,,უფალო შემინდე – ეს ლოცვა არ მაქვს იმიტომ, რომ არ ვცოდავ''- დოროთე ყურაშვილი

„მე რასაც ვაკეთებ, ღმერთო შემეწიე-მეთქი, არ ვამბობ, რატომ იცით? მე ვიცი, რომ ამას ქრისტე აკეთებს ჩემი ხელით, ქრისტე მაკეთებინებს, ვიცი და რასაც ქრისტე მაკეთებინებს, როგორ ვუთხრა დამეხმარეო? ის მაკეთებინებს“, – ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა.

როგორც არქიმანდრიტი ამბობს, ის შენდობის ლოცვასაც არ ამბობს, რადგან არ ცოდავს.

„ლოცვა არის სამგვარი: თხოვნითი, მადლიერებითი და დიდებისმეტყველებითი. თხოვნა არის, უფალო შემიწყალე, შემეწიე და ეს მომეცი, ის მომეცი – ეს ლოცვა არ მაქვს. შემინდეც არ მაქვს, იმიტომ, რომ არ ვცოდავ. მე მაქვს ლოცვა, რომელიც არის შემეცნებითი, სადაც არის კითხვა. ფსალმუნსაც რომ ვკითხულობ, შემეცნებით ვკითხულობ. დავჯდები და ამ დავითის ფსალმუნები ზეპირად ვიცი, შინაარსს ვკითხულობ და რატომ, იმიტომ, რომ ქრისტემ თქვა: „შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ“.

ერთმა დამიწერა დღეს, რომ იესოს ლოცვას როგორ არ ლოცულობ, „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“ – ამისი ეშინია ეშმაკსო და მე დავუწერე, ეშმაკს არ ეშინია ლოცვის, ილოცე რამდენიც გინდა, არც ერთი ლოცვის არ ეშინია. ეშმაკს ეშინია, რომ შენ ქრისტე არ შეიცნო. ლოცვა კი არა, ქრისტე გააცანით და ის ჩამოწერილი ლოცვები მერე ვასწავლოთ მრევლს,“ – აღნიშნა დოროთე ყურაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
3 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს
ომის ვეტერანმა ზვიად ხაჩიძემ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ოქროს ქამარს დაეუფლა
,,უფალო შემინდე – ეს ლოცვა არ მაქვს იმიტომ, რომ არ ვცოდავ''- დოროთე ყურაშვილი
ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ
2 ნოემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
დღეს მამა გაბრიელის ხსენების დღეა
2 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
შსს განცხადებას ავრცელებს
რა შემთხვევაში აქვს ფიზიკურ პირს ვალდებულება, გადაიხადოს მიწაზე ქონების გადასახადი - სპეციალისტის განმარტება
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
1- ელი ნოემბერის ამინდის პროგნოზი
1-ელი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება
,,ყველაზე დიდი კორუმპირებულები თვითონ არიან - სახეზე ეტყობა ადამიანს კორუმპირებული რომ არის''- თემურ ჭყონია
ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას პროკურატურამ ბრალი წაუყენა
კობა კობალაძე სამხედრო საკითხებისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქების კურსის სტუდენტებს ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე, კოდორის (დალის) ხეობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა