყვლადები არიან", - წერს ნინო ლომჯარია.

 





მსგავსი სიახლეები
ტიერი მარიანი: ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით
,, ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, თუ რა მიმართულებით წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ეს არის საქართველოს მორჩილების გეგმის ნაწილი,''- დიმიტრი ხუნდაძე
,,ახალ ინიციატივებზე მუშაობისას სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის საჭირობები''- პრემიერი
უნდა დაიწყოს მომზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ სამ წელიწადში - ნინო ლომჯარია
იუნესკო-ს კონფერენციის ფარგლებში, ქალაქ სამარყანდში ქართული კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი პავილიონი გაიხსნა და მიღება გაიმართა
"ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რეალობას აცდენილი, ტყუილებით გაჟღენთილი და რადიკალური ოპოზიციისათვის წამახალისებელი იყო-დიმიტრი ხუნდაძე
ევროპარლამენტის ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გამო საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდეგ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს-შალვა პაპუაშვილი
,, ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული შეიქმნა''- ლევან ჟორჟოლიანი
,,განახლებულ სტრატეგიაში ჩაიდება განახლებული მიზნები''- ლევან ჟორჟოლიანი
,, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობები''- მაკა ბოჭორიშვილი
კახა კალაძე - ვინ იქნება დაკავებული, ამაზე საუბარი გამიჭირდება
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია და ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება -ირაკლი კობახიძე
ბიძინა ივანიშვილმა 2023 წლის დეკემბერში გააკეთა მინიშნებები, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან, იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები -ირაკლი კობახიძე
ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ვმუშაობთ აბსოლუტურად სუფთად, ამოიღეთ ნებისმიერი აქტი, გადაწყვეტილება, თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ამაზე მე ვაგებ პასუხს -ირაკლი კობახიძე
გახარიას პარტიამ თავი გადაირჩინა, რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან-ირაკლი კობახიძე
ვერც კი წარმომიდგენია, 20 წლის წინ ასეთი რამ გაეკეთებინა გერმანიის ბუნდესტაგს, კითხვებზე პასუხს საერთოდ არ სცემენ და რასაც პასუხობენ, ისიც ტყუილია -ირაკლი კობახიძე
დაახლოებით 20 მილიონია ამოღებული, ეს თანხები მთლიანად მიექცევა ბიუჯეტში -პრემიერი
დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია
ვინმე თუ მოგვაწვდის ინფორმაციას, რომ სადღაც კორუფცია იყო, მზად ვართ, ჩავიხედოთ ყველაფერში, თვალს არ დავხუჭავთ, სადაც ეჭვები გვქონდა, ზომებიც მივიღეთ-ირაკლი კობახიძე