ომის ვეტერანმა ზვიად ხაჩიძემ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ოქროს ქამარს დაეუფლა

მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციის - IFA-ს ეგიდით, აზერბაიჯანში, ბაქოში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, რომელშიც მსოფლიოს 30 ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ჩემპიონატში, რომელიც მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს დაიწყო და 1 ნოემბრამდე გასტანა, საქართველოდან 14 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას; მათ შორის იყო აფხაზეთის ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე, რომელმაც ფინალურ ორთაბრძოლაში, ინდოელი მეტოქე დაამარცხა, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და დაეუფლა ჩემპიონატის მთავარ პრიზს - ოქროს ქამარს.

 ჩემპიონს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, ომის ვეტერანები, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი მალხაზ ჩიხლაძე და გულშემატკივრები დახვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ზვიად ხაჩიძე რამდენიმე კატეგორიაში ერთად ასპარეზობდა და მძიმე წონით კატეგორიაში სხვადასხვა საპრიზო ადგილებიც მოიპოვა.

ზვიად ხაჩიძე არის მკლავჭიდში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.

როგორც ჩემპიონმა განაცხადა, იგი, ამ და მის ყველა გამარჯვებას უძღვნის საქართველოს ვეტერანებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, საქართველოს ვეტერანები, ულოცავენ ზვიად ხაჩიძეს ამ ღირსეულ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებენ.





მსგავსი სიახლეები
3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
3 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს
ომის ვეტერანმა ზვიად ხაჩიძემ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ოქროს ქამარს დაეუფლა
,,უფალო შემინდე – ეს ლოცვა არ მაქვს იმიტომ, რომ არ ვცოდავ''- დოროთე ყურაშვილი
ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ
2 ნოემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
დღეს მამა გაბრიელის ხსენების დღეა
2 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
შსს განცხადებას ავრცელებს
რა შემთხვევაში აქვს ფიზიკურ პირს ვალდებულება, გადაიხადოს მიწაზე ქონების გადასახადი - სპეციალისტის განმარტება
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
1- ელი ნოემბერის ამინდის პროგნოზი
1-ელი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება
,,ყველაზე დიდი კორუმპირებულები თვითონ არიან - სახეზე ეტყობა ადამიანს კორუმპირებული რომ არის''- თემურ ჭყონია
ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას პროკურატურამ ბრალი წაუყენა
კობა კობალაძე სამხედრო საკითხებისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქების კურსის სტუდენტებს ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე, კოდორის (დალის) ხეობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა