,,როგორ ვაკეთო საქმე ადამიანთან, რომელიც ჩემს მიმართ უპასუხისმგებლოდ იქცევა''- გრიგოლ გეგელია

როგორ ვაკეთო საქმე ადამიანთან, რომელიც ჩემს მიმართ უპასუხისმგებლოდ იქცევა, გუშინწინ რაღაცებს რომ მეძახი და დღეს გაერთიანებაო?, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანების მხრიდან პასუხისმგებლობას თუ დაინახავს, მაშინ შეიძლება, რამეზე ფიქრი.

„ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა საკუთარ პასუხისმგებლობას უნდა გადახედოს, როდესაც ჩვენზე ლაპარაკობს. არსად წავსულვართ. შეხედეთ რასაც ლაპარაკობდნენ ჩვენზე სამი თვის განმავლობაში, სიტყვას ხომ არ აქვს მართლაც ჩალის ფასი. ძალიან კარგად მახსოვს, მთელი რიგი პოლიტიკური სუბიექტები და მათი წამყვანი სპიკერები ამბობდნენ, თურმე ჩვენი პოლიტიკური ძალა არის გარიგებული. ამაზე ბოდიშს მოიხდიან? ჩვენ არავისზე გვითქვამს, რომ მოღალატეები არიან, სამი თვე თავს რომ გვესხმოდნენ უაზროდ. სად უნდა დავბრუნდე, წავედი სადმე? გაერთიანებას რომ მთავაზობს ადამიანი, რომელიც გუშინწინ ამბობდა სიცრუეს, თითქოს „ლელო“ გაჩუმებისთვის ვიღაცას ფულს სთავაზობდა. ეს იყო სიცრუე, არ დავასახელებ სახელს და გვარს. ჩვენ არ გვჩვევია ბუტიაობა, ეროვნულ ინტერესს მივყვებით, მაგრამ, გაერთიანებას რომ მთავაზობ, ჯერ ერთი რაში გაერთიანებას, ეს არ ვიცით, შინაარსი უნდა ვიცოდეთ, სად ვერთიანდებით. მაინტერესებს, ამ ქვეყანაში არ უნდა დადგეს დრო, როდესაც სიტყვას აქვს ფასი. მოსულა, რომ გუშინწინ მეძახი, „გაურიგდი“ და დღეს გაერთიანებაო? ჩვენი ორი ლიდერი ციხეში იჯდა, უმძიმეს კვირებს გავდიოდით, ვიბრძოდით და ვიღაცები რაღაცებს ყურში გვიჩიჩინებდნენ და ახლა ამ ადამიანებს უნდათ გავერთიანდეთ. მე ველოდები პასუხისმგებლობას, ადამიანებში პასუხისმგებლობას თუ დავინახავ, მაშინ შეიძლება, რამეზე ვიფიქრო. როგორ ვაკეთო საქმე ადამიანთან, რომელიც ჩემს მიმართ უპასუხისმგებლოდ იქცევა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.





მსგავსი სიახლეები
რუსეთის სამხედრო კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის ხმელნიცკის რეგიონში აეროდრომი დაბომბეს
,,როგორ ვაკეთო საქმე ადამიანთან, რომელიც ჩემს მიმართ უპასუხისმგებლოდ იქცევა''- გრიგოლ გეგელია
რუსეთმა კიევზე მორიგი იერიში მიიტანა
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის უკრაინა საშტურმო ბრიგადის 40 000 მებრძოლს წვრთნის - Reuters
კრემლს სამხედრო ძალის პრობლემები აქვს, მაგრამ მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყების ეშინია - CNN
2023 წლის 4 აპრილს, მრავალი სენით დაავადებული, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, „ტრამპომანიის“ დიაგნოზით, ტრაგიკულად გარდაიცვალა ამერიკული დემოკრატია - გოგა ხაინდრავა
ზელენკიმ გაეროს გაკოტრებული ინსტიტუტი უწოდა
გერმანია უკრაინას 12 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირს მიმართავს
მოვა დრო და საქართველოსთან საზღვრის დემარკაციას ერთობლივად განვახორციელებთ - გაგლოევი
,,თუ დასავლეთი კიევს ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღს მიაწვდის, რუსეთი იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს''- პუტინი
რუსებმა აფხაზეთში „ს-300"-ების გადასროლა დაიწყეს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 464 ბავშვი დაიღუპა
ყაზახეთმა ბაიკონურის კოსმოდრომის რუსული ოპერატორის ქონება დააყადაღა
„კიევის რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს“ - პესკოვი
აქტიური საომარი მოქმედებების გამო კუპიანსკში სავალდებულო ევაკუაცია მიმდინარეობს
შოლცი: პუტინმა ჯარები უნდა გაიყვანოს, ეს არის მოლაპარაკების საფუძველი
ტაბაწყურის ტბასთან ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
„ვაგნერი“ ბახმუტიდან რომ გავიდეს, რუსეთის მთელი ფრონტი ჩამოიშლება - ევგენი პრიგოჟინი