3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
შესაძლოა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდეს. სავარაუდოდ, ძვირადღირებულ ნივთს დაკარგავთ ან ძველი ვალის გადახდა მოგიწევთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ნებისმიერი ურთიერთობის დროს. მოსალოდნელია ხანძარი ან კონფლიქტი უცნობ ადამიანებთან. მეგობრების დახმარებით ყველა პრობლემას გაუმკლავდებით.
კურო
ფინანსური თვალსაზრისით, ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, სწორედ დღეს, მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ. პირად საქმეებში მოსალოდნელია პრობლემები, ამიტომ ახლობელი ადამიანების რჩევა და დახმარება დაგჭირდებათ. მეგობრების დახმარებით ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდებით.
ტყუპები
გაითვალისწინეთ, რომ აგრესიულობა და ემოციურობა შესაძლოა ფინანსური ზარალის მიზეზი გახდეს და პარტნიორების ნდობა დაგაკარგვინოთ. ადამიანებმა, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან, შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოგიტანონ. სიფრთხილე გამოიჩინეთ გზაზე გადასვლის დროს, ერიდეთ ავტომობილის სწრაფად ტარებას, ელექტროხელსაწყოებთან და მჭრელ ინსტრუმენტებთან მუშაობას. თვალი ადევნეთ მინიშნებებს. ამ დღეს თქვენი შინაგანი სამყარო გარე სამყაროს ანარეკლია.
კირჩხიბი
გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს მოულოდნელი პრობლემების გამო მეგობრებისგან მატერიალური დახმარება დაგჭირდეთ. გირჩევთ სიამაყე დაძლიოთ და ახლობელ ადამიანებს დახმარება სთხოვოთ. არ ინერვიულოთ - ეს დროებითი სირთულეებია და დიდხანს არ გაგრძელდება.
ლომი
რთული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პარტნიორებს ყურადღებით დააკვირდეთ და თუ საჭიროა, მათთან ურთიერთობის ფორმა შეცვალოთ. შეცდომამ ან მცდარმა ინფორმაციამ შეიძლება, მოულოდნელი ხარჯი ან პროფესიულ საქმიანობაში პრობლემები გამოიწვიოს.
ქალწული
სავარაუდოდ, ამ დღეს ბიზნესწინადადებით მოგმართავენ, თუმცა დათანხმებას ნუ იჩქარებთ - სავარაუდოდ, შედეგი თქვენთვის მოგებიანი არ იქნება. ოჯახში მოსალოდნელია პრობლემები, რადგან, ვიღაც თქვენგან მეტ ყურადღებას და ზრუნვას ითხოვს. შესაძლოა, რჩევა ან მეგობრების დახმარება დაგჭირდეთ.
სასწორი
წარსულის შეფასებისა და ცვლილებების დღეა. ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფ ადამიანებს - შესაძლოა, ახალი იდეებითა და მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვით გართულმა ხელიდან გაუშვათ შანსი, რომელზეც დიდი ხანი ოცნებობდით. ეცადეთ ნებისმიერ ურთიერთობაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ და კომპრომისი მონახოთ.
მორიელი
ამ დღეს იზრდება თქვენი ოპტიმიზმი და სასიცოცხლო პოტენციალი, თუმცა ეს ძველი შეცდომების გამოსწორებაში არ დაგეხმარებათ. ბევრი მორიელი ფარული მტრის სიახლოვეს იგრძნობს. გაითვალისწინეთ, რომ მოვლენებზე პასიური დამკვირვებლის როლი ძალიან დაგაზარალებთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ახალი ნაცნობობა შეიძლება უამრავი უსიამოვნების მიზეზი გახდეს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ტრავმის რისკი მაღალია, ამიტომ ფრთხილად იყავით გზაზე გადასვლისას, ერიდეთ ავტომობილის სწრაფად ტარებას, მჭრელ საგნებთან და ელექტროხელსაწყოებთან ურთიერთობას.
თხის რქა
ცდუნებების აყოლა და არასერიოზულობა ქალებს პარტნიორთან ურთიერთობას გაუფუჭებს. მამაკაცებს ვურჩევთ საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი ნდობა და სიყვარული გამოიჩინონ. სავარაუდოდ, ურთიერთობებში კრიზისული პერიოდი სწორედ გრძნობების გამოვლენაში თქვენი სიმორცხვისა და თავშეკავების გამო დადგება.
მერწყული
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნებისმიერ საქმეში ყურადღება და წინდახედულება გამოიჩინოთ. ერიდეთ კატეგორიულობას, დაცინვას და უსარგებლო საუბრებს. ეცადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სხვა დროისთვის გადადოთ.
თევზები
ეს დღე თავის მოტყუებას და წინააღმდეგობას განასახიერებს. სავარაუდოდ, რეალობას ძალიან მხიარულ ფერებში ხედავთ და ღრუბლებში დაფრინავთ. მოსალოდნელია ფინანსური წარუმატებლობა და შეცდომები, არადა ახლა სიფრთხილე და ყურადღება ყველაზე მეტად გჭირდებათ. გამორიცხული არაა, რომ დაავადება, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, რთულად განსაკურნი აღმოჩნდეს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას, კბილებს და ღრძილებს.
მსგავსი სიახლეები
3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
3 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს
ომის ვეტერანმა ზვიად ხაჩიძემ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ოქროს ქამარს დაეუფლა
,,უფალო შემინდე – ეს ლოცვა არ მაქვს იმიტომ, რომ არ ვცოდავ''- დოროთე ყურაშვილი
ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ
2 ნოემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
დღეს მამა გაბრიელის ხსენების დღეა
2 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
შსს განცხადებას ავრცელებს
რა შემთხვევაში აქვს ფიზიკურ პირს ვალდებულება, გადაიხადოს მიწაზე ქონების გადასახადი - სპეციალისტის განმარტება
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
1- ელი ნოემბერის ამინდის პროგნოზი
1-ელი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება
,,ყველაზე დიდი კორუმპირებულები თვითონ არიან - სახეზე ეტყობა ადამიანს კორუმპირებული რომ არის''- თემურ ჭყონია
ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას პროკურატურამ ბრალი წაუყენა
კობა კობალაძე სამხედრო საკითხებისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქების კურსის სტუდენტებს ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე, კოდორის (დალის) ხეობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა