ტიერი მარიანი: ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით

ძალიან დრამატული ვითარებაა, სახეზეა აშკარა ორპირობა, ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მხრიდან რუსული ნავთობის შესყიდვაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ამ სიტუაციაში საქმე გვაქვს ორპირობასთან.

„ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ქცევა ნამდვილი პარადოქსია, მე პატივს ვცემ ევროკავშირის 27-ივე წევრ სახელმწიფოს, ამავე დროს ევროკავშირის წამყვან პოზიციებზე ბალტიელებს ვხედავთ, იქნება ეს ესტონელი კაია კალასი თუ ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი და სრული მილიტარიზაციის მომხრე ფიგურა, რომელიც ლიეტუვიდანაა. მესმის რომ, მათ სახელმწიფოებს რუსეთთან რთული ისტორია აკავშირებთ, მაგრამ ასევე მრჩება შთაბეჭდილება რომ ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა გარშემო ყველა სიგიჟეში გახვიონ. ამ ეტაპზე ევროკავშირი მშვიდობის დამყარებას უნდა ლამობდეს, სინამდვილეში კი პირიქით არის, ისინი ცეცხლზე ნავთს ასხამენ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ტიერი მარიანმა ასევე ისაუბრა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს მიმართ ზეწოლაზე, რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა.

„2022 წლის ივლისში, საქართველოში ევროპარლამენტის საგარეო დელეგაციის წევრის რანგში ვიმყოფებოდი, ქართველ დეპუტატებთან შეხვედრისას,მე კარგად მახსოვს როგორ მოითხოვდა ჩვენი დელეგაციის რამდენიმე წევრი დაჟინებით რომ საქართველოს რუსეთის ფედერაციისთვის სანქციები დაეწესებინა, რომ საქართველოს მხარი დაეჭირა რუსეთის ეკონომიკის დანგრევის მცდელობისთვის. მე მკაფიოდ დამამახსოვრა ქართველთა პასუხი, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა განსხვავებულია პორტუგალიის ან ესპანეთის ადგილმდებარეობისგან და მე ვეთანხმები ამ მიდგომას. გვახსოვს 2008 წელს თავს რომ დაგესხნენ რა მოხდა, თქვენს დასახმარებლად არცერთი ევროპელი მოსულა, რუსეთს მაშინ სანქციებიც კი არ დავუწესეთ“, – აღნიშნა ტიერი მარიანმა.





მსგავსი სიახლეები
ჯერ გასარკვევი გვაქვს, ვინ ვართ ჩვენ? მერე გავარჩიოთ, ევროპაში გვინდა ყოფნა, არაბებთან თუ ჩინელებთან, მგონი, პირველ რიგში, კაცებს აქვთ გასაცემი პასუხი ამ კითხვებზე-ნინო ლომჯარია
ქართველი ხალხის მოლოდინია, ვიდრე საქართველოზე რამეს იტყვიან, ევროკავშირიდან უნდა დაგმონ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, საქართველო ბეწვზე გადაურჩა არეულობას-შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კობახიძე, ჩინეთის პრემიერ-მინისტრის, ლი ციანის მიწვევით შანხაიში ვიზიტს გამართავს
გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს-ირაკლი კობახიძე
გვყავს არჩეული ხელისუფლება, ვართ დემოკრატიული ქვეყანა და ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით წაიყვანოს ქვეყნის განვითარება-მაკა ბოჭორიშვილი
ტიერი მარიანი: ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით
,, ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, თუ რა მიმართულებით წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ეს არის საქართველოს მორჩილების გეგმის ნაწილი,''- დიმიტრი ხუნდაძე
,,ახალ ინიციატივებზე მუშაობისას სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის საჭირობები''- პრემიერი
უნდა დაიწყოს მომზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ სამ წელიწადში - ნინო ლომჯარია
იუნესკო-ს კონფერენციის ფარგლებში, ქალაქ სამარყანდში ქართული კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი პავილიონი გაიხსნა და მიღება გაიმართა
"ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რეალობას აცდენილი, ტყუილებით გაჟღენთილი და რადიკალური ოპოზიციისათვის წამახალისებელი იყო-დიმიტრი ხუნდაძე
ევროპარლამენტის ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გამო საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდეგ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს-შალვა პაპუაშვილი
,, ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული შეიქმნა''- ლევან ჟორჟოლიანი
,,განახლებულ სტრატეგიაში ჩაიდება განახლებული მიზნები''- ლევან ჟორჟოლიანი
,, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობები''- მაკა ბოჭორიშვილი
კახა კალაძე - ვინ იქნება დაკავებული, ამაზე საუბარი გამიჭირდება
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია და ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება -ირაკლი კობახიძე
ბიძინა ივანიშვილმა 2023 წლის დეკემბერში გააკეთა მინიშნებები, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან, იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები -ირაკლი კობახიძე
ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ვმუშაობთ აბსოლუტურად სუფთად, ამოიღეთ ნებისმიერი აქტი, გადაწყვეტილება, თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ამაზე მე ვაგებ პასუხს -ირაკლი კობახიძე